განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
150100118002712794
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1501-0118002712794

# 1/92-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე – მალხა-- ენუქიძე

სხდომის მდივანი – დავით მელიქიძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე

დაცვის მხარე

ბრალდებული - არ----ტ რუ----ს ძე პა--–-------ი (სქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------; დაბადებული: 2-.1-.198- წელი, განათლება: საშუალო, დროებით უმუშევარი, დაოჯახებული, ნასამართლობა გაქარწყლებული, რეგისტრაციისა და ფაქტობრივი მისამართი: ქ. ახალქალაქი, ტ--- მი------ის ქუჩა #9)

ადვოკატი - ზა--ა ზა----ე

თარჯიმანი - გალაქტიონ გავრელიშვილი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი

სხდომის სახე - ღია

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ არ----ტ პა--–-------ის მიმართ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

არ----ტ პა--–-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა, რამაც და--არალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. არ----ტ პა--–-------ი, რომელიც ქორწინებაში იმყოფება ას----- პა--–-------თან, ქორწინების პერიოდში, სისტემატურად სცემდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. მათ შორის 2018 წლის აგვისტოს თვის ბოლოს, ასევე 2018 წლის 20-21 სექტემბერს, არ----ტ პა--–-------მა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა მისი მეუღლე ას----- პა--–-------ი, რასაც ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები. ასევე, 2018 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, არ----ტ პა--–-------მა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, არასრულწლოვანი ქალიშვილის თანდასწრებით, ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა მისი მეუღლე, ას----- პა--–-------ი. არ----ტ პა--–-------ის ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად ას----- პა--–-------მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

3. ფაქტების დადგენა:

3.1. სასამართლო სხდომა--ე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი:

3.1.1. მოწმე სა-----კ ნა-–--------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი არის და--არალებულ ას----- პა--–-------ის მეზობელი. 2018 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში დედამთილთან ერთად, კერძოდ ის იყო ეზოში, სადაც რეცხავდა ხალიჩებს, რა დროსაც შემოესმა ყვირილის ხმა. ს.ნა-–--------ი დედამთილთან ერთად როცა გარეთ გავიდა დაინახა რომ ას----- პა--–-------ს მისი მეუღლე არ----ტ პა--–-------ი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ ას-----ა ძირს იწვა, არ----ტი კი სახის არეში ურტყავდა, ასევე ცდილობდა რომ ას-----ასთვის ტელეფონი წაერთმია, რომელიც მას ხელში ეჭირა. არ----ტი მას უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა და ეუბნეოდა რომ მოღალატე იყო. სა-----კ ნა-–--------ი მათთან მივიდა და არ----ტს მოუწოდა შეეწყვიტა ას-----ას ცემა, ლანძღვა-გინება, ამ დროს არ----ტმა ას-----ას ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან და სახლში შევიდა. ს.ნა-–--------მა და მისმა დედამთილმა კი ას-----ა შეიყვანეს სახლში, დააწყნარეს, წყალი დაალევინეს. როდესაც იგი დაწყნარდა წავიდა თავის დედამთილთან სახლში. ამის შემდეგ ს.ნა-–--------ს ას-----ა აღარ უნახავს და არ იცის რა მოხდა. სა-----კ ნა-–--------ის განმარტებით მისთვის ცნობილია რომ არ----ტი ხშირად სვავს და მეუღლეებს ხშირად აქვთ კონფლიქტი, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს იგი პირველად შეესწრო.

3.1.2. მოწმის სახით დაკითხული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ფსიქოლოგის მა----ა მა----–---–ის ჩვენებით მან დაადასტურა მის მიერ გაცემული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც „გამოსაკვლევი პირი მიზანმიმართულ კონტაქტში ერთვის. გამომეტყველება გამოხატავს უხერხულობას, წუხილს, დათრგუნულობას. მიმიკა, ჟესტიკულაცია ზომიერად გამომსახველია. შეკითხვებზე პასუხობს დაყოვნებით, საუბრობს დაბალი ხმით, ოდნავ შენელებული ტემპით, პაუზით. საუბრის მანერა, ინტონაცია გამოხატავს დაურწმუნებლობას, განხიბვლას, იმედგაცრუებას...“ ას----- პა--–-------მა გამოკითხვისა განმარტა, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს არ----ტის ცემის შედეგად მიიღო და--იანება, ტკიოდა სახე, ზურგი, თავი, შესიებული ქონდა სახის მარცხენა მხარე. აღნიშნული ტკივილები მან განიცადა არ----ტის მიერ მისი ცემის შედეგად, მან განიცადა როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ტანჯვა.“ ექსპერტის განმარტებით ას----- პა--–-------ის მიმართ განხორციელებული ქმედება უნდა შეფასდეს როგორც ფსიქოლოგიური ტანჯვის გამომწვევი. არ----ტ პა--–-------ის ქმედებამ გამოიწვია ას----- პა--–-------ის ფსიქოლოგიური ტანჯვა. ერთი შემთხვევაც (ბოლო ეპიზოდი) კი აუცილებლად იქნებოდა ტანჯვის საფუძველი.

3.1.3. ბრალდებული არ----ტ პა--–-------ი წარდგენილ ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებს და განმარტავს რომ იგი აღიარებს მხოლოდ 2018 წლის 28 სექტემბრის ცემის ფაქტს, იმ დღეს ნასვამი და განერვიულებული იყო, შეკამათება მოუვიდათ ჭარხლის ამოღების თაობა--ე, ტელეფონი წაართვა და ხელი გაარტყა. აღნიშნულ ფაქტს შვილები არ შესწრებიან. სხვა დროს მისი მხრიდან ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულის განმარტებით მას ცოლთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, არ სურს რომ მათი ოჯახი დაინგრეს.

კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლეს და--არალებულმა მეუღლემ ას----- პა--–-------მა, არასრულწლოვანმა მოწმემ ირ----შ პა--–-------მა (ბრალდებულ არ----ტ პა--–-------ის შვილი) და მოწმე რუ--ნ პა--–-------მა (ბრალდებულ არ----ტ პა--–-------ის შვილი) და სასამართლო განხილვისას არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის - მეუღლისა და მამის (ბრალდებული არ----ტ პა--–-------ის) წინააღმდეგ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

განსახილველ შემთხვევაში „პირდაპირ“ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს სა-----კ ნა-–--------ის ჩვენება რომლის თანახმადაც 2018 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში დედამთილთან ერთად, კერძოდ ის იყო ეზოში, სადაც რეცხავდა ხალიჩებს, რა დროსაც შემოესმა ყვირილის ხმა. ს.ნა-–--------ი დედამთილთან ერთად როცა გარეთ გავიდა დაინახა რომ ას----- პა--–-------ს მისი მეუღლე არ----ტ პა--–-------ი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ ას-----ა ძირს იწვა, არ----ტი კი სახის არეში ურტყავდა, ასევე ცდილობდა რომ ას-----ასთვის ტელეფონი წაერთმია, რომელიც მას ხელში ეჭირა. არ----ტი მას უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა და ეუბნეოდა რომ მოღალატე იყო. სა-----კ ნა-–--------ი მათთან მივიდა და არ----ტს მოუწოდა შეეწყვიტა ას-----ას ცემა, ლანძღვა-გინება, ამ დროს არ----ტმა ას-----ას ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან და სახლში შევიდა. ს.ნა-–--------მა და მისმა დედამთილმა კი ას-----ა შეიყვანეს სახლში, დააწყნარეს, წყალი დაალევინეს. როდესაც იგი დაწყნარდა წავიდა თავის დედამთილთან სახლში. ამის შემდეგ ს.ნა-–--------ს ასთხიკა აღარ უნახავს და არ იცის რა მოხდა. სა-----კ ნა-–--------ის განმარტებით მისთვის ცნობილია რომ არ----ტი ხშირად სვავს და მეუღლეებს ხშირად აქვთ კონფლიქტი, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს იგი პირველად შეესწრო.

სასამართლო ოჯახური ძალადობის დანაშაულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, სავალდებულოდ მიიჩნევს და--არალებულის მხრიდან იმის გარკვევას, განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რაც ხშირ შემთხვევაში და--არალებულის მიერ გაკეთებული შეფასების მიხედვით დგინდება, ანუ ემყარება ე.წ. სუბიექტურ ტესტს, თუმცა აღნიშნული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მართებულად არ უნდა ჩაითვალოს და შეფასება უნდა მოხდეს ე.წ. ობიექტური ტესტითაც, ანუ იმის დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში პირი ობიექტურად განიცდიდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია სასამართლო სხდომა--ე და--არალებულ ას----- პა--–-------ს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია (ისარგებლა უფლებით არ მიეცა ბრალდებული მეუღლის წინააღმდეგ ჩვენება) თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ მისი სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსა--ღვრელი, რადგან ამ დროს იარსებებს რეალური საშიშროება მცდარი გადაწყვეტილების მიღების. იმ ფაქტს, რომ და--არალებულმა ას----- პა--–-------მა მართლაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა ადასტურებს მოწმის სახით, დაკითხული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ფსიქოლოგის მა----ა მა----–---–ის ჩვენება, რომელიც „პირდაპირ“ მტკიცებულებებად უნდა ჩაითვალოს და რომლის თანახმადაც „გამოსაკვლევი პირი მიზანმიმართულ კონტაქტში ერთვის. გამომეტყველება გამოხატავს უხერხულობას, წუხილს, დათრგუნულობას. მიმიკა, ჟესტიკულაცია ზომიერად გამომსახველია. შეკითხვებზე პასუხობს დაყოვნებით, საუბრობს დაბალი ხმით, ოდნავ შენელებული ტემპით, პაუზით. საუბრის მანერა, ინტონაცია გამოხატავს დაურწმუნებლობას, განხიბვლას, იმედგაცრუებას...“ ას----- პა--–-------მა გამოკითხვისა განმარტა, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს არ----ტის ცემის შედეგად მიიღო და--იანება, ტკიოდა სახე, ზურგი, თავი, შესიებული ქონდა სახის მარცხენა მხარე. აღნიშნული ტკივილები მან განიცადა არ----ტის მიერ მისი ცემის შედეგად, მან განიცადა როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ტანჯვა.“ ექსპერტის განმარტებით ას----- პა--–-------ის მიმართ განხორციელებული ქმედება უნდა შეფასდეს როგორც ფსიქოლოგიური ტანჯვის გამომწვევი. არ----ტ პა--–-------ის ქმედებამ გამოიწვია ას----- პა--–-------ის ფსიქოლოგიური ტანჯვა. ერთი შემთხვევაც (ბოლო ეპიზოდი) კი აუცილებლად იქნებოდა ტანჯვის საფუძველი.

ამასთან, სამცხე-ჯავახეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის და---- მე-----–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „შპს უნიმედი სამცხე ახალქალაქის სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი #3274/2-21-ის მიხედვით ას----- პა--–-------ი აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში შესულა 2019 წლის 28 სექტემბერს, 21:20 საათზე, შესვლისას იგი უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას. საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, არტ---იული წნევა 130/90 პულსი 72 სუნთქვის სიხშირე 20, მარცხენა ყვრიმალის არეში აღენიშნებოდა შესიება, ჰიპერემია, ჰორიზონტალური ნისტაგმი, გუგები თანაბარი, გონება არ დაუკარგავს. დიაგნოზი: მარცხენა ყვრიმალის დაჟეჟილობა.“

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ არ----ტ პა--–-------ის მხრიდან და--არალებულ ას----- პა--–-------ის მიმართ არაფრით არ დასტურდება წინა წლებში განხორციელებული ძალადობის ხშირი ხასიათი, რაც თავის თავში მოიცავს ქმედების არაერთჯერადობას, კერძოდ სისტემატიური ცემის ფაქტი, ასევე არ დასტურდება ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით. სასამართლოს პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად მიაჩნია მხოლოდ 2018 წლის 28 სექტემბრის ფაქტი, კერძოდ ის რომ 2018 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, არ----ტ პა--–-------მა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა მისი მეუღლე, ას----- პა--–-------ი. არ----ტ პა--–-------ის ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად ას----- პა--–-------მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა. შესაბამისად ბრალდებულ არ----ტ პა--–-------ის ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 30 ნოემბრის ცვლილებამდე რედაქციით), ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ცემა, რამაც და--არალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებს სა--ოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2.1.13. ბრალდებული არ----ტ პა--–-------ი თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. აღიარებს 2018 წლის 28 სექტემბერს ცოლის ცემის ფაქტს, მანვე აჩვენა რომ ცემის ფაქტს მისი არასრულწლოვანი შვილები არ შესწრებიან, ისინი იმ დროს იმყოფებოდნენ მეზობელთან და ამ ფაქტს ქუჩაში ვერ დაინახავდნენ.

3. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, არ----ტ პა--–-------მა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა მისი მეუღლე, ას----- პა--–-------ი. არ----ტ პა--–-------ის ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად ას----- პა--–-------მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

ამდენად, ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ----ტ პა--–-------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მოწმე სა-----კ ნა-–--------ის ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო, აგრეთვე ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები) მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ არ----ტ პა--–-------ის ბრალეულობას.

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილი (2018 წლის 30 ნოემბრის ცვლილებამდე რედაქციით), ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ცემა, რამაც და--არალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებს სა--ოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

დადგენილია, რომ არარტ პა--–-------მა, 2018 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, არ----ტ პა--–-------მა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა მისი მეუღლე, ას----- პა--–-------ი. არ----ტ პა--–-------ის ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად ას----- პა--–-------მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაში არსებობს მოტივი, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ამდენად, ბრალდებულის ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, იგი მართლსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივია.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. ბრალდებულ არ----ტ პა--–-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის რომ მის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული. რაც შეეხება შემამსუბუქებელ გარემოებას ის სასამართლოს მიერ დადგენილი ვერ იქნა.

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი ითვალისწინებს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობას, რომლის თანახმად პირის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა. უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველა--ე მსუბუქ ფორმას. აღნიშნული მუხლის თანახმად უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლება-თავისუფლებათა შეზღუდვის ყველა--ე მსუბუქ ფორმას, როგორც წესი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა უნდა პასუხობდეს თანა--ომიერების მოთხოვნას, რაც გულისხმობს უფლების შეზღუდვის პროპორციულობის შემოწმებას თანა--ომიერი ან მკაცრი ტესტით. კერძოდ, შეზღუდვის კანონიერებისათვის ორივე შემთხვევაში შეზღუდვა: 1. უნდა ემსახურებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული კანონიერი მიზნის მიღწევას; 2. უნდა იყოს კანონიერი - როგორც განხორციელების საფუძვლების, ასევე განხორციელების პროცედურის მიხედვით და 3. შეზღუდვის კანონიერებისათვის შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთ ვარგის საშუალებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილი (2018 წლის 30 ნოემბრის ცვლილებამდე რედაქციით), ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ცემა, რამაც და--არალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებს სა--ოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

დღეს მოქმედი რედაქციით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილი, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ცემა, რამაც და--არალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებს სა--ოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისა--ღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არა აქვს.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განსა--ღვრავს კანონის უკუძალას, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს.

ვინაიდან ბრალდებულ არ----ტ პა--–-------ის მიერ ბრალეული ქმედება ჩადენილია 2018 წლის 28 სექტემბერს, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილის 2018 წლის 30 ნოემბრის ცვლილებამდე რედაქცია, რადგან დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონი აღნიშნული ქმედებისათვის ამკაცრებს კანონს და იგი არატა პა--–-------ის მიმართ გამოყენებული ვერ იქნება.

 

მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს სა--ოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

სასამართლო ხა--ს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსა--ღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და გათვალისწინებული იქნეს ბრალდებულის პიროვნება.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსა--ღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არ----ტ პა--–-------ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რის გამოც მის მიმართ, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსით განსა--ღვრულ სასჯელის მიზნებს, ხოლო აღნიშნული სასჯელის სახე კი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და რაც პროპორციულად და თანა--ომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან, იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთ ვარგისი საშუალება.

 

7. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

არ----ტ პა--–-------ის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ, 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21--217-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. არ----ტ პა--–-------ის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 30 ნოემბრის ცვლილებამდე რედაქციით) და არ----ტ პა--–-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესა--ღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;

2. არ----ტ პა--–-------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 28 სექტემბრის 21:25 საათიდან;

3. არ----ტ პა--–-------ის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

4. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;

5. განაჩენი კანონიერ ძალში შედის გამოცხადებისთანავე;

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #11-) მეშვეობით.

მოსამართლე მალხა-- ენუქიძე