ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება;

ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;

გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

დ) უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო მიმართულებით მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ვ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

2. N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის მთავარი ექიმის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე  თავი);

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

კ) „სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჩანაწერების შენახვის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 ივლისის №198/ნ ბრძანება;

ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანება;

მ) იმ დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურ