მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 43-ე – 46-ე პუნქტებისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:
1. ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის ნებართვების გაცემის წესი და პირობები (დანართი №1).
2. ფარმაცევტული წარმოების ნებართვების გაცემის წესი და პირობები (დანართი №2).
3. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვების გაცემის წესი და პირობები (დანართი №3).
4. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესი და პირობები (დანართი №4
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 1, №335, 16.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 470200000.10.003.021353 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4617056/muxli-1/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია