მუხლი 8. სამართლიანი პროცესი და სწრაფი მართლმსაჯულება
თავი II — სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები
1. ბრალდებულს (მსჯავრდებულს, გამართლებულს) აქვს სამართლიანი პროცესის უფლება.
2. ბრალდებულს აქვს უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა ამ კოდექსით დადგენილ ვადებში. პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ უფლებაზე, თუ ეს აუცილებელია დაცვის სათანადოდ მომზადებისათვის.
3. სასამართლო ვალდებულია პრიორიტეტულად განიხილოს ის სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა. # # # # # # # #
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. სამართლიანი პროცესი და სწრაფი მართლმსაჯულება 1. ბრალდებულს (მსჯავრდებულს, გამართლებულს) აქვს სამართლიანი პროცესის უფლება. 2. ბრალდებულს აქვს უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა ამ კოდექსით დადგენილ ვადებში. პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ უფლებაზე, თუ ეს აუცილებელია დაცვის სათანადოდ მომზადებისათვის. 3. სასამართლო ვალდებულია პრიორიტეტულად განიხილოს ის სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა. # # # # # # # #
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(22)
საქმე №ბს-291(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2024
…დანაშაულის გამოვლენის, აღმოფხვრისა და გამოძიების მიზნით განხორციელებულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების სამართლებრივი ფორმები განისაზღვრება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის 8.1 მუხლის მიხედვით პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა…
საქმე №2კ-467აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.09.2024
…შეუშალა მტკიცებულებების მოპოვებაში. სასამართლო ითვალისწინებს 2023 წლის 28 თებერვალის შემდეგ დანიშნული სასამართლო სხდომების თარიღებს (01.03.23; 07.03.23; 10.03.23; 13.03.23; 15.03.23; 17.03.23; 20.03.23); ასევე ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის მე-8 მუხლის დანაწესს და დაცვის მხარის უფლებას – დაცვის ჯეროვნად განხორციელების მიზნებისათვის – მოეთხოვა სასამართლო სხდომის გადადება. ასევე იმ…
საქმე №2კ-472აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.08.2024
…კანონიერებაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევისას ადგილი არ ჰქონია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული საკითხის გადაწყვეტისას, გათვალისწინებული იქნა საქართველოს სსსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმადაც,,ბრალდებულს აქვს უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა ამ კოდექსით დადგენილ ვადებში. პირს უფლება აქვს,…
საქმე №2კ-265აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2015
…არასრულწლოვანია და სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილი არასრულწლოვნის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივ რეგულაციას ზღუდავს განაჩენის გამოტანის მომენტში მისი სრულწლოვანი ასაკის დადგომით. 9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–8 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომ ბრალდებულს აქვს სამართლიანი პროცესისა და სწრაფი…
…მიჩნეულია, როგორც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ქმედება, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობასაც იწვევს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება დამნაშავედ სცნოს პირი. დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული მოთხოვნის…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 8, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-8/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია