1. სააგენტო აფასებს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობას;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას დადგენილ სანებართვო პირობებთან.

2. შეფასების შედეგების საფუძველზე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას:

ა) ფარმაცევტული წარმოების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) ფარმაცევტული წარმოების მისამართზე შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების შესახებ.

3. შეფასებისას, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია, მაძიებელს მოთხოვოს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მონაცემთა დაზუსტების მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი, სხვა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. დამატებითი ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მაძიებელი 30 კალენდარული დღის განმავლობაში არ წარადგენს შესაბამის ინფორმაციას ან წერილობით განმარტებას, სააგენტო უფლებამოსილია, გამოიტანოს გადაწყვეტილება ფარმაცევტული წარმოების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახე