1. სააგენტოს მიერ, სანებართვო პირობებთან მაძიებლის შესაბამისობის დადგენა მოიცავს:

ა) განცხადების და თანადართული დოკუმენტაციის შეფასებას;

ბ) ფარმაცევტული წარმოების მისამართზე შემოწმებას (ინსპექტირებას).

2. შესაბამისობის დადგენის შედეგების საფუძველზე სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას:

ა) ფარმაცევტული წარმოების ნებართვის გაცემის შესახებ;

ბ) ფარმაცევტული წარმოების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

3. ფარმაცევტული წარმოების ნებართვის გაცემაზე უარის საფუძვლებია:

ა) მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შეუსაბამობა დადგენილ სანებართვო პირობებთან;

ბ) ფარმაცევტული წარმოების სანებართვო პირობების შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან.

4. სააგენტო ვალდებულია, ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.

5. მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობ