განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2018
საქმის ნომერი
330100111002834621
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების ლ-–----------–--ის და ზ-----------–--–---–ის,ადვოკატის დ---------------–---–ის,ბრალდებულის გ-----------------–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------–-----------------------–---–ის (პ/№0----------) დაბადებულის 1--- წლის 1-------, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, თ------–---–-ს ქუჩა #------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” პუნქტით (10 ეპიზოდი), საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ პუნქტებით (37 ეპიზოდი), საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (34 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

გ-----------------–---–ს ბრალად ედება მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (10 ეპიზოდი); მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (37 ეპიზოდი); ყალბი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენება (10 ეპიზოდი) და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ს----------–---------------------------------- მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 5--------------- ბრძანებით 2----–-–---- მაისიდან გ-----------------–---–ი დაინიშნა უკრაინაში საქართველოს საელჩოს ფ--------------------ის თანამდებობაზე, ხოლო 20---–-–--------------–-- #------ ბრძანებით მასვე დაევალა ს----–- საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის განხორციელება.

აღნიშნული ბრძანებების საფუძველზე, გ-----------------–---–ი, 2----–-–---- მაისიდან უკრაინაში საქართველოს საელჩოში, ხოლო 2----–-–---- თებერვლიდან იმავდროულად საერთაშორისო ორგანიზაცია „ს------“ საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ახორციელებდა საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას, მათ შორის ნაღდი ანგარიშსწორების სალაროს ოპერაციებს.

2008-2010 წლებში, გ-----------------–---–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთხელ განიზრახა უკრაინაში საქართველოს საელჩოს და ს----–- საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული თანხების, მათ შორის დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვა, ასევე ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენება.

1. 2----–-–----- მაისს, გ-----------------–---–მა საელჩოს გრივნის სალაროდან 4629,71 უკრაინული გრივნა გამოიტანა კონვერტაციისა და საელჩოს აშშ დოლარის სალაროში გადატანის საფუძვლით, რაზეც სალაროს გასავლის ორდერი არ გამოწერა და ვალუტის კონვერტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი საელჩოს ბუღალტერიაში არ წარადგინა. აღნიშნულ პერიოდში მოქმედი კურსით (1 აშშ დოლარი = 4,7 გრივნა) ხსენებული თანხის კონვერტაციის შედეგად მიიღო 984 აშშ დოლარი, საიდანაც საელჩოს აშშ დოლარის სალაროში ამ თანხის ექვივალენტის სახით შეიტანა 584 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 400 აშშ დოლარი (582 ლარი) მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის.

2. 2008 წლის მაისში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 503 გრივნა (150,90 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N------- (24.04.2008), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2008 წლის 24 აპრილს მან 503 გრივნა მობილური ტელეფონის ხარჯის ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა ყოფილ ფ-------------------ზე თ---------------აზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს თ---------------ასთვის არ გადაუცია.

3. 2008 წლის მაისში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 125 გრივნა (37,83 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (28.04.2008), რაც გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2008 წლის 28 აპრილს მან 125 გრივნა მობილური ტელეფონის ხარჯის ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა ვ-–----------–ზე ბ------------–---ზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს ბ------------–---ზე არ გადაუცია.

4. 2008 წლის ივნისში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 3-78 გრივნა (937 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.06.2008), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2008 წლის 3- ივნისს მან 3-78 გრივნა წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის სალაროდან გასცა ე-–---- მ------------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს მ-------------------ს არ გადაუცია.

5. 2008 წლის აგვისტოში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 5-- გრივნა (153 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (18.08.2008), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2008 წლის 18 აგვისტოს მან 5-- გრივნა საწვავის ხარჯებისათვის სალაროდან გასცა მ------–ზე სე----------------ე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს ს---------------------ის არ გადაუცია.

6. 2008 წლის აგვისტოში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 123- გრივნა (368 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (13.08.2008), რაც 700 გრივნის ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2008 წლის 13 აგვისტოს მან 123- გრივნა სალაროდან გასცა დ-----ზე ზ------------–-–-ილზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს ზ------------–-–-ილისათვის არ გადაუცია.

7. 2008 წლის აგვისტოში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 460 გრივნა (1-0 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (15.08.2008), რაც 450 გრივნის ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2008 წლის 15 აგვისტოს მან 460 გრივნა საქვეანგარიშოდ სალაროდან გასცა დ-----ზე ზ------------–-–-ილზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს ზ------------–-–-ილისათვის არ გადაუცია.

8. 2008 წლის აგვისტოში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 1000 გრივნა (3-6 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (15.08.2008), რაც 873 გრივნის ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2008 წლის 15 აგვისტოს მან 1000 გრივნა სალაროდან გასცა კ-------–ზე თ-------------–------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს თ-------------–------ისათვის არ გადაუცია.

9. 2008 წლის აგვისტოში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 8651 გრივნა (2562 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. შესაბამისად, აღნიშნულ თანხაზე ვერ წარადგინა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები და გამოწერა სალაროს გასავლის ორდერი N1------ (11.08.2008), რომლის მიხედვით 2008 წლის 11 აგვისტოს გ-----------------–---–მა საქვეანგარიშოდ საელჩოს ხარჯებისათვის სალაროდან მიიღო 8651 გრივნა, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით.

10. 2008 წლის სექტემბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 499 გრივნა (1-7 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1-------- (11.09.2008), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2008 წლის 11 სექტემბერს მან 499 გრივნა საწვავის ხარჯებისათვის სალაროდან გასცა მ------–ზე სე----------------ე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს ს---------------------ის არ გადაუცია.

11. 2008 წლის ოქტომბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 5920 გრივნა (1640 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (01.10.2008), რაც გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2008 წლის 01 ოქტომბერს მან 5920 გრივნა მივლინების ხარჯების ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა კ-------–ზე თ-------------–------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს თ-------------–------ისათვის არ გადაუცია.

12. 2008 წლის ოქტომბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 2270 გრივნა (628 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (02.10.2008), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2008 წლის 02 ოქტომბერს მან 2270 გრივნა საწვავის ხარჯებისათვის სალაროდან გასცა კ-------–ზე თ-------------–------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს თ-------------–------ისათვის არ გადაუცია.

13. 2008 წლის ოქტომბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 520 გრივნა (131 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1-0--33 (10.10.2008), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2008 წლის 10 ოქტომბერს მან 520 გრივნა საწვავის ხარჯებისათვის სალაროდან გასცა ე-–---- მ------------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს მ-------------------ს არ გადაუცია.

1-. 2008 წლის ოქტომბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 3-15 გრივნა (808 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (17.10.2008), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2008 წლის 17 ოქტომბერს მან 3-15 გრივნა წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის სალაროდან გასცა ე-–---- მ------------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს მ-------------------ს არ გადაუცია.

15. 2008 წლის ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან საწვავის ხარჯების ასანაზღაურებლად ე-–---- მ------------ეზე ეტაპობრივად გასცა შესაბამისი თანხები, რაზეც არ გამოწერა სალაროს გასავლის ორდერები. აღნიშნულის გამო, 2008 წლის 3- დეკემბერს გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.12.2008), რაც გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2008 წლის 3- დეკემბერს მან ერთობლივად 24 283 გრივნა საწვავის ხარჯების ანაზღაურებისათვის სალაროდან გასცა ე-–---- მ------------ეზე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

16. 2008 წლის 20 მაისს N1------ სალაროს გასავლის ორდერით გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგა 800 აშშ დოლარი (1160 ლარი), რაც ბინის ქირის ანაზღაურების საფუძვლით გადასცა ყოფილ ფ-------------------ს თ---------------ას, რომელიც ამ პერიოდში საელჩოში აღარ მუშაობდა.

17. 2008 წლის დეკემბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 4000 აშშ დოლარი (6648 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (29.12.2008), რაც 6073,72 გრივნის ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2008 წლის 29 დეკემბერს მან 4000 აშშ დოლარი სალაროდან გასცა ე-–---- მ------------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს მ-------------------ს არ გადაუცია.

18. 2009 წლის იანვარში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 233- ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი გრივნა (504 მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (1-.01.2009), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2009 წლის 1- იანვარს მან 233- გრივნა საწვავის საფასურის სახით სალაროდან საქვეანგარიშოდ გასცა კ-------–ზე თ-------------–------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს თ-------------–------ისათვის არ გადაუცია.

19. 2009 წლის თებერვალში, გ-----------------–---–მა საელჩოს შტატში მომუშავეთათვის თებერვლის თვის გრძელვადიანი მივლინებების (43 3-1 აშშ დოლარი), შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე აყვანილი საქართველოს მოქალაქეების (3310 აშშ დოლარი) და შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე აყვანილი უკრაინის მოქალაქეების (7800 აშშ დოლარი) შრომის ანაზღაურების საფუძვლით საელჩოს სალაროდან გამოიტანა 54 411 აშშ დოლარი, რაზეც არ გამოწერა სალაროს გასავლის ორდერები. ამ თანხიდან, გ-----------------–---–მა, საელჩოს შტატში მომუშავეებზე თებერვლის თვის გრძელვადიანი მივლინებების სახით (41 931 აშშ დოლარი), ხელშეკრულებით აყვანილ საქართველოს მოქალაქეებზე (3310 აშშ დოლარი) და ხელშეკრულებით აყვანილ უკრაინის მოქალაქეებზე (7800 აშშ დოლარი) თებერვლის თვის შრომის ანაზღაურების სახით გასცა 53 041 აშშ დოლარი, რაზეც არ გამოწერა თანხის გაცემის უწყისები და დანარჩენი თანხა 1 370 აშშ დოლარის (2288 ლარი) ოდენობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის.

20. 2009 წლის თებერვალში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 23-3 გრივნა (499 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (04.02.2009), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2009 წლის 04 თებერვალს მან 23-3 გრივნა საწვავის საფასურის სახით სალაროდან საქვეანგარიშოდ გასცა კ-------–ზე თ-------------–------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს თ-------------–------ისათვის არ გადაუცია.

21. 2008 წლის თებერვალში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 460 გრივნა (96 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის, რის გამოც აღნიშნული თანხა სალაროს მოძრაობის კრებსითი ცნობის მიხედვით 2009 წლის 02 თებერვალს არაიდენტიფიცირებულ პიროვნებაზე მობილური კავშირისათვის სალაროდან საქვეანგარიშოდ გაცემულად აჩვენა.

22. 2009 წლის მარტში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 495-- გრივნა (10 671 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის, რის გამოც სალაროს მოძრაობის კრებსითი ცნობის მიხედვით 2----–-–----0 მარტს 495-- გრივნა საელჩოს მიმდინარე საბანკო ანგარიშზე შეტანილად აჩვენა, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად საელჩოს არცერთ საბანკო ანგარიშზე არ შეუტანია.

23. 2----–-–----8 იანვარს, გ-----------------–---–მა „უ------------–-” გახსნილი საელჩოს მიმდინარე ანგარიშიდან (N2------------ - აშშ დოლარი) ხელზე გამოიტანა 6000 აშშ დოლარი, რაც საბუღალტრო აღრიცხვის გარეშე 2009 წლის იანვრის თვის გრძელვადიანი მივლინების თანხის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯების სახით გადასცა ახლად დანიშნულ ს----–- საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს მ------------ეს, ვინაიდან მუდმივ წარმომადგენლობას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გახსნილი საბანკო ანგარიში და არ იყო მიღებული საბიუჯეტო დაფინანსება. ს----–- საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საბანკო ანგარიშის გახსნისა და საბიუჯეტო დაფინანსების მიღების შემდგომ, გ-----------------–---–მა წარმომადგენლობის სალაროდან 2009 წლის 31 მარტს გამოიტანა 55-- აშშ დოლარი, რაც უნდა დაებრუნებინა საელჩოს საბანკო ანგარიშზე ან შეეტანა საელჩოს სალაროში, თუმცა ხსენებული 55-- აშშ დოლარი (9185 ლარი) მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რაც გახარჯა პირადი მიზნებისათვის და აღნიშნული თანხა საელჩოს არც საბანკო ანგარიშზე და არც სალაროში არ შეიტანა.

24. 2009 წლის აპრილში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 41- გრივნა (90 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე საელჩოს ბუღალტერიაში მოათავსა 01.04.2009-ის 61,88 ლიტრი ბენზინის შეძენის ქვითარი და გამოწერა სალაროს გასავლის ორდერი N1------ (01.04.2009), რომლითაც იმის მიუხედავად, რომ „საელჩოს სამსახურებრივ სარგებლობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილებისა და საწვავით უზრუნველყოფის შესახებ“ უკრაინაში საქართველოს ე-–--- 2----–-–--------------–------ ბრძანებით ფ--------------------ისათვის საწვავის ლიმიტი გათვალისწინებული არ არის, 2009 წლის 1 აპრილს ფ---------------------მა გ-----------------–---–მა საწვავის საფასურის სახით სალაროდან მიიღო 41- გრივნა, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით.

25. 2009 წლის აპრილში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 250 გრივნა (55 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე საელჩოს ბუღალტერიაში მოათავსა 10.04.2009-ის 36,28 ლიტრი ბენზინის შეძენის ქვითარი და გამოწერა სალაროს გასავლის ორდერი N1-0--71 (10.04.2009), რომლითაც იმის მიუხედავად, რომ ე-–--- 2----–-–--------------–------ ბრძანებით ფ--------------------ისათვის საწვავის ლიმიტი გათვალისწინებული არ არის, 2009 წლის 10 აპრილს ფ---------------------მა გ-----------------–---–მა საწვავის საფასურის სახით სალაროდან მიიღო 250 გრივნა, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით.

26. 2009 წლის აპრილში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 3600 გრივნა (780 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1-0--77 (15.04.2009), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2009 წლის 15 აპრილს მან 3600 გრივნა საწვავის საფასურის ანაზღაურების სახით სალაროდან გასცა კ-------–ზე თ-------------–------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს თ-------------–------ისათვის არ გადაუცია.

27. 2009 წლის აპრილში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 3-0 გრივნა (65 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე საელჩოს ბუღალტერიაში მოათავსა 16.03.2009-ის 44.18 ლიტრი ბენზინის შეძენის ქვითარი და გამოწერა სალაროს გასავლის ორდერი N1------ (15.04.2009), რომლითაც იმის მიუხედავად, რომ ე-–--- 2----–-–--------------–------ ბრძანებით ფ--------------------ისათვის საწვავის ლიმიტი გათვალისწინებული არ არის, 2009 წლის 15 აპრილს ფ---------------------მა გ-----------------–---–მა საწვავის საფასურის სახით სალაროდან მიიღო 3-0 გრივნა, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით.

28. 2009 წლის აპრილში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 3-0 გრივნა (65 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე საელჩოს ბუღალტერიაში მოათავსა 19.03.2009-ის 43,54 ლიტრი ბენზინის შეძენის ქვითარი და გამოწერა N1------ (19.04.2009), რომლითაც იმის მიუხედავად, რომ ე-–--- 2----–-–--------------–------ ბრძანებით ფ--------------------ისათვის საწვავის ლიმიტი გათვალისწინებული არ არის, 2009 წლის 19 აპრილს ფ---------------------მა გ-----------------–---–მა საწვავის საფასურის სახით სალაროდან მიიღო 3-0 გრივნა, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით.

29. 2009 წლის ივნისში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 13482 გრივნა (2925 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.06.2009), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2009 წლის 3- ივნისს მან 13482 გრივნა საწვავის საფასურის ანაზღაურების სახით სალაროდან გასცა კ-------–ზე თ-------------–------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს თ-------------–------ისათვის არ გადაუცია.

3-. 2009 წლის ივნისში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 3-835 გრივნა (6691 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.06.2009), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2009 წლის 3- ივნისს მან 3-835 გრივნა სალაროდან გასცა ე-–---- გ-------–---------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს გ-------–---------ისათვის არ გადაუცია.

31. 2009 წლის სექტემბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან ელექტროენერგიის გადასახადის ასანაზღაურებლად გამოიტანა 5877 გრივნა (1375,22 ლარი) და გამოწერა სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.09.2009), რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით. ამ თანხიდან, 3545,74 გრივნით აანაზღაურა ელ. გადასახადი, რაზეც წარმოადგინა ხარჯვის გაწევის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები, ხოლო დარჩენილი თანხა - 2331,26 გრივნა (545,50 ლარი) მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის, რაზეც ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოადგინა.

32. 2009 წლის ივნისში, ივლისში, აგვისტოში და სექტემბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან საწვავის ხარჯების ასანაზღაურებლად ე-–--- სამსახურებრივი ა/მანქანის მ------–ზე ვ-----–--------სზე ეტაპობრივად გასცა შესაბამისი თანხები, რაზეც არ გამოწერა სალაროს გასავლის ორდერები. აღნიშნულის გამო, 2009 წლის 3- სექტემბერს გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.09.2009), რაც გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2009 წლის 3- სექტემბერს მან ერთობლივად 31-12 გრივნა საწვავის ხარჯების ანაზღაურებისათვის სალაროდან გასცა ე-–--- ს----------------------------ს მ------–ზე ვ-----–--------სზე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

33. 2009 წლის სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან საწვავის ხარჯების ასანაზღაურებლად ე-–--- სამსახურებრივი ა/მანქანის მ------–ზე ვ-----–--------სზე ეტაპობრივად გასცა შესაბამისი თანხები, რაზეც არ გამოწერა სალაროს გასავლის ორდერები. აღნიშნულის გამო, 2009 წლის 3- დეკემბერს გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.12.2009), რაც გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2009 წლის 3- დეკემბერს მან ერთობლივად 12270,49 გრივნა საწვავის ხარჯების ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა ე-–---- გ-------–---------ეზე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

34. 2009 წლის სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან საწვავის ხარჯების ასანაზღაურებლად დ-----ზე ი-----–---------–--ზე ეტაპობრივად გასცა შესაბამისი თანხები, რაზეც არ გამოწერა სალაროს გასავლის ორდერები. აღნიშნულის გამო, 2009 წლის 3- დეკემბერს გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.12.2009), რაც გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2009 წლის 3- დეკემბერს მან ერთობლივად 11121,93 გრივნა საწვავის ხარჯების ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა დ-----ზე ი-----–---------–-ზე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

35. 2009 წლის სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან საწვავის ხარჯების ასანაზღაურებლად კ-------–ზე თ-------------–------ეზე ეტაპობრივად გასცა შესაბამისი თანხები, რაზეც არ გამოწერა სალაროს გასავლის ორდერები. აღნიშნულის გამო, 2009 წლის 3- დეკემბერს გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.12.2009), რაც გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2009 წლის 3- დეკემბერს მან ერთობლივად 22488,41 გრივნა საწვავის ხარჯების ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა კ-------–ზე თ-------------–------ეზე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

36. 2009 წლის მეორე ნახევარში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 6841 გრივნა (1-36 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.12.2009), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2009 წლის 3- დეკემბერს მან 6841 გრივნა სამეურნეო ხარჯების ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა ე-–--- ს----------------------------ს მ------–ზე ვ-----–--------სზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს ვ-----–--------სისათვის არ გადაუცია.

37. 2009 წლის მეორე ნახევარში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 125-- გრივნა (2637,50 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N------- (3-.12.2009), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2009 წლის 3- დეკემბერს მან 125-- გრივნა სამივლინებო ხარჯების ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა მ-------–ზე გ--–----------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს გ--–----------ისათვის არ გადაუცია.

38. 2009 წლის მეორე ნახევარში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 125-- გრივნა (2637,50 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.12.2009), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2009 წლის 3- დეკემბერს მან 125-- გრივნა სამივლინებო ხარჯების ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა რ---------- ზ------------------აზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს ზ------------------ასათვის არ გადაუცია.

39. 2009 წლის აგვისტოში (ქ. ლვოვში), ოქტომბერში (ქ.დონეცკში) და დეკემბერში (ქ.დონეცკში), გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან მივლინების ხარჯების ასანაზღაურებლად ე-–---- გ-------–---------ეზე ეტაპობრივად გასცა შესაბამისი თანხები, რაზეც არ გამოწერა სალაროს გასავლის ორდერები. აღნიშნულის გამო, 2009 წლის 3- დეკემბერს გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.12.2009), რაც გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2009 წლის 3- დეკემბერს მან ერთობლივად 27 490 გრივნა მივლინების ხარჯების ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა ე-–---- გ-------–---------ეზე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

40. 2009 წლის მეორე ნახევარში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან საელჩოს ახალი ადმინისტრაციული შენობის გახსნისათვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად გამოიტანა 32100 გრივნა (7593,90 ლარი) და ამავე თანხაზე გამოწერა სალაროს გასავლის ორდერი N1------ (24.12.2009), რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით. ამ თანხიდან, 3420 გრივნით აანაზღაურა თოვლის გატანის მომსახურების საფასური, რაზეც საელჩოს ბუღალტერიაში წარადგინა ხარჯვის გაწევის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო დარჩენილი თანხა - 28 680 გრივნა (6716,60 ლარი) მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის, რაზეც ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოადგინა.

41. 2009 წლის მეორე ნახევარში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 2200 აშშ დოლარი (3689,62 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა სალაროს გასავლის ორდერი N1------ (22.12.2009), რომლის მიხედვითაც 2----–-–----2 დეკემბერს გ-----------------–---–მა ჭურჭლის საფასურის სახით სალაროდან მიიღო 2200 აშშ დოლარი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით. ამ თანხის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტად წარმოადგინა სალაროს ოპერაციასთან შეუსაბამო ე.ი. ფიქტიური 2----–-–----2 დეკემბრის საგადახდო დავალების ქსეროასლი, რომლითაც გ-----------------–---–ის მიერ „ბ-------ს“ N2------------- ანგარიშიდან (საელჩოს ასეთი ანგარიში „ბ------ში“ არ აქვს) 2162,37 აშშ დოლარი გადაერიცხა დანიურ ფირმა „P-------------”-ს, რომელიც დიპლომატებზე, ყიდის ფართო მოხმარების საქონელს და ამასთანავე ვერ წარმოადგინა ვერანაირი დოკუმენტი „P-------------”–ში შეძენილი საქონლის შესახებ.

42. 2009 წლის სხვადასხვა პერიოდში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 2 638 აშშ დოლარი (4425,40 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხებზე არ გამოწერა სალაროს გასავლის ორდერები და შესაბამისად, საელჩოს ბუღალტერიაში ვერ წარადგინა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რის გამოც სალაროს მოძრაობის კრებსითი ცნობის მიხედვით - 2009 წლის 3- ივნისს ხატების შესაძენად 600 აშშ დოლარი (995 ლარი), 2----–-–----4 სექტემბერს 310 აშშ დოლარი (521,60 ლარი) ავიაბილეთების შესაძენად, 2----–-–----3 ოქტომბერს 260 აშშ დოლარი (435,50 ლარი) ასევე ავიაბილეთების შესაძენად, ხოლო 2----–-–----2 დეკემბერს 1-68 აშშ დოლარი (2473,3- ლარი) არაიდენტიფიცირებულ პიროვნებებზე აჩვენა საქვეანგარიშოდ გაცემულად.

43. 2010 წლის იანვარში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 960 გრივნა (200 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. შესაბამისად, აღნიშნულ თანხაზე ვერ წარადგინა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები და გამოწერა სალაროს გასავლის ორდერი N1------ (12.01.2010), რომლის მიხედვით 2010 წლის 12 იანვარს გ-----------------–---–მა საელჩოს ახალ შენობაში ტვირთის გადატანის სახით სალაროდან მიიღო 960 გრივნა, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით.

44. 2010 წლის თებერვალში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 940 გრივნა (202 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხებზე არ გამოწერა სალაროს გასავლის ორდერები და შესაბამისად, საელჩოს ბუღალტერიაში ვერ წარადგინა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რის გამოც სალაროს მოძრაობის კრებსითი ცნობის მიხედვით 2010 წლის 06 თებერვალს 940 გრივნა სალაროდან გაცემულად აჩვენა გ---------–ის წიგნების მოსკოვიდან ტრანსპორტირების ხარჯების ასანაზღაურებლად.

45. 2010 წლის მაისში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 15341 გრივნა (3424,60 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხებზე არ გამოწერა სალაროს გასავლის ორდერები, საელჩოს ბუღალტერიაში ვერ წარადგინა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები და სალაროს მოძრაობის კრებსითი ცნობის მიხედვით აღნიშნული თანხა 2010 წლის 05 მაისს პირადი დაბრუნებული დღგ-ს თანხების სახით საელჩოს თანამშრომლებზე გაცემულად აჩვენა, რაზეც არ გამოწერა თანხის გაცემის უწყისები. ამასთან, სალაროს შემოსავლები 2010 წლის 5 მაისამდე და შემდგომ პერიოდშიც შესულია მხოლოდ საელჩოს მიმდინარე N2------------ საბანკო ანგარიშიდან, სადაც არ არის შესული საელჩოს თანამშრომლების მიერ გადახდილი დღგ-ს დაბრუნების თანხები და ასეთი სახის თანხები შესულია სხვა სპეციალურ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც მთლიანი თანხა გამოტანილია ხელზე.

46. 2010 წლის ივლისში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 2376 გრივნა (553 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.06.2010), რაც გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2010 წლის 3- ივნისს მან 2376 გრივნა ავიაბილეთების ხარჯის ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა კ-------–ზე თ-------------–------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს თ-------------–------ისათვის არ გადაუცია.

47. 2010 წლის ივლისში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 295 გრივნა (69 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. შესაბამისად, აღნიშნულ თანხაზე საელჩოს ბუღალტერიაში ვერ წარადგინა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები და გამოწერა სალაროს გასავლის ორდერი N1------- (28.07.2010), რომლის მიხედვითაც გ-----------------–---–მა საქვეანგარიშოდ საელჩოს სალაროდან მიიღო 295 გრივნა, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით.

48. 2010 წლის სექტემბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 5535 გრივნა (1262 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.09.2010), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2010 წლის 3- სექტემბერს მან 5535 გრივნა სამივლინებო ხარჯების ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა კ-------–ზე თ-------------–------ეზე, თუმცა მოცემულ პერიოდში თ-------------–------ე მივლინებაში არ ყოფილა და ამ უკანასკნელისათვის აღნიშნული თანხა გ-----------------–---–ს არ გადაუცია.

49. 2010 წლის სექტემბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 71-7 გრივნა (1629,50 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.09.2010), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2010 წლის 3- სექტემბერს მან 71-7 გრივნა წარმომადგენლობითი ხარჯების ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა ე-–---- გ-------–---------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს გ-------–---------ისათვის არ გადაუცია და ასეთი სახის წარმომადგენლობითი ხარჯი რეალურად არ გაწეულა.

50. 2010 წლის ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 18031,25 გრივნა (4003 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის რვა ორდერი, კერძოდ სამი ერთნაირნომრიანი N1------, ორი ერთნაირნომრიანი N1–00351 და სამი ერთნაირნომრიანი N1------, რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომელთა მიხედვით წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2010 წლის 3- ოქტომბერს, 3- ნოემბერს და 3- დეკემბერს საელჩოს სალაროდან გაცემული იქნა რ---------- ზ------------------აზე, დ-----ზე ი-----–---------–--ზე და თავად გ-----------------–---–ზე, თუმცა მას აღნიშნული თანხა რეალურად არც ზ------------------ასათვის და არც ი-----–---------–--ისათვის არ გადაუცია, ხოლო გ-----------------–---–ს ასეთი სახის წარმომადგენლობითი ხარჯი რეალურად არ გაუწევია.

51. 2010 წლის დეკემბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 5090 გრივნა (1191 ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.12.2010), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2010 წლის 3- დეკემბერს მან 5090 გრივნა საწვავის საფასურის ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა ვიცეკ-------–ზე ბ------------–---ზე, თუმცა აღნიშნული თანხა რეალურად გ-----------------–---–ს ბ------------–---ისათვის არ გადაუცია.

52. 2010 წლის დეკემბერში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 3694 გრივნა, საიდანაც საწვავის საფასურის ანაზღაურების სახით 1285,90 გრივნა გადასცა დ-----ს ი-----–---------–--ს, ხოლო დანარჩენი 2408,10 გრივნა (534,60 ლარი) მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.12.2010), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2010 წლის 3- დეკემბერს მან 3694 გრივნა საწვავის საფასურის ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა დ-----ზე ი-----–---------–--ზე, თუმცა აღნიშნული თანხიდან რეალურად გ-----------------–---–მა ი-----–---------–--ს გადასცა მხოლოდ 1285,90 გრივნა, ხოლო დანარჩენი 2408,10 გრივნა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

53. 2010 წლის მეორე ნახევარში, გ-----------------–---–მა საელჩოს სალაროდან გამოიტანა 8641 გრივნა, საიდანაც თანხის ანაზღაურების სახით 2160 გრივნა გადასცა ელჩს გ-------–---------ეს, ხოლო დანარჩენი 6483 გრივნა (1-39 ლარი) მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ თანხაზე გამოწერა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი N1------ (3-.12.2010), რაც ხარჯვის დამადასტურებელ ფიქტიურ დოკუმენტებთან ერთად გამოიყენა და მოათავსა საელჩოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვით 2010 წლის 3- დეკემბერს მან 8641 გრივნა წარმომადგენლობითი ხარჯების ასანაზღაურებლად სალაროდან გასცა ე-–---- გ-------–---------ეზე, თუმცა აღნიშნული თანხიდან რეალურად გ-----------------–---–მა ელჩს გადასცა მხოლოდ 2160 გრივნა, ხოლო დანარჩენი 6483 გრივნა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

54. 2009-2010 წლის სხვადასხვა პერიოდში, გ-----------------–---–მა ს----–- საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სალაროდან გამოიტანა 44 753 გრივნა (983- ლარი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი მიზნებისათვის, რის გამოც ვერ წარადგინა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები და სალაროს მოძრაობის კრებსითი ცნობის მიხედვით ამავე პერიოდში - წარმომადგენლობით (15994 გრივნა), მობილური ტელეფონისა (19 024 გრივნა) და ავტომანქანის რეცხვის (9735 გრივნა) ხარჯებში სალაროდან ზედმეტად გაცემულად აჩვენა ზემოხსენებული 44 753 გრივნა.

შესაბამისად, 2008 წლის 06 მაისიდან 2011 წლის 01 იანვრამდე პერიოდში, აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის შედეგად, გ-----------------–---–მა, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა (გაფლანგა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა საერთო ჯამში - 16 908 აშშ დოლარი და 3-3756,61 უკრაინული გრივნა, რაც შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 96 738,55 ლარს.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ-----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” პუნქტით (10 ეპიზოდი), საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ პუნქტებით (37 ეპიზოდი), საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (34 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის უტყუარ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ გ-----------------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალადშერაცხული ქმედებები. კერძოდ:

მოწმე ბ------------–---ის ჩვენების მიხედვით, იგი 2007 წლის 11 აპრილს დაინიშნა უკრაინაში ს---–------------–- დ-----ის თანამდებობაზე. 2008 წელს (თვე არ ახსოვს) დააწინაურეს და დაინიშნა კ-------–ად. 2008 წლის მაისის თვეში გ-----------------–---–ი დაინიშნა უკრაინაში საქართველოს საელჩოს ფ--------------------ის თანამდებობაზე. საელჩოს თანამშრომლებს განსაზღვრული ჰქონდათ საწვავის და ტელეფონზე საუბრის ლიმიტი, კერძოდ ტელეფონისთვის - 100 დოლარის ოდენობით, რისთისაც უნდა წარედგინათ ქვითარი. მანქანის საწვავის ხარჯებს მოწმის განცხადებით იხდიდა მისი სახსრებით, ხოლო თვის ბოლოს ქვითრების წარდგენის შემდგომ სამსახური უნაზღაურებდა 200 ლიტრის საწვავის ხარჯებს. ტელეფონზე საუბრისთვის 125 გრივნა არასოდეს არ დაუხარჯავს. ის ყოველთვის დოლარის სასაუბროს იღებდა. 2010 წლის გავლის ორდერით მის სახელზე გამოწერილი იყო 5400 გრივნა, დეკემბრის თვეში თანხა საერთოდ არ მიუღია. აღნიშნულ გასავლის ორდერზე მისი ხელმოწერა არ ყოფილა დაფიქსირებული. მას წარმოუდგინეს ქვითრები რომლებზეც ხელი ჰქონდა მოწერილი. იმ შემთხვევაში თუ ე-–--- დავალებით ხვდებოდნენ დელეგაციას, დამატებით ეძლეოდა ბენზინის ლიმიტი. გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში ნახსენები აქვს 25-- გრივნა, რაც დაახლოებით არის 250 დოლარის ექვივალენტი. ასეთი შემთხვევა არასოდეს არ ყოფილა, რომ ანაზღაურების სახით თანხები მიეღო და ამის თაობაზე დოკუმენტი არ გაეფორმებინა. გ-----------------–---–ს ავანსი წინასწარ არ მიუცია მისთვის. მას გ-----------------–---–თან სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა 2008 წლიდან 2010 წლამდე. მასთან ურთიერთობა უწევდა დაახლოებით თვეში ორჯერ. მისი მუშაობის პერიოდში ისეთი შემთხვევა არასოდეს ყოფილა, რომ ჯერ მიეღო და თვის ბოლოს მოეწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტზე. ტელეფონზე ყველა შემთხვევაში გასავლის ორდერზე ხელი ჰქონდა მოწერილი. 200 დოლარის ღირებულების ბენზინი დაახლოებით 1700 გრივნის ღირებულების ბენზინია. ის შეხვდა გ-----------------–---–ს და მოსთხოვა თანხა, ხოლო მან უპასუხა, რომ სახელმწიფოს მიზნობრივად გაწერილი თანხა სალაროში არ იყო. თანხა დღემდე არ მიუღია და ამის შემდგომაც არ მოუთხოვია. 2008 წელს როდესაც გ-----------------–---–ი იყო ახალი დანიშნული, თანხები გაიცემოდა. 2009 წლიდან გ-----------------–---–ს თვითონ ჰქონდა ურთიერთობა სატელეფონო კომპანიასთან და ყოველი თვის დასაწყისში მიეცემოდათ სალაპარაკო ლიმიტი. 2008 წლის ზაფხულის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 100 დოლარი ტელეფონზე საუბრისთვის დაიხარჯა. თანხას გრივნებით ღებულობდა. ნ--------–---–ს მისთვის 25 დოლარი არ მიუცია ტელეფონის ჩასართავად. მას მიეცა 100 დოლარი. მან ამ თანხის გადახდის ქვითარი მაშინ ნახა, როდესაც ის გამოძიებამ წარადგინა. მას ნ--------–---–თან სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა და სხვა რაიმე პრობლემა მასთან არ შექმნია. მას ზიანი საწვავთან დაკავშირებით მიადგა მის მიერ დახარჯული თანხა არ ანაზღაურდა. მიზეზი იყო ის, რომ არ იყო სალაროში თანხები. სალაროში რომ ყოფილიყო თანხები, ნ--------–---–ი ალბათ გადასცემდა. გ-----------------–---–თან ბოლოს არასამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა თებერვლის თვეში. იგი საელჩოში იყო მისული, მაგრამ არ შეხვედრია მას. მისი და გ-----------------–---–ის ურთიერთობის დროს უ-----------–-- იყო მ------------ე, ხოლო მერე მივიდა გ-------–---------ე. ქ-------ე და ნ--------–---–ი ერთ შენობაში იყვნენ და მათ ერთმანეთთან ჰქონდათ ურთიერთობა, მაგრამ რამდენად ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ, არ იცის, საკ-------–ო სხვა სართულზე იყო, ხოლო საელჩო - სხვაზე. ნ--------–---–ი რის გამო გათავისუფლდა სამსახურიდან, არ იცის. შეიძლება ერთი-ორჯერ ყოფილა, რომ 3 თვის შემდგომ მისულა ქვითრებით და ერთიანად უთხოვია ხარჯების ანაზღაურება. საელჩოში მის მოვალეობას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების მომსახურება, პასპორტებისა და სხვადასხვა დოკუმენტების გაცემა. დელეგაციის დახვედრის საკითხს ელჩი წყვეტდა. მას ფინანსებთან შეხება არ ჰქონია.

მოწმე ი-----–---------–--ის ჩვენების მიხედვით, იგი 2007 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრამდე მუშაობდა უკრაინაში, საქართველოს საელჩოში, დ-----ის თანამდებობაზე. კონკრეტული საქმე ეხება საელჩოს ფ--------------------ის გ-----------------–---–ის საქმიანობას ამ პერიოდში. გ-----------------–---–ს იცნობს. ის დანიშნული იყო საელჩოს ფ--------------------ის თანამდებობაზე, იგი ამ თანამდებობაზე როტაციის წესით მივლინებულ იქნა 2008 წელს. მას შემდეგ რაც შიდა სამსახურმა ჩაატარა საელჩოში რევიზია და წინა ფ--------------------ი თ------------ გათავისუფლებული იქნა, აღნიშნულის შემდგომ გაგზავნილი იქნა გ-----------------–---–ი. ნ--------–---–ის ფუნქციებში შედიოდა ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია, ბუღალტრული ანგარიშგება, საელჩოს უზრუნველყოფა კომუნალური საშუალებებით. სუფთა ბუღალტრული საქმიანობის გარდა მას ეხებოდა ასევე სამეურნეო საქმიანობა, ასევე ავტოსატრანსპორტო მომსახურება და ნებისმიერი საქმიანობა, რაც დაკავშირებული იყო საბიუჯეტო ხარჯებთან. ავტომანქანის საწვავის თანხებთან დაკავშირებით, საბიუჯეტო ხარჯები გაიწეოდა მხოლოდ საელჩოს ბალანსზე რიცხულ მანქანებზე და არა საელჩოს თანამშრომლის კუთვნილზე. არსებობდა ე-–--- ბრძანება, რომლითაც დადგენილი იყო ლიმიტები, რომლებზეც გაწერილი იყო სამსახურებრივი ავტომანქანები. ამ ბრძანებაში შედიოდა ცვლილებები, რომლითაც ხდებოდა ფასებთან რეგულირება. როტაციასთან დაკავშირებით, ხარჯების გაწევა როგორც წესი, ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რომელიც ხდებოდა გ-----------------–---–თან. აუცილებლად უნდა გამოწერილიყო სალაროს ორდერი და ამასთან დაკავშირებით საელჩოს ყველა თანამშრომელი საქმის კურსში იყო. მიმღები ვალდებული იყო ხელი მოეწერა სალაროს ორდერზე მათ შორის ელჩიც და სხვებიც. 2009 წლის 3- დეკემბერს საწვავისთვის 11 121 გრივნა არ გადასცემია სრული ოდენობით. გარკვეული თანხა მას აუნაზღაურდა თავის სამსახურებრივ მანქანაზე გაწეული საწვავისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში პირადად მისი მხრიდან ხდებოდა საწვავის შეძენის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. ეს ხდებოდა არა პერმანენტულად, არამედ - თვეში ერთხელ, როდესაც საელჩო იღებდა საბიუჯეტო ასიგნებებს. ყოველი თვის 15-20 რიცხვების შუალედში, ფ--------------------ი უნაზღაურებდა როგორც ხელფასს ასევე წინა თვეში გაწეულ ხარჯებს.

მოწმე სარგებლობდა მხოლოდ ერთი ავტოგასამართი სადგურით, რადგან ის მის ბინასა და საელჩოს შორის მდებარეობდა. ის საწვავის შეძენის დამადასტურებელ ქვითრებს წარადგენდა ფ-------------------თან. ზ------------------ას საელჩოში ეკავა რ----------ის თანამდებობა, რომელიც არ განეკუთვნებოდა დიპლომატთა კატეგორიის სტატუსს. მისი საქმიანობა უფრო ადმინისტრაციული სფეროს მოიცავდა. ზ------------------აზე იყო თუ არა ხარჯები გაწერილი, არ იცის. იმ ბენზინგასამართი სადგურის სახელი, რომელშიც ის საწვავს ასხამდა, მოწმის განცხადებით იყო „ტ----------–-“, თუმცა ზუსტად არ ახსოვს. დ-----ის ფუნქციაში არ მოიაზრება ფინანსური და ბუღალტრული საქმიანობა. დ-----ი მეორე კაცია ე-–--- მერე. საგარეო საქმეთა სამინისტროში მზადდებოდა აქტი იმის თაობაზე, თუ რა უნდა ეკეთებინა საზღვარგარეთ საელჩოს თანამშრომლებს და დ-----ის ფუნქციების ზუსტი დადგენა ფ-------------------ზე. ის კონტროლს არ ახორციელებდა საელჩოს ფ-------------------ზე. გ-----------------–---–თან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ მათი სამუშაო ოთახები იყო ძლიან ახლოს ერთმანეთთან. ფ--------------------ის მიმართ მას დავალებები არ გაუცია და არც ანგარიში - მოუთხოვია მისგან. მისი უკრაინაში ყოფნის პერიოდში ორჯერ მოხდა ე-–--- შეცვლა ის უშუალოდ ე-–---გან იღებდა დავალებებს. მან ამ თანხის შესახებ გაიგო მაშინ, როცა ჩამოვიდნენ და მივიდნენ საგარეო საქმეთა - სამინისტროში როდესაც შიდა აუდიტთან ჰქონდა შეხება. როგორც იცის, რევიზია ყოველ წელს ჩადიოდა. ამ ფაქტის შესახებ მისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როცა გ-----------------–---–ი უკვე გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან, ანუ 2011 წელს. მას ამ თემაზე გ-----------------–---–თან არ ჰქონია საუბარი და არაფერი უკითხავს, რადგან ჩათვალა, ამ საქმეს კომპეტენტური სამსახურები მიხედავდნენ. 2009 წლის 3- დეკემბერს 11 121 გრივნა მას საერთოდ არ მიუღია.

მოწმე თ--------------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურში 2010 წელს დაიწყო მუშაობა. დანიშვნიდან 10 დღის შემდგომ უფროსის მითითებით წავიდა მივლინებაში, რა დროსაც ორი იყო გეგმიური და ერთი არაგეგმიური აუდიტი. გეგმიური აუდიტის თაობაზე თვის დასაწყისში დგება წინასწარი გეგმა, რომელიც შემდეგ მოწმდება და მისი მიხედვით ტარდება აუდიტი, ხოლო როდესაც წინასწარი დადგენილი გეგმა არ არის, ეს არის არაგეგმიური აუდიტი. უკრაინაში საელჩოს შემოწმება იყო არაგეგმიური, რომელიც დაინიშნა მინისტრის ბრძანებით. სულ იყო სამი აუდიტი ჩასატარებელი: სტრასბურგში მათ წარმომადგენლობასთან, ოდესის გენერალურ საკ-------–ოში და კიევში, საქართველოს საელჩოში. არაგეგმიური აუდიტი უმიზეზოდ არ ხდება. ზოგადად უთხრეს, რომ ,,საქმე ვერ არისო“. კიევში ჩატარებულ აუდიტთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ როდესაც ჩავიდნენ, გაეცნენ საელჩოს ფინანსურ მენეჯმენტს და ასეთი რამ არსად უნახავს, რადგან დიდი არეულობა იყო, არანაირი სისტემატიზაცია არ იყო და აღრიცხვაც მოშლილი იყო. მას კონკრეტული დოკუმენტების საფუძველზე უნდა გაეკეთებინა დასკვნები, რომ ეს დოკუმენტაცია იყო არეული და აღრიცხვა იყო სრულიად მოშლილი. მათ შემოწმებისთვის აქვთ განსაზღვრული პერიოდი, რა დროსაც სხედან და სწავლობენ დოკუმენტებს, საჭირო დოკუმენტაციის ქსეროასლებს იღებენ, შემდეგ მიდიან თბილისში და საგარეო საქმეთა სამინისტროში სწავლობენ მასალებს. ამ შემოწმების ჩატარებას დიდი დრო სჭირდება. დასკვნით შემოწმებას ისინი თბილისში ამთავრებენ. აქტები მის მიერ არის შედგენილი და ხელმოწერილი. იმ პერიოდში ვერ მოხერხდა მასალების შესწავლა, რადგან ძალიან მოუწესრიგებელი იყო დოკუმენტაცია. ისინი წავიდნენ ოდესაში, ჩაატარეს გეგმიური შემოწმება და შემდგომ ისევ დაბრუნდნენ კიევში. საელჩოში ისევ დაულაგებელი დახვდათ ყველაფერი, დამატებით 5 დღეში ვერაფერი მოხერხდა და წამოვიდნენ თბილისში. მერე მიმოწერა იყო კიევთან, მაგრამ ეს მიმოწერა დიდი არაფრის მომცემი იყო, რადგან სახეზე ძალიან დიდი უზუსტობები იყო, რის გამოც საელჩოს ფ--------------------ი გ-----------------–---–ი გამოიძახეს თბილისში. მას სამი დღე მისცეს დასალაგებლად, მაგრამ ვერაფერი დაალაგა. ამოიწურა დრო და წავიდა კიევში. 2011 წლის იანვარში აუდიტის შემდგომი გაგრძელების მიზნით წავიდნენ კიევში ის სამსახურის უფროსი და კიდევ ერთი თანამშრომელი, სადაც იმუშავეს 23 დღე. შემდეგ დალუქეს დოკუმენტაცია და ჩამოიტანეს თბილისში. მასალების თბილისში ჩამოტანის შემდგომ თავის კაბინეტში მუშაობდა 4-5 თვე, რის შემდეგაც დაიწერა ის აქტი.

2008 წლის 24 აპრილის ეპიზოდზე N1----- დოკუმენტზე გ-----------------–---–ის რეკვიზიტები სადაც არის იქაც მისი ხელმოწერებია დაფიქსირებული და თანხის მიმღების უ------ს ნაცვლად მისი ხელმოწერაა. დოკუმენტაცია იმდენად იყო არეული, რომ შესაძლებელია, ერთი და იგივე ნუმერაცია ჰქონოდა რამდენიმე სხვადასხვა დოკუმენტს. უ------ იმ დროისთვის იქ აღარ მუშაობდა და ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს. ფინანსურ აღრიცხვაზე გარდა ფ--------------------ისა სხვა არავინ იყო პასუხისმგებელი. საქართველოს საელჩოებში მცირერიცხოვანი პერსონალია, რის გამოც ფ--------------------ი ბევრ ფუნქციას ითავსებს, მათ შორის მოლარის ფუნქციასაც. ზოგადად ელჩმა უნდა აკონტროლოს და ზედამხედველობა გაუწიოს თავის აპარატს, მაგრამ ფინანსური აღრიცხვა არ არის მარტივი საქმე და მასზე ზედამხედველობა უნდა განახორციელოს ფინანსისტმა.

პროკურორმა მოწმის თანდასწრებით გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის - უკრაინაში საქართველოს საელჩოს 2----–-–-----------–-----------–-–---------------- პერიოდის კომპლექსური აუდიტის შედეგების შესახებ 2----–-–------------- დასკვნის სარეზოლუციო ნაწილი, მაგრამ იმისათვის, რომ მხარეები და სასამართლო უკეთ გარკვეულიყვნენ ამ დოკუმენტის შინაარსში, დასკვნის დეტალური გამოკვლევა მოხდა მოგვიანებით, რა დროსაც თ--------------–--ე თითოეულ ეპიზოდთან დაკავშირებით აკეთებდა დეტალურ განმარტებას, თუმცა სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხოლოდ 3- ეპიზოდი. მოწმემ განაცხადა, რომ ეთანხმება დასკვნის სისწორეს და დაადასტურა, რომ მასზე შესრულებულია მისი ხელმოწერა. დასკვნის დარჩენილი ნაწილის გამოკვლევა, რომლებიც ეხება წარდგენილი ბრალდების სხვა ეპიზოდებს ვერ მოხერხდა, რადგან ბრალდების მხარის განმარტებით, თ--------------–--ე მივლინებით წავიდა საზღვარგარეთ და მისი დაკითხვა და დოკუმენტის ბოლომდე გამოკვლევა ვერ მოხერხდა.

მოწმე გ--–---------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გადაიგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის რევიზიის აქტი. ეს იყო საკმაოდ მოცულობითი, რევიზიას განხილული ჰქონდა ას ორმოცდაათზე მეტი სალაროს ოპერაცია, რა დროსაც უკრაინაში საქართველოს საელჩოში ფ--------------------ის თანამდებობაზე მუშაობდა გ-----------------–---–ი, დოკუმენტები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მას რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით წარდგენოდა ბრალი, მათ ერთხელ ესაუბრნენ და მისცეს გარკვეული ვადა, რომ ჩამოსულიყო საქართველოში. მან განაცხადა, რომ ჩამოვიდოდა საქართველოში, მაგრამ არ ჩამოვიდა, ცდილობდნენ კვლავ დაკავშირებას, მაგრამ მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. შემდგომ მის ნათესავს მისცეს გარკვეული ვადა, რათა ადვოკატი აეყვანა და გ-----------------–---–ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და გამოცხადდა ძებნა. წარმოდგენილი საელჩოს თანამშრომლების ახსნა-განმარტებით, მათ არ ჰქონიათ მიღებული ის თანხა რაც წარმოდგენილი იყო სალაროს გასავლის ორდერებში. საჭირო გახდა ამ პირთა დაკითხვა, დაიკითხნენ ის პირებიც, რომლებიც იმ დროისათვის საქართველოში იმყოფებოდნენ. 2011 წლის სექტემბერში წავიდა კიევში 5 დღიანი მივლინებით და საქართველოს საელჩოს შენობაში უშუალოდ მან დაკითხა 17 პირი, მათ შორის უკრაინის მოქალაქეებიც. მოწმეებს წარედგინათ სალაროს ორდერები და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ ძირითადად უარყვეს ასეთი ხარჯების არსებობა. მაგალითად, იყო ასეთი წარმომადგენლობითი საელჩოს გვერდზე იყო იაპონური რესტორანი, სადაც ხშირად იმყოფებოდა გ-----------------–---–ი და ძირითადად ამ რესტორნის სახელზე იყო გამოწერილი წარმომადგენლობითი ხარჯის დიდი ნაწილი. საელჩოს თანამშრომლები უარყოფდნენ, რომ ოდესმე ამ რესტორანში გაეწიათ წარმომადგენლობითი ხარჯი, ვინაიდან, ეს რესტორანი არ იყო იმ დონის, რომ შეხვედრებისთვის გამოეყენებინათ. ძირითადად სალაროს გასავლის ორდერზე არ იყო თანხის მიმღები პირების ხელმოწერები, ან იყო ხელმოწერები, რომლებზეც უარყოფდნენ თანხის მიმღები პირები, რომ ეს ხელმოწერა მათ ეკუთვნოდათ.

იყო ისეთი დოკუმენტები წარდგენილი, რომ ერთ ავტომანქანაში ჩასხმული იყო 3-0-400 ლარზე მეტი ღირებულების საწვავი ერთ დღეში, რასაც ფიზიკურად მანქანა ვერ დაწვავდა და იმის გამო, რომ არ იყო შესაძლებლობა ყველა ხარჯის დოკუმენტი გადამოწმებულიყო მას ასორმოცდაათი გასავლის ოპერაციიდან ბრალი წარედგინა ორმოცდაცამეტ ეპიზოდზე, ხოლო დანარჩენ ეპიზოდებზე გამოეყო საქმეს და კვლავ მიმდინარეობს გამოძიება.

ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც ალბათ ყველაზე საინტერესოა იყო ასეთი: საელჩოს და საკ-------–ოს საბანკო ანგარიშები განსხვავდებოდა, როდესაც საკ-------–ო მომსახურებას მოქალაქეებზე, მათ მიერ გადახდილი მოსაკრებელი შედის საკ-------–ოს ანგარიშზე, ხოლო თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვისას, სახელმწიფომ რომ საკომისიოსგან თავი აირიდოს ხდება ამ ანგარიშიდან საელჩოს ბიუჯეტზე ჩათვლა, ანუ საკ-------–ოს ანგარიშზე აკუმულირებული თანხა ირიცხება საელჩოს ანგარიშზე. ძალიან დიდი ოდენობის თანხა იყო გაწერილი ბენზინზე, ზუსტად ვერ იხსენებენ თანამშრომლები მიღებული ჰქონდათ თუ არა იმ პერიოდში თანხა, მაგრამ ადასტურებენ,რომ ერთჯერადად ამხელა თანხა საწვავისთვის არ მიუღიათ. იყო მაგალითად, მ------------ეზე გაცემული 5-- ლარის ექვივალენტური თანხა საწვავისთვის, რაც მისი განმარტებით არ მიუღია.

ხელმოწერები გასავლის ორდერებზე ძირითადად არ ყოფილა, ხოლო რომლებზეც იყო წარმოდგენილი, იყო ასლის სახით და მასზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ისინი მხოლოდ მოწმის ჩვენებას არ დაყრდნობიან, რომ მათ ეს ხელმოწერები არ ეკუთვნოდათ, ნ--------–---–ს ბრალი წაუყენეს იმ ეპიზოდებზე, სადაც ან საერთოდ არ იყო ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ცალსახად დგინდებოდა რომ ეს დოკუმენტები იყო ფიქტიური.

იყო შემთხვევა, რომ გ-------–---------ის მ------–ზე იყო გაწერილი ბენზინის ხარჯი და წარმოდგენილი იყო ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ერთ-ერთ ქალაქში ბენზინგასამართი სადგურის ჩეკი, ამ მ------–მა კი განაცხადა, რომ იმ ქალაქში ნამყოფიც არ იყო არასდროს. უკრაინაში არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ ადგილზე გადაემოწმებინათ ჩვენებები, მათ დაკითხეს მოწმეები და ფაქტიურად შემოიფარგლა გამოძიება. გ-----------------–---–ს 210-ე მუხლით სამი ან ოთხი ბრალი აქვს წარდგენილი ყველა მსგავსი ეპიზოდებია, ძირითადად საწვავის ხარჯზე.

ნ--------–---–ი იყო ფ--------------------ი, რომელსაც ევალებოდა საბუღალტრო საქმიანობის წარმოება. ფ--------------------ი საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსურ დეპარტამენტთან ვალდებულია შეათანხმოს ის ოპერაციები, რომელიც სცილდება ყოველდღიურ საქმიანობას, პირდაპირი კონტროლი ვის ეხებოდა არ იცის.

შედგენილი იყო გეგმიური აქტი. დაახლოებით წელიწადი მიმდინარეობდა რევიზია, რამდენიმეჯერ მისცეს ვადა რათა მოეწესრიგებინა დოკუმენტები, ბოლოს დოკუმენტაცია დალუქეს და გადმოიგზავნა საქართველოში დიპლომატიური ფოსტით. იქიდან გამომდინარე, რომ ქმედება დროის სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა ხერხით ჩადენილია და ასევე სხვადასხვა დოკუმენტები იყო წარდგენილი, იმ ეტაპზე ჩაითვალა, რომ გ-----------------–---–მა ჩაიდინა არაერთგზისი დანაშაული.

წარმომადგენლობითი ხარჯია, როდესაც ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიერ შეხვედრები, ძირითადად რესტორანში და ბიუჯეტი ანაზღაურებს ამ ხარჯს. ამ წარმომადგენლობითი ხარჯს, გარდა იმისა რომ შესაბამისი დოკუმენტი უნდა შედგეს, ასევე სჭირდება ე-–--- თანხმობა.

უკრაინის მოქალაქეების დაკითხვაში მონაწილეობდა თარჯიმანი ე-----–-–---–ი. თარჯიმნის მოწვევაში დახმარება სთხოვა საელჩოს თანამშრომელს. უცხოურ ენაზე შესრულებული დოკუმენტაციის გადათარგმნა არ მომხდარა, ვინაიდან, ის დოკუმენტები არის შედგენილი საერთაშორისო საბუღალტრო წესების მიხედვით. მისი წაკითხვა შესაძლებელია ყველა იმ პირის მიერ ვინც იცის საბუღალტრო დოკუმენტაცია. ის დოკუმენტები, რომელიც რუსულ ენაზეა გადმოგზავნილი ნათარგმნი არ არის, ბრალდება დაეყრდნო ქართულ ენაზე შესრულებულ დოკუმენტაციას.

ბანკის მეშვეობით თანხის გადარიცხვა საკ-------–ოს ანგარიშიდან საელჩოს ანგარიშზე, შესრულებულია გ-----------------–---–ის მიერ. ამის პარალელურად ნ--------–---–ის მიერ საელჩოს სალაროდან იქნა გამოტანილი ზუსტად იმ ოდენობის თანხა. პირველად საელჩოს სალაროდან გამოტანილი იქნა თანხა, იმ მიზნით, რომ შეტანილიყო საელჩოს ანგარიშზე, შემდეგ, ორ-სამ დღეში საკ-------–ოს ანგარიშიდან ამ ოდენობის თანხის გადარიცხვა საელჩოს ანგარიშზე.

ზიანი ამ შემთხვევაში იყო 425-- გრივნა, რადგან ეს თანხა უნდა შესულიყო საელჩოს ანგარიშზე. სინამდვილეში კი ჩაირიცხა საკ-------–ოს ანგარიშიდან.

საკ-------–ოს ანგარიშზე თანხა გროვდება მომსახურებით მიღებული მოსაკრებლიდან, შემდეგ ეს თანხა ირიცხება საელჩოს ანგარიშზე და ამ თანხის ჩათვლა საელჩოს წლიურ ბიუჯეტში, შესაბამისად ამ თანხით ნაკლები თანხით აფინანსებს ბიუჯეტი საელჩოს, რათა თანხა საკ-------–ოს ანგარიშიდან აღარ გადმოირიცხოს საქართველოში და მასზე საკომისიო არ დაიხარჯოს. გ-----------------–---–თან ისაუბრა ერთხელ თუ ორჯერ. ბრალი იმ დოკუმენტების მიხედვით აქვს წარდგენილი, რომელიც ქართულ ენაზეა, თუმცა რუსულ ენაზე აქვთ ქვითრები და ჩეკები, რომლებიც ნათარგმნი არ არის.

ბრალდების მხარემ ასევე გამოიკვლია ბრალდების მოწმეთა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, კერძოდ:

მოწმე ზ------------–-–-ილის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2007 წლის 20 ნოემბრიდან 2009 წლის 5 იანვრამდე პერიოდში მუშაობდა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დ-----ის თანამდებობაზე, ხოლო 2009 წლის 19 მარტიდან დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ა--------------------------–----------------------------------------------- თანამდებობაზე. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ბიუჯეტიდან ანაზღაურებად დ-----ის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში წარმომადგენლობით და სხვა სახის ბიუჯეტიდან ანაზღაურებად ხარჯებს შესაბამისი სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ იღებდა საელჩოს სალაროდან უშუალოდ თ------------საგან, ხოლო 2008 წლის მაისიდან გ-----------------–---–ისაგან, რასაც იღებდა ან საქვეანგარიშოდ ან/და ძირითადად ანაზღაურების სახით. არასოდეს არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ სალაროდან თანხა მიეღო დოკუმენტაციის გარეშე ან არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენით. არასოდეს არ ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ მას თ------------სათვის ან გ-----------------–---–ისათვის ხელი მოეწერა რეალურთან შედარებით უფრო მეტი ან ნაკლები თანხის მიღებაზე და ამასთან, მას არასოდეს არ მიუღია საელჩოს სალაროდან თანხა ისე, რომ ხელი არ მოეწერა სალაროს გასავლის ორდერზე, სადაც ყველა შემთხვევაში დაფიქსირებული იყო ზუსტად ის თანხა, რასაც რეალურად იღებდა სალაროდან.

მოწმეს გამომძიებლის მიერ წარედგინა N1------ (13.08.08) სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 123- გრივნა და N1------ (15.08.08) სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 460.01 გრივნა, რაზეც განმარტა, რომ წარმოდგენილ სალაროს გასავლის ორდერებზე მის სახელზე შესრულებული ხელმოწერები კატეგორიულად ადასტურებს, რომ არ არის შესრულებული მის მიერ. წარმოდგენილ სალაროს გასავლის ორდერებს ხედავს პირველად და მას ამ ორდერებით საელჩოს სალაროდან თანხა არ მიუღია.

მას გამომძიებლის მიერ ასევე წარედგინა N1------ (08.10.08) სალაროს გასავლის ორდერი, რომლითაც ანაზღაურებულია მისი ქ.სევასტოპოლში მივლინების თანხა 2360 გრივნის ოდენობით. წარმოდგენილ N1------ სალაროს გასავლის ორდერზე მის სახელზე შესრულებული ხელმოწერა შესრულებულია მის მიერ და მას საელჩოს სალაროდან უშუალოდ კი გ-----------------–---–ისაგან ნამდვილად აუნაზღაურდა ქ. სევასტოპოლში მივლინების თანხა 2360 გრივნის ოდენობით.

მოწმე ზ------------------ას გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 20-- წლის სექტემბრიდან მუშაობდა უკრაინაში საქართველოს საელჩოში. საელჩოს ყოფილი ფ--------------------ის გ-----------------–---–ისაგან საელჩოს და სხვა საჭირო ხარჯებისათვის სალაროდან იღებდა შესაბამის თანხებს, რაზეც ძირითადად ყოფილი ფ--------------------ი გ-----------------–---–ი არ წერდა სალაროს გასავლის ორდერებს და შესაბამისად იგი მათ თავისი ხელმოწერით ვერ ადასტურებდა.

იგი, სალაროდან მიღებულ ყველა თანხაზე გ-----------------–---–ს ძირითადად სრულად გადასცემდა ხარჯვის დამადასტურებელ პირველად დოკუმენტებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამოტანილი თანხის ბოლომდე გახარჯვა არ მოუწევდა აუცილებლად დაუბრუნებდა სხვაობას ფ-------------------ს, თუმცა ასეთი შემთხვევა არ ახსენდება.

მოწმეს გამომძიებლის მიერ წარედგინა 27.01.09.–ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 891 გრივნა, რომლის მიხედვითაც ყვავილების საფასურის სახით მასზე გაცემულია აღნიშნული თანხა. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე მის სახელზე შესრულებული ხელმოწერა შესრულებულია მის მიერ, თუმცა იგი უკრაინაში მოღვაწე ხელოვანის ე----–-----–---–ის წლისთავის აღსანიშნავად საელჩოს სალაროდან რეალურად მიღებული აქვს 350 გრივნა, რაც ასევე დასტურდება მის მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათით, სადაც მინიშნებულია, რომ ტრანსპორტირების 50 გრივნაზე ვერ შეძლო პირველადი დოკუმენტის წარმოდგენა, ხოლო 3-0 გრივნის ღირებულების ყვავილების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა აღნიშნულ მოხსენებით ბარათთან ერთად. მოცემულ საკითხზე მოწმემ განმარტა, რომ წარმოდგენილ სგო-ზე თანდართული 541 გრივნის ღირებულების ყვავილების შეძენის ქვითარი მას საელჩოში არ წარუდგენია და არც მასში მითითებული თანხა სალაროდან არ მიუღია.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 02.03.09–ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 2380 გრივნა, რომლის მიხედვითაც ს----------–---------------------------------- გ-------–---–--ის უკრაინაში ვიზიტისას, ექსკურსიისა და ყვავილების შესაძენად ხსენებული თანხა საელჩოს სალაროდან გაცემულია მოწმის სახელზე. აღნიშნულზე მოწმემ განმარტა, რომ წარმოდგენილ სგო-ზე მის სახელზე შესრულებული ხელმოწერა შესრულებულია მის მიერ და ხსენებული 2380 გრივნა ნამდვილად მიიღო გ-----------------–---–ისაგან, რაზეც მას წარუდგინა თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მოხსენებით ბარათთან ერთად დართული აქვს სგო-ს, თუმცა მოწმისთვის გაუგებარია და ვერ იხსენებს რატომ არის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი 250 გრივნით ნაკლებ თანხაზე.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 02.03.09.-ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 16160 გრივნა კინოფილმ „ქართული აგვისტოს ქრონიკების“ პრეზენტაციისათვის ხსენებული თანხა საელჩოს სალაროდან გაცემულია მის სახელზე. აღნიშნულზე მოგახსენებთ, რომ წარმოდგენილ სგო-ზე მის სახელზე შესრულებული ხელმოწერა შესრულებულია მის მიერ და ხსენებული 16160 გრივნა ნამდვილად მიიღო გ-----------------–---–ისაგან, რაზეც მას წარუდგინა თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები მისი მოხსენებითი ბარათის მიხედვით, რომელთა ნაწილი მოხსენებით ბარათთან ერთად დართული აქვს სგო-ს, თუმცა მისთვის გაუგებარია რატომ არის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი 4585,46 გრივნით ნაკლებ თანხაზე და იგი ადასტურებს, რომ გ-----------------–---–ს მოცემულ თანხაზე სრულად წარუდგინა თანხის გადახდის დოკუმენტები.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 01.07.09.-ის N1------ სგო-ით სალაროს გასავლის გაწეული ხარჯების შესახებ ანგარიშების ორდერი თანხაზე 2454 გრივნა, რომლის მიხედვითაც 2----–-–----6 მაისის დღესასწაულზე გაწეული ხარჯების შესახებ ანგარიშების მოსამზადებლად საჭირო ხარჯის ასანაზღაურებლად ხსენებული თანხა საელჩოს სალაროდან გაცემულია მის სახელზე და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხის მიღება არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერით ადასტურებს, რომ ხსენებული 2454 გრივნა ნამდვილად მიღებული აქვს საელჩოს სალაროდან. აღნიშნულ თანხაზე მან გ-----------------–---–ს სრულად წარუდგინა თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები მისი მოხსენებითი ბარათის მიხედვით, რომელთა ნაწილი მოხსენებით ბარათთან ერთად დართული აქვს სგო-ს, თუმცა მისთვის გაუგებარია რატომ არის დოკუმენტები წარმოდგენილი 2244 გრივნით ნაკლებ თანხაზე.

მოწმე მ------------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მას 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში ეკავა უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ე-–--- თანამდებობა. 2009 წლის 1 იანვრიდან იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი „ს----–-“.

ს----------–---------------------------------- მოვალეობის შემსრულებლის შესაბამისი ბრძანებით 2----–-–---- მაისიდან გ-----------------–---–ი დაინიშნა უკრაინაში საქართველოს საელჩოს ფ--------------------ის თანამდებობაზე, ხოლო 2009 წლის თებერვლიდან მასვე დაევალა ს----–- საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის განხორციელება. გ-----------------–---–ი აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2011 წლის 1 მარტს. ხსენებულ პერიოდში გ-----------------–---–ი უკრაინაში საქართველოს საელჩოში და იმავდროულად „ს----“-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ახორციელებდა საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას, ასევე ნაღდი ანგარიშსწორების სალაროს ოპერაციებს. მოწმემ განმარტა, რომ მისი ე-–---- მუშაობის პერიოდში საელჩოს საბანკო ანგარიშებიდან 2008 წლის მაისიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე საელჩოს მიმდინარე ანგარიშებიდან საბანკო გადარიცხვები, ისევე როგორც ბანკიდან ნაღდი ფულის გამოტანის ოპერაციები და სალაროს ნაღდი ანგარიშსწორების ოპერაციები ყველა შემთხვევაში განხორციელებულია უშუალოდ ყოფილი ფ--------------------ის გ-----------------–---–ის მიერ. ბანკიდან თანხის გამოტანის ან გადარიცხვის უფლება ჰქონდა მხოლოდ მას და გ-----------------–---–ს, თუმცა იგი ბანკში იმყოფებოდა მხოლოდ ერთხელ როდესაც გაიხსნა წარმომადგენლობის ანგარიშები.

მას შემდეგ რაც 2009 წლის იანვრიდან დარეგისტრირდა ს----–- საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა და დაინიშნა მუდმივ წარმომადგენლად, ტექნიკური საკითხების მოგვარებამდე არ ხერხდებოდა წარმომადგენლობის საბანკო ანგარიშის გახსნა და შესაბამისი დაფინანსების განხორციელება, რის გამოც ყოფილმა ფ---------------------მა გ-----------------–---–მა საქართველოს საგარეო სამინისტროს საფინანსო სამსახურთან შეთანხმებით საელჩოს მიმდინარე საბანკო ანგარიშიდან 2009 წლის იანვარში გამოიტანა 6000 აშშ დოლარი, საიდან როგორც ს----–- მუდმივ წარმომადგენელს 55-- აშშ დოლარი გადასცა მას 2009 წლის იანვრის თვის გრძელვადიანი მივლინების თანხების ანაზღაურების ე.წ. ,,ხელფასის“ სახით, ხოლო დანარჩენი 5-- აშშ დოლარი ამავე პერიოდში საჭირო საწვავისა და მობილურის ხარჯებისათვის. სამინისტროსთან შეთანხმების თანახმად აღნიშნული 6000 აშშ დოლარი თანხა უნდა დაბრუნებულიყო საელჩოს საბანკო ანგარიშზე ან სალაროში. ხსენებულ თანხაზე მოწმეს არ ახსოვს, რომ გ-----------------–---–ს რაიმე დოკუმენტი შესაბამისი გაეფორმებინოს და მას შემდეგ რაც გაიხსნა წარმომადგენლობის ანგარიში და ჩაირიცხა შესაბამისი დაფინანსება გ-----------------–---–მა უთხრა, რომ წარმომადგენლობის ანგარიშიდან მითითებული 6000 აშშ დოლარი დააბრუნა საელჩოს ანგარიშზე, თუმცა მისთვის დეტალურად არ უკითხავს როგორ განხორციელდა ეს პროცედურა. მოწმემ განმარტა, რომ მას 2009 წლის იანვრის თვის ე.წ. „ხელფასი“, ასევე მობილურისა და საწვავის ხარჯები, საერთო ჯამში 6000 აშშ დოლარი, მხოლოდ ერთხელ მიიღო გ-----------------–---–ისგან და 2009 წლის იანვრის თვის იგივე სახის ანაზღაურების სახით სხვა თანხა არ მიუღია.

მოწმემ ასევე განმარტა, რომ გ-----------------–---–ის მიერ სალაროს ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისას სალაროს გასავლის ორდერები ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იწერებოდა ან/და თუ იწერებოდა, ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა მასზე თანხის მიმღებად დაფიქსირებულ პირთა ხელმოწერების შესრულება, მათ შორის იყო ისეთი შემთხვევები, რომ გ-----------------–---–ისაგან საელჩოს სალაროდან მიუღია გარკვეული თანხა, „ხელფასის“, საწვავის, მობილური კავშირგაბმულობისა და წარმომადგენლობითი ხარჯების სახით, რაზეც სალაროს გასავლის ორდერი არ გამოწერილა ან/და გამოიწერა, მაგრამ მას არ ჰქონდა დადასტურებული თავისი ხელმოწერით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თავის მიერ გამოტანილი თანხების ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტებზე იგი ყველა შემთხვევაში უკანა მხრიდან აკეთებდა მინაწერს თანხის ხარჯვის დანიშნულების შესახებ, სადაც აწერდა თარიღს და ადასტურებდა ხელმოწერით. არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მას ფ--------------------ებისათვის თ---------------ასათვის ან/და გ-----------------–---–ისათვის მის მიერ გაწეული ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცეს მითითებული მინაწერებისა და ხელმოწერების გარეშე.

გამომძიებლის მიერ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარედგინა 3-.12.08.-ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 21 813,69 გრივნა, რომლითაც წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურებისათვის მის სახელზე საელჩოს სალაროდან გაცემულია ხსენებული თანხა, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით. აღნიშნულზე განმარტა, რომ შესაძლებელია აღნიშნული ხარჯი თავისი დავალებით გაწეული იყოს საელჩოს დიპლომატების დ-----ის ზ------------–-–-ილის ან მრჩევლის ა-----–-–--–--ის მიერ, რომლებიც მისგან ღებულობდნენ გარკვეულ დავალებებს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის შესახებ, ხოლო რაც შეეხება წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურების პრაქტიკას, იგივე იყო რაც საწვავის შემთხვევაში და წარმოდგენილ სგო–ში მითითებული თანხა აქაც გაცემულია ეტაპობრივად.

გამომძიებლის მიერ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარედგინა 29.12.08.-ის N 1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 1168 აშშ დოლარი, რომლითაც საახალწლო საღამოს საფასურის ასანაზღაურებლად გაცემულია გ-----------------–---–ზე და თანხის მიღება დადასტურებულია მისივე ხელმოწერით. აღნიშნულზე მოწმემ განმარტა, რომ ასეთი სახის ხარჯი საელჩოს სალაროდან არ გაწეულა.

მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2----–-–----7 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით თვითონ შვებულებაში და მისი სამსახურებრივი ავტომანქანის მ------–ი იმყოფებოდნენ კუთვნილ შვებულებაში და ამ დროის განმავლობაში სამსახურებრივი ავტომანქანა იმყოფებოდა ავტოსადგომზე.

მოწმე ს---------------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2008 წლის თებერვლიდან იმავე წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობდა უკრაინაში საქართველოს საელჩოს მ------–ის თანამდებობაზე, ხოლო 2009 წლის იანვრიდან ასევე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა ს----–- საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მ------–ის თანამდებობაზე. აღნიშნულ პერიოდში პირადად ემსახურებოდა მ------------ეს.

საელჩოს ყოფილი ფ--------------------ის გ-----------------–---–ისაგან საელჩოს და ს------ სალაროდან შესაბამის თანხებს იღებდა ა/მანქანის საწვავის, რეცხვისა და ტექმომსახურეობისათვის. სალაროდან თანხის მიღებისთანავე ან მომდევნო დღეს ყოფილ ფ-------------------ს გ-----------------–---–ს ყოველთვის უწერდა ხელს სალაროს გასავლის ორდერებზე და აუცილებლად სრულ თანხაზე წარუდგენდა მის მიერ გაწეული ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თანხას ბოლომდე არ ხარჯავდა აუცილებლად უბრუნებდა სხვაობას, რაზეც როგორც წესი რაიმე დოკუმენტს იგი არ ადგენდა.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 3-.09.09.–ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 15 გრივნა, რომლითაც მის სახელზე ა/მანქანის რეცხვისათვის გაცემულია აღნიშნული თანხა, რაც არ არის დადასტურებული მის ხელმოწერით.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 12.06.08.–ის N1------ და N1------ სალაროს გასავლის ორდერები თანხაზე 25 გრივნა და 5-- გრივნა, რომლებითაც ა/მანქანის გასარეცხად და საწვავის შესაძენად გაცემულია მის სახელზე, რაზეც განმარტა, რომ 25 გრივნიან სგო არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერით, ხოლო 5-- გრივნიანი სგო დადასტურებულია მისი ხელმოწერით.

გამომძიებლის მიერ თანდართულ ქ. დნეპროპეტროვსკში გაცემულ ანგარიშფაქტურასთან ერთად წარედგინა 18.08.08.–ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 5-- გრივნა, რომლითაც მის სახელზე საელჩოს სალაროდან გაცემულია ხსენებული თანხა, რაც არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერით.

გამომძიებლის მიერ თანდართულ ქ. დნეპროპეტროვსკში გაცემულ ანგარიშფაქტურასთან ერთად წარედგინა 11.09.08.–ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 499 გრივნა, რომლითაც მის სახელზე საელჩოს სალაროდან გაცემულია აღნიშნული თანხა, რაც არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერით. აღნიშნულზე განმარტა, რომ მას წარმოდგენილ ორდერში მითითებული თანხა არ მიუღია და წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა საელჩოში მას არ წარუდგენია.

ასევე განმარტა, რომ 2----–-–----7 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდა, კუთვნილ შვებულებაში და ამ დროის განმავლობაში ა/მანქანა იმყოფებოდა სადგომზე.

მოწმე გ--–----------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2009 წლის აგვისტოდან მუშაობდა უკრაინაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე. საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში წარმომადგენლობით და სხვა სახის ბიუჯეტიდან ანაზღაურებად ხარჯებს, საელჩოს სალაროდან, ყოფილი ფ--------------------ის გ-----------------–---–ისაგან იღებდა, მხოლოდ შესაბამისი, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ და არასოდეს არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ სალაროდან თანხა მიეღო შესაბამისი სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე. არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მას გ-----------------–---–ისათვის ხელი მოეწერა რეალურთან შედარებით უფრო მეტი ან ნაკლები თანხის მიღებაზე და ამასთან, მას არასოდეს არ მიუღია საელჩოს სალაროდან თანხა ისე, რომ ხელი არ მოეწერა სალაროს გასავლის ორდერზე, სადაც ყველა შემთხვევაში დაფიქსირებული იყო ზუსტად ის თანხა, რასაც რეალურად იღებდა სალაროდან.

მან საელჩოში ჩასვლისთანავე 2009 წლის აგვისტოში გ-----------------–---–ისაგან სრულად მიიღო კუთვნილი პირველადი მოწყობის თანხა 2100 აშშ დოლარის ოდენობით, რის თაობაზეც გაფორმდა შესაბამისი დოკუმენტი, რაც მან გ-----------------–---–ის წინაშე ხელმოწერისთანავე გადასცა ყოფილ ფ-------------------ს გ-----------------–---–ს.

ე-–--- 12.10.09.-ის N-- ბრძანების საფუძველზე 2----–-–----2 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით მივლინებით იმყოფებოდა ქ. ოდესაში, რა დროსაც ფ--------------------ისაგან აუნაზღაურდა სამივლინებო ხარჯები, რის თაობაზეც ბუღალტერიაში უკლებლივ წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის მატარებლის ბილეთები და სასტუმროს ქვითრები. აღნიშნული თანხის მიღების შესახებ, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 2000 გრივნა, მისი მხრიდან ხელმოწერილი იქნა ყველა სათანადო დოკუმენტი, მათ შორის სალაროს გასავლის ორდერი.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 2009 წლის 3- დეკემბრით დათარიღებული N------- სალაროს გასავლის ორდერი, რომლის მიხედვითაც ფ-------------------ს გ-----------------–---–ს თითქოსდა სამივლინებო ხარჯების ასანაზღაურებლად მასე საელჩოს სალაროდან გაცემული აქვს 12 5-- გრივნა (1564 აშშ დოლარი), რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ სგო-ზე თანდართულ მატარებლის ხუთ ბილეთს, მოწმე განმარტა, რომ იგი ხედავს პირველად და აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ მას ეს ბილეთები არ წარუდგენია გ-----------------–---–ისათვის. ამავე საკითხზე განმარტა, რომ იგი, 2009 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ნამდვილად იმყოფებოდა ქ. ჟიტომირში და ქ. ჩერკასში, თუმცა ამ ქალაქებში ყოფნის სამივლინებო ან სხვა სახის თანხა მას გ-----------------–---–ისაგან არ მიუღია. ამავე პერიოდში, ქ.ტრუსკოვეცში მივლინიბესას გ-----------------–---–ისაგან საელჩოს სალაროდან აუნაზღაურდა მხოლოდ მგზავრობის ხარჯი, რომლის ოდენობას ვერ იხსენებს და ყოველდღიური 2 დღის ხარჯი დღეში 25 აშშ დოლარის ოდენობით.

მოწმე ვ-----–--------სის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2000 წლის ნოემბრიდან შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობდა უკრაინაში საქართველოს საელჩოში მ------–ის თანამდებობაზე და პირადად ემსახურებოდა ელჩს გ-------–---------ეს. საელჩოს ყოფილი ფ--------------------ის გ-----------------–---–ისაგან სხვადასხვა ხარჯებისათვის, ძირითადად საწვავის, ა/მანქანის, საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის შესაძენად შესაბამის თანხებს იღებდა ნაღდი ფულის სახით, რაზეც ძირითადად გ-----------------–---–ი სალაროს გასავლის ორდერებს არ წერდა და შესაბამისად იგი მათ გ. ნ--------–---–ის ხელმოწერით ვერ დაადასტურებდა. მის მიერ დაახლოებით მხოლოდ 10 % შემთხვევაში იწერებოდა სალაროს გასავლის ორდერები, რომლებსაც ადასტურებდა მისი ხელმოწერებით. არასოდეს არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ გ-----------------–---–ს მისთვის ეთხოვოს, რომ ხელი მოეწერა მისთვის იმაზე მეტი ან ნაკლები თანხის მიღებაზე, რასაც რეალურად იღებდა სალაროდან. იგი, სალაროდან მიღებულ ყველა თანხაზე გ-----------------–---–ს გადასცემდა ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თანხას ბოლომდე არ ხარჯავდა აუცილებლად უბრუნებდა სხვაობას, რაზეც როგორც წესი რაიმე დოკუმენტს იგი არ ადგენდა.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 3-.09.09.–ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი 31-12 გრივნაზე და მათზე თანდართული დოკუმენტები, რაზეც განმარტა, რომ მას გ-----------------–---–ისაგან ერთიანად ასეთი ოდენობის თანხა არასოდეს არ მიუღია და შესაძლებელია მიღებული ჰქონდეს რამოდენიმე თვის განმავლობაში ეტაპობრივად. გარდა აღნიშნულისა განმარტა, რომ მაშინ როდესაც ელჩი მივლინებაში ან შვებულებაშია მისი ა/მანქანა ყველა შემთხვევაში დგას ავტოსადგომზე და მისი გამოყენება არ ხდება და შესაბამისად, მას ასეთ დროს ე-–--- ა/მანქანისათვის საწვავი არ შეუძენია და გ-----------------–---–ისათვის ასეთი სახის დოკუმენტი არ წარუდგენია.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 3-.12.09.–ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი 8178.08 გრივნაზე და მათზე თანდართული დოკუმენტები, რაზეც ანალოგიურად განმარტა, რომ მაშინ როდესაც ელჩი მივლინებაში ან შვებულებაშია მისი ა/მანქანა ყველა შემთხვევაში დგას ავტოსადგომზე და მისი გამოყენება არ ხდება და შესაბამისად, მას ასეთ დროს ე-–--- ა/მანქანისათვის საწვავი არ შეუძენია და გ-----------------–---–ისათვის ასეთი სახის დოკუმენტი არ წარუდგენია.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 3-.12.09.-ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 6841 გრივნა და მასზე თანდართული 7 ქვითარი გამოწერილი ქიმიური წმენდის ასანაზღაურებლად, თანხაზე სულ 4646 გრივნა, რაზეც განმარტა, რომ როგორც წარმოდგენილი სალაროს გასავლის ორდერს, ასევე მათზე თანდართულ ქიმიური წმენდის 7 ქვითარს ხედავს პირველად და ეს ქვითრები შესაბამისად მას გ-----------------–---–ისათვის არასდროს წარუდგენია.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 19.02.10.–ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 470 გრივნა, რაზეც განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ მას გ-----------------–---–ისათვის სრულ თანხაზე არ მიჰქონდა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, იგი ყველა შემთვევაში უბრუნებდა მას სხვაობას.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 10.03.10.-ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 6000 გრივნა, რაზეც განმარტა, რომ მასზე დატანილი ხელმოწერა შესრულებულია მის მიერ და მითითებული 6000 გრივნა ნამდვილად მიიღო გ-----------------–---–ისაგან. ასევე განმარტა, რომ იგი 2010 წლის 11 მარტიდან 12 მარტის ჩათვლით პერიოდში ე-–----- ერთად ნამდვილად იმყოფებოდა მივლინებაში ქ. ოდესაში და აღნიშნულ სგო-ზე თანდართული დოკუმენტები ნამდვილად მან წარუდგინა გ-----------------–---–ს.

მოწმე დ-----------–--–---–ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების მიხედვით დასტურდება, რომ იგი 2010 წლის პერიოდში შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობდა უკრაინაში საქართველოს საელჩოში ტექნიკურ თანამშრომლად.

საელჩოს ყოფილი ფ--------------------ის გ-----------------–---–ისაგან საელჩოს სალაროდან თანხას იღებდა ძირითადად საელჩოს შენობის სხვადასხვა წვრილმანი ტექნიკური საკითხების გადასაჭრელად.

გამომძიებლის მიერ თანდართულ ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად წარედგინა 27.01.10.-ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 5-- გრივნა, რომლის მიხედვითაც საელჩოს სალაროდან გ-----------------–---–ის მიერ მის სახელზე საქვეანგარიშოდ გაცემულია ხსენებული თანხა, რაც არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერით. მას აღნიშნული თანხა გ-----------------–---–ისაგან საელჩოს სალაროდან ნამდვილად მიღებული აქვს საელჩოს შენობაში წყლის გამათბობლების დასამონტაჟებლად საჭირო ელექტრო და წყლის მილების გადასაბმელების შესაძენად. ხსენებული პროდუქციის ნაწილი თანხით (325 გრივნა) შეიძინა მაღაზიებში, მათ შორის მაღაზია „----–--, რაზეც შემდგომში გ-----------------–---–ს წარუდგინა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო დანარჩენი 175 გრივნის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები მან გ-----------------–---–ს ვერ წარუდგინა, ვინაიდან აღნიშნული თანხით ზემოხსენებული საქონლის ნაწილი შეიძინა ბაზარზე, სადაც შესაბამის ქვითრებს არ იძლევიან.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 12.02.10.–ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 200 გრივნა, რომლის მიხედვითაც ნათურების საფასურის სახით საელჩოს სალაროდან გ-----------------–---–ის მიერ გაცემულია მის სახელზე, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით. მანვე განმარტა, რომ სგო-ზე შესრულებული ხელმოწერა შესრულებულია მის მიერ და მასში დაფიქსირებული თანხა ნამდვილად მიღებული აქვს გ-----------------–---–ისაგან, რომელსაც სრულ თანხაზე გადასცა ხარჯვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები და მისთვის გაუგებარია რატომ არის წარმოდგენილი სგო ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 1-.08.10.-ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 1000 გრივნა, რითიც აღნიშნული თანხა საქვეანგარიშოდ ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად გაცემულია მის სახელზე, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით, თუმცა სგო–ზე არ არის თანდართული ხარჯების გაწევის დამადასტურებელი არანაირი პირველადი დოკუმენტი. აღნიშნულზე განმარტა, რომ მან გ-----------------–---–ისაგან ნამდვილად მიიღო ხსენებული თანხა, რითიც მაღაზია „---–------–-- და „---–--–-- შეიძინა საელჩოს ახალი შენობის გარე პერიმეტრის ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად საჭირო დეტალები და ამავე მაღაზიებიდან ზუსტად ახსოვს, რომ წამოიღო შესაბამისი ქვითრები, რაც სრულ თანხაზე 1000 გრივნაზე გადასცა გ-----------------–---–ს და მისთვის გაუგებარია წარმოდგენილ სგო-ზე რატომ არ არის თანდართული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.

მოწმე გ-------–---------ას გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2007 წლის სექტემბრიდან 2009 წლის დეკემბრის ჩათვლით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა უკრაინაში საქართველოს საელჩოში რ----------ის თანამდებობაზე პოლიტიკურ საკითხებში.

საელჩოს ყოფილი ფ--------------------ის გ-----------------–---–ისაგან საელჩოს სალაროდან თანხას ძირითადად იღებდა საელჩოს მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის თანხის ასანაზღაურებლად. თანხის მიღების დროს ყოფილი ფ--------------------ი გ-----------------–---–ი თანხის გაცემის შესახებ დოკუმენტს ყოველთვის არ ქმნიდა და შესაბამისად, საკუთარი ხელმოწერით თანხის მიღებას ყველა შემთხვევაში ვერ ადასტურებდა.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 01.05.08.-ის N1------ და 1------ სალაროს გასავლის ორდერები თანხაზე 1000 გრივნა და 705.75 გრივნა, რომელთა მიხედვით ელ. ენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად მასზე საელჩოს სალაროდან გაცემულად არის ნაჩვენები აღნიშნული 1705,75 გრივნა, რაც არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერებით. აღნიშნულზე განმარტა, რომ იგი მითითებული თანხების მიღების ფაქტს ვერ იხსენებს, ვინაიდან გასულია დიდი დრო, თუმცა ასევე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ გ-----------------–---–ი ხელმოსაწერად წარუდგენდა რეალური მონაცემების შემცველ სგო-ს იგი მას აუცილებლად მოუწერდა ხელს ამ დოკუმენტზე.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 15.08.08–ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი 3-00 გრივნა, რითიც ელ. ენერგიის საფასურის გადასახდელად საელჩოს სალაროდან გაცემულია მისს სახელზე, რაც სავარაუდოდ ამავე მიზნით მიღებული აქვს საელჩოს სალაროდან, თუმცა კონკრეტულად ამ ფაქტსაც ვერ იხსენებს და აზუსტებს, რომ იმ შემთხვევაში თუ სალაროდან გამოტანილი თანხის ბოლომდე გახარჯვა არ მოუწევდა აუცილებლად უბრუნებდა გაცემულ და გახარჯულ თანხებს შორის სხვაობას ფ-------------------ს, რაზეც თითქმის არასდროს არ ქმნიდა შესაბამის დოკუმენტს.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 10.10.08-ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 5-- გრივნა, რითიც ტაქსის მომსახურების ასანაზღაურებლად საელჩოს სალაროდან გაცემულია მის სახელზე, რაც არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერით. აღნიშნული მიზნით ასეთი თანხის სალაროდან მიღების ფაქტს, ისევე როგორც ხსენებულ სგო-ზე თანდართული 5-- გრივნის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის მის მიერ ფ--------------------ისათვის წარდგენის ფაქტს ვერ იხსენებს, ვინაიდან გასულია დიდი დრო.

მოწმე გ-------–---------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2000 წლის ნოემბრიდან 2007 წლის 31 ოქტომბრამდე, ასევე 2009 წლის იანვრიდან იყო უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

უკრაინაში ს----------–--------–------------–-------, ხოლო შემდგომში ფ--------------------ის თანამდებობაზე 2002 წლიდან 2008 წლის მაისამდე პერიოდში მუშაობდა თ---------------ა, ხოლო 2----–-–---- მაისიდან საელჩოს ფ--------------------ის თანამდებობაზე დაინიშნა გ-----------------–---–ი, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2011 წლის 1 მარტამდე.

საელჩოს საბანკო ანგარიშებიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების თანხების გამოტანისა და გადარიცხვების წარმოებას აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ახორციელებდა მხოლოდ უშუალოდ გ-----------------–---–ი და მის გარდა საელჩოს არცერთ თანამშრომელს არ ჰქონდა უფლება ან შესაძლებლობა საბანკო ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვისა და ნაღდი ფულის საელჩოში გამოტანისა. ამდენად, გ-----------------–---–ი ახორციელებდა უკრაინაში საქართველოს საელჩოში სრულ საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობასა და ნაღდი ანგარიშსწორების სალაროს ოპერაციებს.

გ-----------------–---–ის ფ--------------------ის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში საელჩოში ბუღალტრული აღრიცხვა იყო მოუწესრიგებელი, ვინაიდან გ-----------------–---–ს არ გააჩნდა ფინანსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვის გამოცდილება, რის გამოც ბუღალტრული აღრიცხვა მიმდინარეობდა ხარვეზებით, მოუწესრიგებელი იყო სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა, რაც გ-------–---------ის არაერთი სიტყვიერი გაფრთხილებისა და საყვედურისა, მის მიერ ვერ იქნა მოწესრიგებული.

მას შემდეგ რაც 2010 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დაწყებული იქნა უკრაინაში საქართველოს საელჩოს შემოწმება აუდიტის თანამშრომლებმა რამოდენიმეჯერ მისცეს შესაძლებლობა გ-----------------–---–ს, რომ მოეწესრიგებინა საბუღალტრო დოკუმენტაცია, თუმცა ამ რეჟიმში რამოდენიმე თვის გავლის მიუხედავად მან ვერ შეძლო. აღნიშნული და მთელი აუდიტის დაქვემდებარებული პერიოდის საბუღალტრო დოკუმენტაცია დაილუქა კომისიური წესით, რაც გადაიგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში.

გ-----------------–---–ის მიერ საელჩოს სალაროს ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისას სალაროს გასავლის და შემოსავლის ორდერები, ასევე თანხის გაცემის უწყისები და სხვა დოკუმენტები ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იწერებოდა ან/და თუ იწერებოდა ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა მასზე თანხის მიმღებად დაფიქსირებულ პირთა ხელმოწერების შესრულება, ხოლო სხვადასხვა საბანკო გადარიცხვების წარმოებისას იგი ძირითადად არ აწარმოებდა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას.

ამდენად, გ-----------------–---–ი თავს ვერ ართმევდა დაკისრებულ ვალდებულებას და ჰპირდებოდა გ-------–---------ეს, რომ გამოასწორებდა ამ სიტუაციას, რაც საბოლოო ჯამში ვერ შეძლო.

მოწმემ განმარტა, რომ 2006 წლის ნოემბერში გაიხსნა სპეციალური საქველმოქმედო ანგარიში, სადაც თანხები მობილიზებული იქნა ქ. კიევში შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმის მიზნით უკრაინაში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლების შემოწირულობებით, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 950 000 გრივნა და 60 000 აშშ დოლარი. ამ ანგარიშიდან, სადაც საბიუჯეტო დაფინანსების თანხა არ შესულა თანხები გამოტანილი ან/და გადარიცხული იქნა ამავე მიზნით. ამავე საკითხზე გ-------–---------ემ განმარტა, რომ შოთა რუსთაველის ძეგლის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები თავის დროზე არსებობდა საელჩოს ბუღალტერიაში, რაც შემდგომში გ-----------------–---–მა აუდიტის ასლების გადმოცემაზე.

გამომძიებლის მიერ მოწმეს წარედგინა 26.04.09.-ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 5386 გრივნა, რომლის მიხედვითაც ქ.ოდესაში მივლინების თანხების ანაზღაურების სახით გაცემულია მის სახელზე, რაც დადასტურებულია მისივე ხელმოწერით. აღნიშნულზე მან განმარტა, რომ წარმოდგენილ სგო-ზე მის სახელზე შესრულებული ხელმოწერა შესრულებულია მის მიერ და საელჩოს სალაროდან მან ნამდვილად მიიღო ზემოხსენებული თანხა.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 3-.06.09.–ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 8470 გრივნა, რომლის მიხედვითაც მივლინების თანხების ანაზღაურების სახით სალაროდან მის სახელზე გაცემულია ხსენებული თანხა, რაც არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერით.

გამომძიებლის მიერ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარედგინა 3-.06.09.–ის N1----- სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 3-835 გრივნა, რომლის მიხედვითაც თანხების ანაზღაურების სახით გაცემულია მის სახელზე, რაც არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერით. აღნიშნულზე განმარტა, რომ მას წარმოდგენილი ორდერით საელჩოს სალაროდან თანხა არ მიუღია და საერთოდ ასეთი ოდენობის თანხა სალაროდან არასოდეს გაცემულა მის სახელზე.

გამომძიებლის მიერ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარედგინა 3-.09.09.-ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 31-12 გრივნა, რომლის მიხედვითაც მის მ------–ზე ვ-----–--------სზე საწვავის ხარჯის ანაზღაურების სახით გაცემულია აღნიშნული თანხა, რაც არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერით. აღნიშნულზე განმარტა, რომ 2009 წლის 5 ივნისიდან 9 ივნისის ჩათვლით და 5 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით მინისტრის N9----- და N1------ ბრძანებების საფუძველზე იმყოფებოდა თბილისში და მივლინებაში ყოფნის პერიოდში მისი სამსახურებრივი ა/მანქანა იდგა ავტოსადგომზე და მისი გამოყენება არ ხდებოდა.

მან ასევე განმარტა, რომ ფ-------------------ს მისი მობილური თანხის ანაზღაურების სახით ტელეფონის ანგარიშზე თვითონ შეჰქონდა შესაბამისი თანხები და ამჟამად ვერ იხსენებს 2009 წლის სექტემბრის ბოლოს ნამდვილად შეივსო თუ არა მისი მობილური ტელეფონის ანგარიში 4600 გრივნით.

გამომძიებლის მიერ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარედგინა 3-.12.09.-ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 12270,49 გრივნა, რომლის მიხედვითაც მის სახელზე საწვავის ხარჯის ანაზღაურების სახით გაცემულია აღნიშნული თანხა, რაც არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერით. აღნიშნულზე განმარტა, რომ საწვავის შესაძენად სალაროდან შესაბამის თანხებს ყოველთვის იღებდა მისი მ------–ი ვ-----–--------სი და მას წარმოდგენილი სგო-ით მასში დაფიქსირებული თანხა არ მიუღია.

გამომძიებლის მიერ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარედგინა 3-.12.09.-ის #1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 8178,08 გრივნა, რომლის მიხედვითაც მის მ------–ზე ვ-----–--------სზე საწვავის ხარჯის ანაზღაურების სახით გაცემულია აღნიშნული თანხა, რაც არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერით. აღნიშნულზე მან განმარტა, რომ 2009 წლის 3 და 4 დეკემბერს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე იმყოფებოდა ქ.დონეცკში და მისი გამოყენება არ ხდებოდა. მივლინებაში ყოფნის პერიოდში მისი სამსახურებრივი ა/მანქანა იდგა ავტოსადგომზე და მისი გამოყენება არ ხდებოდა.

გამომძიებლის მიერ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარედგინა 3-.12.09.-ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 27 490 გრივნა, რომლის მიხედვითაც მის სახელზე სამივლინებო ხარჯების ასანაზღაურებლად გაცემულია აღნიშნული თანხა, რაც არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერით. აღნიშნულზე განმარტა, რომ მას წარმოდგენილი სგო-ით სალაროდან თანხა არ მიუღია, თუმცა წარმოდგენილ სგო-ზე თანდართული ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტებში მითითებულ პერიოდებში იგი ნამდვილად იმყოფებოდა მივლინებებში.

გამომძიებლის მიერ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარედგინა 05.03.10.-ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 4075 გრივნა, რომლის მიხედვითაც თბილისში სამივლინებო ხარჯების ასანაზღაურებლად ხსენებული თანხა გაცემულია მის სახელზე, რაც არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერით. აღნიშნულზე მან განმარტა, რომ იგი ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებულ პერიოდში ნამდვილად იმყოფებოდა მივლინებაში (მისი 2----–-–---------------------- წერილის თანახმად, რომელიც მიწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს) და სავარაუდოდ აღნიშნული თანხა მიღებული აქვს საელჩოს სალაროდან.

გამომძიებლის მიერ წარედგინა 26.08.10.-ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 800 გრივნა, რომლის მიხედვითაც სალაროდან ხსენებული თანხა გაცემულია მის სახელზე, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით. აღნიშნულზე განმარტა, რომ ხელმოწერა შესრულებულია მის მიერ, ხოლო მასში მითითებული თანხის მიღების ფაქტს კონკრეტულად ვერ იხსენებს, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და აზუსტებს, რომ იგი ფ-------------------ს სალაროდან გაცემულ ყველა თანხაზე სრულყოფილად გადასცემდა ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

გამომძიებლის მიერ თანდართულ ატმის, პომიდორის, პურის, პილპილის, ძეხვის, ფარშის, ქათმის ფილეს, კვერცხის, სტაფილოს, ნიორის, კარტოფილის, შაქარის, ბანანის და სხვა პროდუქტების შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად წარედგინა 3-.09.10.-ის N1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 71-7 გრივნა, რომლის მიხედვითაც სალაროდან ხსენებული თანხა გაცემულია მის სახელზე, რაც არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერით. აღნიშნულზე მოწმემ განმარტა, რომ მას მითითებული თანხა სალაროდან არ მიუღია და ასეთი სახის წარმომადგენლობითი ხარჯი არც მას არ გაუწევია და არც არავისთვის დაუვალებია ასეთი სახის ხარჯის გაწევა.

გამომძიებლის მიერ თანდართულ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტისა და სხვა საქონელის შეძენის დოკუმენტებთან ერთად წარედგინა 3-.12.10.-ის #1------ სალაროს გასავლის ორდერი თანხაზე 8641,61 გრივნა, რომლის მიხედვითაც სალაროდან ხსენებული თანხა წარმომადგენლობითი ხარჯების ასანაზღაურებლად გაცემულია მის სახელზე, რაც არ არის დადასტურებული მისი ხელმოწერით. აღნიშნულზე განმარტა, რომ წარმოდგენილი გასავლის ორდერი მისთვის უცნობია და ამ სგო-ით მას სალაროდან თანხა არ მიუღია, თუმცა მასზე თანდართული პირველადი დოკუმენტებიდან (23 ერთეული ქვითრიდან) მის მიერ გაწეულია მხოლოდ ყვავილების მაღაზია „ფ-–-------––-“ 1840 გრივნის ოდენობის ხარჯები (3 ერთეული ქვითარი). ასევე, 318.44 გრივნის ოდენობის ხარჯია გაწეული მისი თანაშემწის ფ-------ას მიერ (წარმოდგენილი 2 ქვითრის მიხედვით შეძენილია საკანცელარიო ნივთები და ტკბილეულობა), ხოლო დანარჩენი 6483,17 გრივნის წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები მისთვის უცნობია. მანვე განმარტა, რომ საელჩოს ახალი შენობისათვის შეძენილ ავეჯსა და სხვადასხვა მატერიალურ ფასეულობებზე ხარჯების გაწევის დამადასტურებელ პირველად დოკუმენტებზე თანდართული იყო ხელშეკრულებები შეძენილი ფასეულობების სრული ჩამონათვალისა და ფასების მითითებით, რაც ინახებოდა ფ-------------------თან და რა მიზეზით ვერ იქნა იგი წარმოდგენილი ამ უკანასკნელის მიერ მოწმისთვის უცნობია. გარდა აღნიშნულისა განმარტა, რომ მის მიერ გაწეული ყოველი წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტზე მისივე ხელით აუცილებლად აკეთებდა მინაწერს და ხელმოწერას ხარჯის გაწევის დანიშნულების შესახებ, რასაც აბარებდა ფ-------------------ს.

სასამართლო განმარტავს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

სასამართლომ შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით და მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, გ-----------------–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ გ-----------------–---–ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. ბრალდების მხარის მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს კომპლექსური აუდიტის შედეგების შესახებ 2----–-–------------- დასკვნა, რომელიც გაიცა თ--------------–--ის მიერ. ეს უკანასკნელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2013 წლის 11 ივლისს, რა დროსაც მან გამოაქვეყნა დასკვნის სარეზოლუციო ნაწილი და უპასუხა მხარეთა შეკითხვებს მხოლოდ 3- ეპიზოდთან დაკავშირებით, შემდეგ კი იმ მიზეზით, რომ იგი მივლინებით მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, სასამართლო სხდომა გადაიდო გონივრული ვადით, მის დაბრუნებამდე. ამის შემდეგ ხუთ წელზე მეტი დროის განმავლობაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მოწმე თ--------------–--ე და დაცვის მხარეს ვერც უშუალოდ და ვერც ტექნიკური საშუალებების გზით არ მიეცა შესაძლებლობა დარჩენილ ეპიზოდებთან დაკავშირებით მისთვის დაესვა შეკითხვები. შესაბამისად, ვინაიდან დასკვნა სრულად, ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით ვერ იქნა გამოკვლეული, სასამართლო მას გამოკვლეულად ვერ ჩათვლის და შესაბამისად მასზე ვერ იმსჯელებს.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ მე-9 მუხლით, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის უფლება. ამასთანავე, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტალური ასპექტი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესი, მათ შორის პროცესუალურ ასპექტებთან დაკავშირებული ელემენტები, შეჯიბრებითი უნდა იყოს და ბრალდებისა და დაცვის მხარეების თანასწორობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. შეჯიბრებითი სასამართლო განხილვის უფლება გულისხმობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესში როგორც ბრალდებას, ასევე დაცვას მეორე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის საშუალება უნდა ჰქონდეს.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ბრალდების მხარეს მისცა საკმაოდ დიდი დრო (5 წელზე მეტი) სასამართლოში წარმოედგინა მოწმე მისი მთავარი მტკიცებულების გამოსაკვლევად, მან აღნიშნული მოწმე ვერ წარმოადგინა, რითაც დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა გამოეკვლია ხსენებული აუდიტორული დასკვნა და დაეკითხა მისი შემდგენი პირი, რის გამოც სასამართლო ამ დასკვნას და მისი შემდგენი პირის - თ--------------–--ის ჩვენებას საფუძვლად ვერ დაუდებს გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალები, რომლებზეც ჩატარდა გამოკვლევა, არ არის ნათარგმნი ქართულ ენაზე, რაც გამომძიებელმა გ--–---------–---–მა იმით ახსნა, რომ ეს დოკუმენტები არის შედგენილი საერთაშორისო საბუღალტრო წესების მიხედვით და მისი წაკითხვა შესაძლებელია ყველა იმ პირის მიერ ვინც ,,იცის საბუღალტრო დოკუმენტაცია“.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ მე-11 მუხლის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ პროცესის მწარმოებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს იმ დოკუმენტების წერილობითი თარგმანი, რომლებიც აუცილებელია სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფისათვის. მოცემულ შემთხვევაში, ბუღალტრული დოკუმენტაცია წარმოდგენილია უკრაინულ ენაზე, რომელზეც სასამართლო იმ პირობებში, რომ სრულყოფილად არ დაკითხულა სპეციალური ცოდნის მქონე შესაბამისი პირი, ვერ იმსჯელებს.

გარდა ამისა, ბრალდების მხარე გ-----------------–---–ს ედავება ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებას, თუმცა ბრალდების მხარის მიერ დანიშნული არ იქნა კალეგრაფიული ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სადავო დოკუმენტაციაზე გ-----------------–---–ის ხელმოწერებია დაფიქსირებული, რაც ბრალდების მხარემ იმით ახსნა, რომ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტაცია იყო ასლი. ამასთანავე, საქმის არსებითი განხილვის დროს და გამოძიების ეტაპზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე კატეგორიულად ვერ აცხადებს, რომ დოკუმენტაცია გ-----------------–---–ის მიერ იქნა გამოყენებული და მათზე სწორედ ბრალდებულის ხელმოწერებია დაფიქსირებული.

ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ-----------------–---–ის მიმართ არ არსებობს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გ-----------------–---–ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს 2011 წლიდან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, ,,საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,ბრალდებულს აქვს უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა ამ კოდექსით დადგენილ ვადებში“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით, ,,ყოველი ადამიანი აღჭურვილია მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის შემოწმებისას გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლებით, კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ”.

სისხლის სამართლის საქმეებზე, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ერთ-ერთი მიზანი, რომლის მიხედვითაც ყველას აქვს საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება, იმაში მდგომარეობს, რომ გარანტირებული იყოს ბრალდებულის უფლება ბრალის ქვეშ არ იმყოფებოდეს მეტად ხანგრძლივი ვადით და, რომ ბრალდება უნდა იყოს ჩამოყალიბებული (ვემჰოფი გერმანიის წინააღმდეგ (Wemhoff v. Germany), 27 ივნისი 1968, სერია A N 7, § 18; კარტი თურქეთის წინააღმდეგ (Kart v. Turkey) [დიდი პალატა], N 8917/05, § 68, ECHR 2009).

როგორც საქმეში კარტი თურქეთის წინააღმდეგ (Kart v. Turkey) [დიდი პალატა], N 8917/05 § 68, ECHR 2009, აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ეს უფლება ეფუძნება მოთხოვნას, ეჭვმიტანილი პირებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ ძალიან დიდი დროით არ იმყოფებოდნენ გაურკვევლობაში მათი ბრალდების შედეგთან მიმართებით.“

საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლებასთან მიმართებით მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ის თარიღი, როდესაც პირს წარედგინა ბრალდება (იხ. საქმე ნეუმეისტერი ავსტრიის წინააღმდეგ (Neumeister v. Austria), 27 ივნისი, 1968, სერია A, გვ. 37, § 18,). „გონივრული ვადის“ ათვლა შეიძლება დაიწყოს უფრო ადრე, ვიდრე საქმე განსახილველად სასამართლოში შევა (დევეერი ბელგიის წინააღმდეგ (Deweer v. Belgium), 27 თებერვალი, 1980, სერია A N 35, § 42), მაგალითად, დაპატიმრების დღიდან (იხ. დასახელებული ვემჰოფი გერმანიის წინააღმდეგ (Wemhoff v. Germany), § 19), იმ დროიდან, როცა პირს ბრალი წარედგინა (იხ. დასახელებული ნეუმეისტერი ავსტრიის წინააღმდეგ (Neumeister v. Austria), § 18), წინასწარი გამოძიების დაწყების დღიდან (რინგაიზენი ავსტრიის წინააღმდეგ (Ringeisen v. Austria), 16 ივლისი 1971, სერია A N 13, § 110,), ან პირის მოწმის სახით დაკითხვიდან მის მიერ დანაშაულის ჩადენის ეჭვის არსებობისას (კალეია ლატვიის წინააღმდეგ (Kalēja v. Latvia), 22059/08 § 40, ECHR 2017).

ვადის გონივრულობის შეფასება უნდა მოხდეს საქმის გარემოებების სრულყოფილი შეფასების ფონზე (იხ. საქმე ბოდე ბელგიის წინააღმდეგ (Boddaert v. Belgium), 12 ოქტომბერი 1992, სერია A N 235-D, § 36,). თუნდაც საქმის განხილვის ცალკეული სტადიები მისაღებ ვადებში იყოს წარმართული, საქმის განხილვის მთლიანი ვადა შეიძლება მაინც არ თავსდებოდეს „გონივრული ვადის“ ჩარჩოში (იხ. საქმე დობერტა საფრანგეთის წინააღმდეგ (Dobbertin v. France), 25 თებერვალი 1993, სერია A N 256-D, § 44,).

იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვის ვადა გონივრული, ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: საქმის სირთულე, ბრალდებულის ქცევა და ხელისუფლების ორგანოების შესაბამის წარმომადგენელთა ქმედებები (იხ. კიონიჰი გერმანიის წინააღმდეგ (König v. Germany), 1978 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, სერია A N 27, § 99; ზემოთ დასახელებული: ნეუმეისტერი ავსტრიის წინააღმდეგ (Neumeister v. Austria), § 21 და რინგაიზენი ავსტრიის წინააღმდეგ (Ringeisen v. Austria), § 110; პელისიე და სასი (Pélissier and Sassi v. France) [დიდი პალატა], N 25444/94, § 67, ECHR 1999).

„გონივრულობის“ შეფასებისას ევროსასამართლო საქმის განხილვის ხანგრძლივი პერიოდის გამართლებად არ მიიჩნევს საქმის სირთულეს, როდესაც უმოქმედობა არ არის დასაბუთებული (იხ. მაგალითად: ადილეტა და სხვები იტალიის წინააღმდეგ (Adiletta and Others v. Italy), § 17, 9 თებერვალი 1991, სერია A N 197, ოლსტოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Olstowski v. Poland), N 34052/96, § 86, ECHR 20--). მიუხედავად იმისა, რომ საქმის სირთულით შეიძლება გამართლდეს გარკვეული ვადით დაყოვნება, ამით არ შეიძლება გამართლდეს საქმის მთლიანობაში განხილვის ხანგრძლივობა (იხ. რუტკოვსკი და სხვები პოლონეთის წინააღმდეგ (Rutkowski and Others v. Poland), N72287/10, § 137, ECHR 2015).

ხელისუფლების ორგანოს შესაბამის წარმომადგენელთა ქმედებები: მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, იმგვარად მოაწყონ თავიანთი მართლმსაჯულების სისტემა, რომ სასამართლოებმა შეძლონ ამ მუხლის ყოველი მოთხოვნის შესრულება. ევროსასამართლოსთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ვერ შეიძენს ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმეებით გადატვირთულობა (იხ. მაგალითად, ეკლე გერმანიის წინააღმდეგ Eckle v. Germany, 15 ივლისი 1982, სერია A N 51, § 92).

ეროვნული ხელისუფლების ორგანოები ატარებენ პასუხისმგებლობას იმის გამო, თუ ვერ იქნა უზრუნველყოფილი პროცესის შესაბამის მონაწილეთა დასწრება (როგორიცაა: მოწმეები, თანამონაწილეები და მათი წარმომადგენლები), რის გამოც საქმის განხილვა გადაიდო. (იხ. მაგალითად: ტიჩკო რუსეთის წინააღმდეგ (Tychko v. Russia), N 56097/07, § 68, ECHR 2015, პოპანდოპულო რუსეთის წინააღმდეგ (Popandopulo v. Russia), N 4512/09 , § 131, ECHR 2011 ).

გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ის, რომ თითოეულ საქმეზე ინდივიდუალურად შეფასდეს საკითხი, ამა თუ იმ ბრალდების საქმე იქნა, თუ არა განხილული გონივრულ ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში გ-----------------–---–ს ბრალი წარედგინა 2011 წელს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა 7 წლის განმავლობაში, რაც საქმის სირთულის, ბრალდებულის ქცევის (იგი თავად გამოცხადდა მართლმსაჯულების ორგანოებში) და ხელისუფლების ორგანოების შესაბამის წარმომადგენელთა ქმედებების (ბრალდების მხარის შუამდგომლობით ათეულობით სასამართლო სხდომა იქნა გადადებული მოწმეთა და ექსპერტ თ--------------–--ის წარმოუდგენლობის გამო, თუმცა არსებობდა შესაძლებლობა, რომ ბრალდების მხარეს ისინი დაეკითხა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, რასაც ის არ იყენებდა; ამასთანავე, ბრალდების მხარის შუამდგომლობით მრავალჯერ გადაიდო საქმის განხილვა იმ მიზეზით, რომ პროცესზე გამოცხადებული პროკურორი არ იცნობდა საქმის მასალებს) გათვალისწინებით, სასამართლომ არაგონივრულ ვადად მიიჩნია და ბრალდების მხარეს აღარ მისცა საქმის გადადების შესაძლებლობა, გადავიდა დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე და შემდეგ მხარეებს მოუწოდა მოემზადებინათ დასკვნითი სიტყვები.

ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და უტყუარობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ-----------------–---–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულების ჩადენაში, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (582 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (150,90 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტით (37,83 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“, პუნქტებით (937 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით (153 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (368 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტით (1-0 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (3-6 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (2562 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტით (1-7 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (1640 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (628 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტით (131 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (808 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (გასავლის ორდერი N1-0--46, 3-.12.2008) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქპუნქტებით (1160 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (6648 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (504 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (2288 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (499 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტით (96 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (10 671 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (9185 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტით (90 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტით (55 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (780 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტით (65 ლარის ეპიზოდი, სგო #1------) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტით (65 ლარის ეპიზოდი, სგო N1------) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (2925 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (6691 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (1375,22 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (სგო N1------ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (სგო N1------ ეპიზოდი, საწვავის ხარჯისთვის გ-------–---------ეზე გამოწერილი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (სგო N1------ ეპიზოდი ი-----–---------–--ზე გამოწერილი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (სგო N1------ ეპიზოდი თ-------------–------ეზე გამოწერილი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (1-36 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (2637, 50 ლარის ეპიზოდი, გ--–----------ეზე გამოწერილი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (2637, 50 ლარის ეპიზოდი, ზ------------------აზე გამოწერილი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (სგო N1------ ეპიზოდი მივლინების ხარჯისთვის გ-------–---------ეზე გამოწერილი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (7593,90 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (3689,62 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (4425,40 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (200 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (202 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (3424,60 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (553 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტით (69 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ პუნქტებით (1262 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ პუნქტებით (1629,50 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ პუნქტებით (4003 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ პუნქტებით (1191 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ პუნქტებით (534.60 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (1-39 ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

გ-----------------–---–ი საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით (ს------ - 983- ლარის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განჩინებით, გ-----------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, უზრუნველსაყოფად, მ--------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, თ------–---–-ს ქუჩა #11 (ავტოფარეხი) ფართი 12,69 კვ.მ, საკადასტრო კოდი #01.1-.1-.0--.0--.3-.5-- გირაოს თანხის - 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების ექვივალენტურ ნაწილს.

გ-----------------–---–ს დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3- ივნისის განჩინების საფუძველზე ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი