1. საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის, ფარმაკოლოგიური საშუალებების, დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის და ფარმაცევტული სუბსტანციის  წარმოება ხორციელდება მოცემული სანებართვო პირობების შესაბამისად.

2. ფარმაცევტული წარმოების ნებართვას კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საჭიროებს, პირი, რომელიც ახორციელებს:

ა) ფარმაცევტული პროდუქტის, ფარმაკოლოგიური საშუალების, დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის და ფარმაცევტული სუბსტანციის წარმოების სრულ საწარმოო-ტექნოლოგიურ პროცესს;

ბ) ფარმაცევტული პროდუქტის, ფარმაკოლოგიური საშუალების და ფარმაცევტული სუბსტანციის წარმოების საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესის ერთ ან რამდენიმე ოპერაციას;

გ) ექსპორტის მიზნით, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებას.

3. ფარმაცევტული წარმოების ნებართვის მფლობელს უფლება აქვს შესაბამისი უფლების მქონე პირზე:

ა) განახორციელოს მის მიერ წარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაცია, მათ შორის, არსებული ნებართვის შესაბამისად, დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის და ფარმაცევტული სუბსტანციის საბითუმო რეალიზაცია;

ბ) მისი წარმოებისათვის განკუთვნილი დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის და ფარმაცევტული სუბსტანციის საბითუმო რეალიზაცია.

4. საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების წარმოება.

5. წარმოებაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის/ფარმაცევტული სუბსტანციის და მასთან გათანაბრებული ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ფარმაცევტული წარმოების ნებართვა არ გაიცემა პირზე:

ა) რომელიც, ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული;

ბ) რომლის მიმართ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას ფარმაცევტულ საქმიანობას უკრძალავს;

გ) რომელთაც პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვასთან დაკავშირებით დაკისრებული ჰქონდათ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 372 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი და ასეთი სახდელის დადებიდან არ გასულა 3 წელი;

დ) რომელიც რეგისტრირებულია სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში და რეესტრში შეტანიდან არ გასულა 3 წელი.

7. ფარმაცევტულ წარმოებაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის/ფარმაცევტული სუბსტანციის და მასთან გათანაბრებული ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვაზე პასუხისმგებელი პირი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში რეგისტრირებული იყო სააგენტოს მიერ წარმოებულ სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში .

8. პირი, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ საქმიანობას, საჭიროებს ფარმაცევტული წარმოების ნებართვას აღნიშნული საქმიანობის განხორციელების თითოეულ მისამართზ