1. განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს სააგენტო განიხილავს მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო ადგენს ხარვეზს და მაძიებელს განუსაზღვრავს ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. სააგენტო უფლებამოსილია, მაძიებლის მოთხოვნით, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა.
3. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სააგენტო იღებს განცხადებას წარმოებაში, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, სააგენტო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახე