1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირებას (შემდგომში - ბადრაგირება) ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველო (შემდგომში - საბადრაგო სამმართველო). ბადრაგირების უსაფრთხოებას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო.

2. ბადრაგირების განხორციელების თაობაზე დეპარტამენტი ყოველი თვის ბოლოს  სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს, რომელშიც ასახული უნდა იქნეს ინფორმაცია ბადრაგირების განხორციელების რაოდენობის და მიზეზის შესახებ.