მუხლი 6. ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა
თავი II — სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები
1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების საფუძველზე.
2. პირის დამნაშავედ ცნობა, მისთვის სასჯელის შეფარდება და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.
3. უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას. #
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა 1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების საფუძველზე. 2. პირის დამნაშავედ ცნობა და, მისთვის სასჯელის შეფარდება და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა. 3. უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას. #
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(21)
საქმე №ბს-1281(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.08.2025
…განაჩენის მიღებისას დაეყრდნო ევროსასამართლოს დასკვნებს (§14-20). ამდენად, უკეთუ ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა წარმოადგენს ევროკონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული აკრძალული სამართლებრივი შედეგის დადგომის უშუალო მიზეზს, მე-6 მუხლის დარღვევის გამო მიკუთვნებული მორალური ზიანის ოდენობა მართალია სრულად ვერ შეამსუბუქებს მე-5 მუხლის დარღვევით დამდგარი სამართლებრივ შედეგით განცდილ მორალურ…
საქმე №2კ-437-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2021
…ამნისტია. 5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ), ხოლო ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა. 6. ამდენად, საკასაციო…
საქმე №2კ-4-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.02.2018
…სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის მე-6 მუხლის მეორე ნაწილით, პირის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა. ამასთან, საკასაციო პალატა…
საქმე №58აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.09.2016
…გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა. 6. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის მსგავსად, თ. ე-ის მსჯავრდებისას მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისადაც, უპირატესობა ენიჭებოდა კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ…
საქმე №61აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.09.2016
…გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა. 4. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის მსგავსად, გ. შ-ის მსჯავრდებისას მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისადაც, უპირატესობა ენიჭებოდა კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 6, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-6/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია