1. ტექნიკური ხელშეკრულება (ხარისხის ხელშეკრულება) – წერილობითი ხელშეკრულება, გაფორმებული კომპანიის მიერ კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) ნაციონალური სტანდარტით გათვალისწინებული საქმიანობის კონტრაქტით განხორციელების შემთხვევაში.

2. ძირითადი პერსონალი (key personnel) – წარმოებაზე (Head of Production), ხარისხის კონტროლსა (Head of Quality Control) და სერიის სერტიფიცირებაზე (გაშვებაზე) პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.

3. კვალიფიციური პირი (Qualified Person) – სერიის სერტიფიცირებაზე (გაშვებაზე) პასუხისმგებელი პირი.

4. კვალიფიკაცია – დოკუმენტირებული დადასტურება იმისა, რომ შენობა-ნაგებობები, სისტემები, აღჭურვილობები ან მოწყობილობა-დანადგარები დამონტაჟებულია და ფუნქციონირებს სათანადოდ და უზრუნველყოფს მოსალოდნელი შედეგის მიღწევას.

5. ვალიდაცია – დოკუმენტირებული დადასტურება იმისა, რომ კარგი საწარმოო პრაქტიკის პრინციპების შესაბამისად, ნებისმიერ პროცედურას, პროცესს, მოწყობილობას, მასალას, საქმიანობას ან სისტემას მუდმივად მივყავართ საჭირო შედეგამდ