2. ამ წესის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი ბადრაგირების განხორციელების რეკომენდაციით, წერილობით მიმართავს დეპარტამენტის შტაბს (სამმართველო), გეგმური გაყვანისას არანაკლებ 24 საათით ადრე, ხოლო გადაუდებელი გაყვანისას სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი უკავშირდება დეპარტამენტის შტაბს სატელეფონო ზარის საშუალებით. დეპარტამენტის შტაბი (სამმართველო) ბადრაგირების საკითხს ათანხმებს დეპარტამენტის დირექტორთან და ინფორმაციას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აწვდის საბადრაგო სამმართველოს შტაბს. ბადრაგირებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, გადაუდებელი გაყვანის შესახებ სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი წერილობითი სახით უგზავნის ინფორმაციას დეპარტამენტის შტაბს, რის შესახებაც, ამ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გამოსცემს ბრძანებას წერილობითი სახით.
3. ამ წესის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროებით სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი ან დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი პირი მიმართავს დეპარტამენტის შტაბს (სამმართველო) წერილობით ან სატელეფონო ზარის საშუალებით დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში ბადრაგირების განხორციელების თაობაზე. დეპარტამენტის შტაბი (სამმართველო) ბადრაგირების საკითხს ათანხმებს დეპარტამენტის დირექტორთან და ინფორმაციას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აწვდის საბადრაგო სამმართველოს. შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ბადრაგირების შესახებ ზეპირად გაცემული ბრძანება, ბადრაგირებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, გამოიცემა წერილობითი ფორმით.
4. ამ წესის მე-4 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანის დაყოვნება საფრთხეს უქმნის პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მართლმსაჯულების განხორციელებას ან სხვა სამართლებრივ სიკეთეებს და უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ, ობიექტურად დადასტურებული გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაცვა, უფლებამოსილი პირი/ორგანოს წარმომადგენელი სატელეფონო ზარის მეშვეობით უკავშირედება დეპარტამენტის შტაბს, რომელიც დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით ავალებს საბადრაგო სამმართველოს განახორციელოს ბადრაგირება. ბადრაგირებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აღნიშნულის შესახებ უფლებამოსილი პირი/ორგანო წერილობითი სახით უგზავნის ინფორმაციას დეპარტამენტის შტაბს, რის შესახებაც, ამ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა დეპარტამენტის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას წერილობითი სახით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბადრაგირების თაობაზე დეპარტამენტში დარეგისტრირებული მოთხოვნა გადაეცემა საბადრაგო სამმართველოს უფროსს, რომელიც ახორციელებს ბადრაგირების ორგანიზებას.
6. განსაკუთრებულ შემთხვევაში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაძლებელია საბადრაგო რაზმის გაძლიერება დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებით (შემდგომში - მებრძოლები). საბადრაგო სამმართველოს უფროსი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი წერილობით მოთხოვნას უგზავნის დეპარტამენტის დირექტორს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბადრაგირების პროცესში მებრძოლების ჩართვასთან დაკავშირებით.
7. გადაუდებელ შემთხვევებში, დაუყოვნებელი რეაგირების აუცილებელისას, საბადრაგო სამმართველოს შტაბის განყოფილება სამსახურებრივი ტელეფონის საშუალებით, უკავშირდება დეპარტამენტის შტაბს (სამმართველო), აწვდის ბადრაგირების განხორციელებისა და საბადრაგო ჯგუფის მებრძოლებით გაძლიერების შესახებ ინფორმაციას. გადაცემული და მიღებული ინფორმაცია რეგისტრირდება სამმართველოს შტაბისა და დეპარტამენტის შტაბის მიერ შესაბამის ჟურნალებში. დეპარტამენტის შტაბი ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და აწვდის დეპარტამენტის დირექტორს. დეპარტამენტის დირექტორი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საბადრაგო ჯგუფის მებრძოლებით გაძლიერების თობაზე, რის შესახებაც აცნობებს დეპარტამენტის შტაბს. აღნიშნული დავალების მიღებისთანავე დეპარტამენტის შტაბი სამსახურებრივი ტელეფონის მეშვეობით უკავშირდება დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბს და გადასცემს მიღებულ დავალებას. მიღებული და გაცემული დავალება აღინიშნება შესაბამის ჟურნალებში, რის შემდეგაც დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო ვალდებულია დაუყოვნებლივ შექმნას ჯგუფი და უზრუნველყოს მიღებული დავალების შესრულება. დეპარტამენტის დირექტორის მიერ ზეპირად გაცემული ბრძანება, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, გამოიცემა წერილობითი ფორმით.
8. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრები იწერება ტექნიკური საშუალების გამოყენებით და ფიქსირდება საამისოდ განსაზღვრულ ჟურნალში, სატელეფონო საუბრის მონაწილეების, დროისა და მიღებული/გაცემული ინფორმაციის მითითები