1. მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები ვალდებული არიან სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე დაიცვან პროცესის მონაწილეთა ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
2. დაუშვებელია ადამიანის ნების თავისუფლებაზე ზემოქმედება წამების, ძალადობის, სასტიკი მოპყრობის, მოტყუების, სამედიცინო ჩარევის, ჰიპნოზის, ასევე სხვა ისეთი ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც ზემოქმედებს ადამიანის მეხსიერებაზე ან აზროვნებაზე. აგრეთვე დაუშვებელია მუქარა ან ისეთი შეღავათების დაპირება, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული.
3. სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში იძულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # #
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. პიროვნების ღირსების ხელშეუვალობა 1. მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები ვალდებული არიან სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე დაიცვან პროცესის მონაწილეთა ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. 2. დაუშვებელია ადამიანის ნების თავისუფლებაზე ზემოქმედება წამების, ძალადობის, სასტიკი მოპყრობის, მოტყუების, სამედიცინო ჩარევის, ჰიპნოზის, ასევე სხვა ისეთი ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც ზემოქმედებს ადამიანის მეხსიერებაზე ან აზროვნებაზე. აგრეთვე დაუშვებელია მუქარა ან ისეთი შეღავათების დაპირება, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული. 3. სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში იძულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # # #
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(10)
საქმე №ბს-1288(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2025
…შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მომსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის,,ა“ ქვეპუნქტის (სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება), მე-4 მუხლის,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2018 წლის 7 ივლისიდან შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე. ამასთან,…
საქმე №2კ-1258აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2025
…ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი…
საქმე №2კ-703აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2022
…შეშლა. საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, ნიმუშის აღება ტარდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში იძულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ…
საქმე №2კ-511აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2021
…ნიმუშის აღება ტარდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე. შესაბამისად, დასაშვებია ბრალდებულის სხეულიდან ინფორმაციის მოპოვება იძულებით მაშინაც, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია, იძულების პროპორციული ზომის გამოყენების გზით საქართველოს სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში ნიმუშის აღება არ უკავშირდებოდა ძლიერი…
საქმე №38აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2021
…მუხლის შესაბამისად, თუ აპელანტის აზრით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი ან უკანონოა, მას შეუძლია, გაასაჩივროს სააპელაციო წესით, სააპელაციო საჩივარს კი - ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მე-4 და 521-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, სააპელაციო წესით განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. ამავე კოდექსის 523-ე მუხლის…
საქმე №2კ-704აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2018
საქმე №65აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.11.2017
…5-წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადით. აღნიშნულის თაობაზე პირმა ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადის გასვლამდე განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაა 11 წელი და იგი აითვლება იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის ზარალის გადატანასაც ითხოვს პირი წარდგენილ…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 4, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-4/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია