საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003486241
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №239აპ-24 თბილისი
გ-ე დ. 239აპ-24 26 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ო. გ-ს, მსჯავრდებულ დ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ე. გ-ს, მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ს-ს, მსჯავრდებულ გ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ჯ-ს, მსჯავრდებულ ნ. კ-ს, მსჯავრდებულ კ. დ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ც. ტ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინსასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით:
1.1. დ. გ-ე, დაბადებული ... წლის ... თებერვალს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით (2019 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი);
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით (2019 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი);
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით (დაზარალებულ ვ. უ-ს ეპიზოდი);
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით (დაზარალებულ ს. გ-ს ეპიზოდი);
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულის ერთობლიობით, დ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რომელიც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 18 ოქტომბრიდან.
1.2. ნ. კ-ი, დაბადებული ... წლის ... ივლისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით (დაზარალებულ ვ. უ-ს ეპიზოდი);
ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით (დაზარალებულ ს. გ-ს ეპიზოდი);
ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, რომელიც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 18 ოქტომბრიდან;
1.3. გ. მ-ი, დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით (დაზარალებულ ვ. უ-ს ეპიზოდი);
გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით (დაზარალებულ ს. გ-ს ეპიზოდი);
გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 10 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რომელიც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 18 ოქტომბრიდან;
1.4. კ. დ-ა, დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
კ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
კ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
კ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
კ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
კ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულის ერთობლიობით, კ. დ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კ. დ-ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა – 2 000 ლარი – და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. დ-ს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რომელიც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 18 ოქტომბრიდან;
კ. დ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
1.5. ნ. მ-ი, დაბადებული ... წლის ... თებერვალს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით (2019 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი);
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით (2019 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი);
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით (დაზარალებულ ვ. უ-ს ეპიზოდი);
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით (დაზარალებულ ს. გ-ს ეპიზოდი);
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა, შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, რომელიც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 18 ოქტომბრიდან;
1.6. ზ. მ-ე, დაბადებული ... წლის ... იანვარს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, რომელიც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 20 ოქტომბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-მ ჩაიდინა:
2.1. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, ბინაში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
მანვე ჩაიდინა: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით;
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება (ორი ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა: ყაჩაღობის მომზადება, ე.ი. თავდასხმის მომზადება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, ბინაში უკანონოდ შეღწევით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ (ორი ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ჯგუფურად;
მანვე ჩაიდინა: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ჩადენილი ჯგუფურად;
ასევე ჩაიდინა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.
დ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 7 ივნისის განაჩენით: დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 78-ე მუხლით (ბანდიტიზმი, 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2013 წლის 16 დეკემბერს, დ. გ-ე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. მიუხედავად ამისა, დ. გ-მ არაერთგზის ჩაიდინა ყაჩაღობა, კერძოდ:
დ. გ-ე, ნ. კ-ი, გ. მ-ი, ნ. მ-ი და კ. დ-ა – წინასწარ შეკავშირდნენ და ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმისსათვის. მათ მიზანს წარმოადგენდა ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.
2019 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით, ღამის 03:00 საათზე, თ-ში, დაბა ო-ში, ა-ს ქუჩის N...-ში, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით შეიარაღებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები: კ. დ-ა, გ. მ-ი, ნ. კ-ი, ნ. მ-ი და დ. გ-ე, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, თავს დაესხნენ ი. ბ-ს ოჯახს მათსავე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ – 20 000 ლარს, 60 000 აშშ დოლარის (176490 ლარი) ღირებულების ოქროს ნაკეთობებს, სამკაულებს, ხელჩანთებს, ი. ბ-ს კუთვნილ ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით – ... , სამ მობილურ ტელეფონსა და ი. ბ-ს სახელზე რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს – „ჰეკლერ კოხს,“ ნომრით: 24-105982, ორი მჭიდითა და საბრძოლო მასალით – 9X19 კალიბრიანი 50 ვაზნით.
ბოლოს, დ. გ-მ, ნ. კ-მა, გ. მ-მა, ნ. მ-მა და კ. დ-მ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ი. ბ-ს, მ. ბ-სა და ე. ბ-ს, შეუკრეს მათ ხელ-ფეხი, შეიყვანეს ოთახში და კარი გარედან თოკით ჩაუკეტეს, რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ნ. კ-ს, გ. მ-ს, ნ. მ-ს, დ. გ-სა და კ. დ-ს ქმედებებით, ი. ბ-ს მიადგა, არანაკლებ 300 950 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
დ. გ-მ, ნ. კ-მა, გ. მ-მა და ნ. მ-მა ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმისათვის და ყაჩაღობის ჩასადენად განზრახ შექმნეს პირობები.
მათ მიზანს წარმოადგენდა ვ. უ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმა ამ უკანასკნელთა საცხოვრებელ სახლში შეღწევით (მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში).
ხსენებული პირები ვ. უ-ს უკან დაჰყვებოდნენ დ. გ-ს ავტომობილით – ,,ფორდ ფოკუსით,“ სახელმწიფო ნომრით – ... , გ. მ-ს ავტომობილით – ,,მერსედეს-ბენცით,“ სახელმწიფო ნომრით – ... , ნ. კ-ს ავტომობილით – ,,სუზუკი“, სახელმწიფო ნომრით – ... .
ზემოაღნიშნულით სწავლობდნენ ვ. უ-ს გადაადგილების მარშრუტს, ელოდებოდნენ ოფისთან – თ-ში, ა-ს ქუჩის N...-თან, რითაც სწავლობდნენ მის სამუშაო გრაფიკს; ჩადიოდნენ მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, ვ. უ-ს საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს და ათვალიერებდნენ, ქუჩაში დამონტაჟებული იყო თუ არა ვიდეოსათვალთვალო კამერები, სწავლობდნენ მეზობლების სახლებსა და ვ. უ-ს სახლთან მისასვლელ გზებს, ასევე – ვ. უ-ს ავტომობილს ჰქონდა თუ არა ვიდეორეგისტრატორი და ეზოში ჰყავდა თუ არა ძაღლი. პარალელურად, გეგმავდნენ ყაჩაღურ თავდასხმას ბინაში უკანონო შეღწევით თანხისა და ძვირფასეულობის დაუფლების მიზნით.
დ. გ-მ, ნ. კ-მა, გ. მ-მა და ნ. მ-მა ყაჩაღობის ჩადენისთვის განზრახ შექმნეს პირობები და როგორც რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმისათვის შექმნილი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა: უნომრო ,,ЗК“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, უნომრო ,,ИЖ58МА“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი ორლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნებით, ,,DIABLO“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, ,,VOLTRAN MOD. 2000“ მოდელის პისტოლეტი, მჭიდითა და ერთი, 1908 წლის ნიმუშის ,,ბრაუნინგის“ 9მმ-კალიბრიანი ვაზნით, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ და ატარებდნენ ჯგუფურად. ასევე, შეიძინეს ცივი იარაღები – დანები, რასაც ასევე უკანონოდ ატარებდნენ.
დ. გ-ს, ნ. კ-ს, გ. მ-სა და ნ. მ-ს მიზანს, გარდა ვ. უ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმისა, ასევე წარმოადგენდა ს. გ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმა, ამ უკანასკნელთა საცხოვრებელ სახლში შეღწევით, თ-ში, ვ. ჯ-ს N...-ში, რა მიზნითაც, აღნიშნული პირები ს. გ-ს უკან დაჰყვებოდნენ დ. გ-ს ავტომობილით – „ფორდ ფოკუსი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , გ. მ-ს ავტომობილით – „მერსედეს-ბენცი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , ნ. კ-ს ავტომობილით – სუზუკი, სახელმწიფო ნომრით – ... .
ზემოაღნიშნულით სწავლობდნენ ს. გ-ს გადაადგილების მარშრუტს, ელოდებოდნენ მას სახლთან, ფეხით მოძრაობდნენ ვ. ჯ-ს ქუჩაზე და ათვალიერებდნენ სახლებს. ათვალიერებდნენ ვ. ჯ-ს ქუჩის N...-ში მდებარე ს. გ-ს სახლის ეზოს, ჰყავდა თუ არა ს. გ-ს ძაღლი; ათვალიერებდნენ მიმდებარე ტერიტორიას, იყურებოდნენ მაღლა, იყო თუ არა დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერები, მიდიოდნენ დ. დ-ში მდებარე, ს. გ-სა და მისი ოჯახის კუთვნილ ტერიტორიასთან – ა-ს ქუჩის N...-თან, სადაც ასევე სწავლობდნენ ს. გ-ს სამუშაო გრაფიკსა და გადაადგილების მარშრუტს. პარალელურად, გეგმავდნენ ყაჩაღურ თავდასხმას ბინაში უკანონო შეღწევით, თანხისა და ძვირფასეულობის დაუფლების მიზნით.
2019 წლის 18 ოქტომბერს, 20:20 საათზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები: ნ. კ-ი, გ. მ-ი, ნ. მ-ი და დ. გ-ე, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომობილით – ,,ფორდ ფოკუსი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , ს. გ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმის მიზნით, მივიდნენ თ-ში, ვ. ჯ-ს ქუჩის დასაწყისში.
ავტომობილიდან გადმოვიდნენ ნ. კ-ი, გ. მ-ი და ნ. მ-ი და როდესაც აპირებდნენ ჯ-ს ქუჩის N...-ს მიმართულებით წასვლას, საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელბმა დააკავეს, ხოლო დ. გ-ე დააკავეს ავტომობილში.
გ. მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოუღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: ,,VOLTRAN MOD. 2000“ მოდელის პისტოლეტი მჭიდითა და ერთი, 1908 წლის ნიმუშის, ,,ბრაუნინგის“ 9მმ-კალიბრიანი ვაზნით; ხოლო ავტომობილის ჩხრეკისას ამოიღეს ნ. კ-ს, გ. მ-ს, ნ. მ-სა და დ. გ-ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები: უნომრო ,,ЗК“-ს მოდელის 16-კალიბრიანი, ერთლულიანი თოფი გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, უნომრო, ,,ИЖ58МА“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი, ორლულიანი თოფი გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნებით, ,,DIABLO“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი ერთლულიანი თოფი გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, ასევე – წებოვანი ლენტები, 5 ნიღაბი, თოკები, ხამუთები (ხელების შესაკრავად – 8 ცალი), ცივი იარაღები – დანები და 4 წყვილი ხელთათმანი.
2019 წლის 27 ნოემბერს, სისხლის სამართლის N... საქმეზე მოსამართლმ მიიღო N19464-19 განჩინება ბრალდებულ დ. გ-საგან სხვა ნიმუშებთან ერთად, ხმის ნიმუშის აღების შესახებ.
ზემოაღნიშნული განჩინება, 2019 წლის 20 დეკემბერს, სათანადო წესით გაეცნო ბრალდებულ დ. გ-ს, თუმცა მან ხმის ნიმუშის მოცემაზე უარი განუცხადა საგამოძიებო ორგანოს.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-მა ჩაიდინა:
3.1. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ბინაში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით;
ყაჩაღობის მომზადება, ე.ი. თავდასხმის მომზადება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონოდ შეღწევით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ (ორი ეპიზოდი);
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ჯგუფურად.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ჩადენილი ჯგუფურად;
ნ. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ნ. კ-ი, გ. მ-ი, ნ. მ-ი, კ. დ-ა და დ. გ-ე წინასწარ შეკავშირდნენ და ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმის განსახორციელებლად. მათ მიზანს წარმოადგენდა ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.
2019 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით, ღამის 03:00 საათზე, თ-ში, დაბა ო-ს, ა-ს ქუჩის N...-ში, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით შეიარაღებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები: ნ. კ-ი, კ. დ-ა, გ. მ-ი, ნ. მ-ი და დ. გ-ე, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, თავს დაესხნენ ი. ბ-ს ოჯახს მათსავე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ამ უკანასკნელის 20 000 ლარს, 60 000 აშშ დოლარის (176490 ლარი) ღირებულების ოქროს ნაკეთობებს, სამკაულებს, ხელჩანთებს, ი. ბ-ს კუთვნილ ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით – ... , 3 მობილურ ტელეფონსა და ი. ბ-ს სახელზე რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს – „ჰეკლერ კოხს,“ ნომრით: 24-105982, ორი მჭიდითა და საბრძოლო მასალით – 9X19-კალიბრიანი, 50 ვაზნით.
ბოლოს, ნ. კ-მა, გ. მ-მა, ნ. მ-მა, დ. გ-მ და კ. დ-მ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ი. ბ-ს, მ. ბ-სა და ე. ბ-ს, შეუკრეს ხელ-ფეხი, შეიყვანეს ოთახში და კარი გარედან ჩაუკეტეს თოკით, რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ნ. კ-ს, გ. მ-ს, ნ. მ-ს, დ. გ-სა და კ. დ-ს ქმედებებით, ი. ბ-ს მიადგა, არანაკლებ 300 950 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ნ. კ-მა, გ. მ-მა, ნ. მ-მა და დ. გ-მ ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმისათვის და ყაჩაღობის ჩადენისათვის განზრახ შექმნეს პირობები.
მათ მიზანს წარმოადგენდა ვ. უ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმა ამ უკანასკნელთა საცხოვრებელ სახლში შეღწევით (მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში), რა მიზნითაც აღნიშნული პირები, ვ. უ-ს უკან დაჰყვებოდნენ დ. გ-ს ავტომობილით – ,,ფორდ ფოკუსი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , გ. მ-ს ავტომობილით – ,,მერსედეს-ბენცი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , ნ. კ-ს ავტომობილით – ,,სუზუკი,“ სახელმწიფო ნომრით – ... .
ზემოაღნიშნულით სწავლობდნენ ვ. უ-ს გადაადგილების მარშრუტს, ელოდებოდნენ მას ოფისთან: თ-ში, ა-ს ქუჩის N...-თან, რითაც სწავლობდნენ მის სამუშაო გრაფიკს. ჩადიოდნენ მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, ვ. უ-ს საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, ათვალიერებდნენ, იყო თუ არა ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერები, სწავლობდნენ მეზობლების სახლებსა და ვ. უ-ს სახლთან მისასვლელ გზებს, ასევე, ვ. უ-ს ავტომობილს ჰქონდა თუ არა ვიდეორეგისტრატორი და ეზოში ჰყავდა თუ არა ძაღლი. პარალელურად, გეგმავდნენ ყაჩაღურ თავდასხმას ბინაში უკანონო შეღწევით თანხისა და ძვირფასეულობის დაუფლების მიზნით.
ნ. კ-მა, გ. მ-მა, ნ. მ-მა და დ. გ-მ ყაჩაღობის ჩადენისათვის განზრახ შექმნეს პირობები და როგორც რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმისათვის შექმნილი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა: უნომრო, ,,ЗК“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი, ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, უნომრო ,,ИЖ58МА“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი, ორლულიანი თოფი გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნებით, ,,DIABLO“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი, ერთლულიანი თოფი გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, ,,VOLTRAN MOD. 2000“ მოდელის პისტოლეტი მჭიდითა და ერთი, 1908 წლის ნიმუშის, ,,ბრაუნინგის“ 9 მმ კალიბრიანი ვაზნით, – რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ და ატარებდნენ ჯგუფურად. ასევე შეიძინეს ცივი იარაღები – დანები, რასაც ასევე უკანონოდ ატარებდნენ.
ნ. კ-ს, გ. მ- ს, ნ. მ-სა და დ. გ-ს მიზანს, გარდა ვ. უ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმისა, ასევე წარმოადგენდა ს. გ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმა, ამ უკანასკნელთა საცხოვრებელ სახლში შეღწევით: ქ. თ-ში, ვ. ჯ-ს N...-ში, რა მიზნითაც აღნიშნული პირები ს. გ-ს უკან დაჰყვებოდნენ დ. გ-ს ავტომობილით – ,,ფორდ ფოკუსი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , გ. მ-ს ავტომობილით – ,,მერსედეს-ბენცი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , ნ. კ-ს ავტომობილით – ,,სუზუკი,“ სახელმწიფო ნომრით – ... .
ზემოაღნიშნულით სწავლობდნენ ს. გ-ს გადაადგილების მარშრუტს, ელოდებოდნენ სახლთან, ფეხით მოძრაობდნენ ვ. ჯ-ს ქუჩაზე და ათვალიერებდნენ სახლებს, ათვალიერებდნენ ვ. ჯ-ს ქუჩის N...-ში მდებარე ს. გ-ს სახლის ეზოს, ჰყავდა თუ არა ს. გ-ს ძაღლი, ათვალიერებდნენ მიმდებარე ტერიტორიას, იყურებოდნენ მაღლა – იყო თუ არა დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერები, მიდიოდნენ დ. დ-ში მდებარე ს. გ-სა და მისი ოჯახის კუთვნილ ტერიტორიასთან (ა-ს ქუჩის N...-თან), სადაც ასევე სწავლობდნენ ს. გ-ს სამუშაო გრაფიკსა და გადაადგილების მარშრუტს. პარალელურად, გეგმავდნენ ყაჩაღურ თავდასხმას ბინაში უკანონო შეღწევით თანხისა და ძვირფასეულობის დაუფლების მიზნით.
2019 წლის 18 ოქტომბერს, 20:20 საათზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები: ნ. კ-ი, გ. მ-ი, ნ. მ-ი და დ. გ-ე, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომობილით – ,,ფორდ ფოკუსი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , ს. გ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების მიზნით, მივიდნენ თ-ში, ვ. ჯ-ს ქუჩის დასაწყისში.
ავტომობილიდან გადმოვიდნენ: ნ. კ-ი, გ. მ-ი და ნ. მ-ი და როდესაც აპირებდნენ ვ. ჯ-ს ქუჩის N...-ს მიმართულებით წასვლას, ისინი საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს, ხოლო დ. გ-ე დააკავეს ავტომობილში.
გ. მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – ,,VOLTRAN MOD. 2000“ მოდელის პისტოლეტი მჭიდითა და ერთი, 1908 წლის ნიმუშის, ,,ბრაუნინგის“ 9მმ-კალიბრიანი ვაზნით, ხოლო ავტომობილის ჩხრეკისას ამოიღეს ნ. კ-ს, გ. მ-ს, ნ. მ-სა და დ. გ-ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები: უნომრო ,,ЗК“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, უნომრო, ,,ИЖ58МА“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი ორლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნებით, ,,DIABLO“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი, ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, ასევე: წებოვანი ლენტები, 5 ნიღაბი, თოკები, ხამუთები (ხელების შესაკრავად – 8 ცალი), ცივი იარაღები – დანები და 4 წყვილი ხელთათმანი.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-მა ჩაიდინა:
4.1. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ბინაში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით;
ყაჩაღობის მომზადება, ე.ი., თავდასხმის მომზადება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონოდ შეღწევით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ (ორი ეპიზოდი);
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ჯგუფურად;
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ჩადენილი ჯგუფურად.
გ. მ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
გ. მ-ი, ნ. კ-ი, ნ. მ-ი, კ. დ-ა და დ. გ-ე წინასწარ შეკავშირდნენ და ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმის განსახორციელებლად. მათ მიზანს წარმოადგენდა ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.
2019 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით, ღამის 03:00 საათზე, თ-ში, დაბა ო-ს, ა-ს ქუჩის N...-ში, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით შეიარაღებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები: გ. მ-ი, ნ. კ-ი, კ. დ-ა, ნ. მ-ი და დ. გ-ე, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, თავს დაესხნენ ი. ბ-ს ოჯახს მათსავე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ 20 000 ლარს, 60 000 აშშ დოლარის (176490 ლარი) ღირებულების ოქროს ნაკეთობებს, სამკაულებს, ხელჩანთებს, ი. ბ-ს კუთვნილ ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით – ... , 3 მობილურ ტელეფონსა და ი. ბ-ს სახელზე რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს – „ჰეკლერ კოხს,“ ნომრით: 24-105982, ორი მჭიდითა და საბრძოლო მასალით – 9X19-კალიბრიანი 50 ვაზნით.
ბოლოს, გ. მ-მა, ნ. კ-მა, ნ. მ-მა, დ. გ-მ და კ. დ-მ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ი. ბ-ს, მ. ბ-სა და ე. ბ-ს, შეუკრეს ხელ-ფეხი, შეიყვანეს ოთახში და კარი გარედან ჩაუკეტეს თოკით, რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გ. მ-ს, ნ. კ-ს, ნ. მ-ს, დ. გ-სა და კ. დ-ს ქმედებებით, ი. ბ-ს მიადგა არანაკლებ 300 950 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
გ. მ-მა, ნ. კ-მა, ნ. მ-მა და დ. გ-მ ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი, რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმისათვის და ყაჩაღობის ჩადენისათვის განზრახ შექმნეს პირობები.
მათ მიზანს წარმოადგენდა ვ. უ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელება ამ უკანასკნელთა საცხოვრებელ სახლში შეღწევით – მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, რა მიზნითაც აღნიშნული პირები, ვ. უ-ს უკან დაჰყვებოდნენ დ. გ-ს ავტომობილით – ,,ფორდ ფოკუსი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , გ. მ-ს ავტომობილით – ,,მერსედეს-ბენცი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , ნ. კ-ს ავტომობილით – ,,სუზუკი,“ სახელმწიფო ნომრით – ... .
ზემოაღნიშნულით სწავლობდნენ ვ. უ-ს გადაადგილების მარშრუტს, ელოდებოდნენ მას ოფისთან: თ-ში, ა-ს ქუჩის N...-თან, რითაც სწავლობდნენ მის სამუშაო გრაფიკს. ჩადიოდნენ მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, ვ. უ-ს საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, ათვალიერებდნენ, იყო თუ არა ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერები, სწავლობდნენ მეზობლების სახლებსა და ვ. უ-ს სახლთან მისასვლელ გზებს, ასევე – ვ. უ-ს ავტომობილს ჰქონდა თუ არა ვიდეორეგისტრატორი და ეზოში ჰყავდა თუ არა ძაღლი. პარალელურად, გეგმავდნენ ყაჩაღურ თავდასხმას ბინაში უკანონო შეღწევით ფულადი თანხისა და ძვირფასეულობის დაუფლების მიზნით.
გ. მ-მა, ნ. კ-მა, ნ. მ-მა და დ. გ-მ ყაჩაღობის ჩადენისათვის განზრახ შექმნეს პირობები და როგორც რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმისათვის შექმნილი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა:
უნომრო ,,ЗК“-ს მოდელის 16-კალიბრიანი, ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, უნომრო ,,ИЖ58МА“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი ორლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნებით, ,,DIABLO“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი, ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, ,,VOLTRAN MOD. 2000“ მოდელის პისტოლეტი მჭიდითა და ერთი, 1908 წლის ნიმუშის, ,,ბრაუნინგის“ 9მმ-კალიბრიანი ვაზნით, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ და ატარებდნენ ჯგუფურად. ასევე შეიძინეს ცივი იარაღები – დანები, რასაც ასევე უკანონოდ ატარებდნენ.
გ. მ-ს, ნ. კ-ს, ნ. მ-სა და დ. გ-ს მიზანს, გარდა ვ. უ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმისა, ასევე წარმოადგენდა ს. გ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმა, ამ უკანასკნელთა საცხოვრებელ სახლში შეღწევით: თ-ში, ვ. ჯ-ს N...-ში, რა მიზნითაც აღნიშნული პირები ს. გ-ს უკან დაჰყვებოდნენ დ. გ-ს ავტომობილით – ,,ფორდ ფოკუსი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , გ. მ-ს ავტომობილით – ,,მერსედეს-ბენცი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , ნ. კ-ს ავტომობილით – ,,სუზუკი,“ სახელმწიფო ნომრით – ... .
ზემოაღნიშნულით სწავლობდნენ ს. გ-ს გადაადგილების მარშრუტს, ელოდებოდნენ სახლთან, ფეხით მოძრაობდნენ ვ. ჯ-ს ქუჩაზე და ათვალიერებდნენ სახლებს, ათვალიერებდნენ ვ. ჯ-ს ქუჩის N...-ში მდებარე ს. გ-ს სახლის ეზოს, ჰყავდა თუ არა ს. გ-ს ძაღლი, ათვალიერებდნენ მიმდებარე ტერიტორიას, იყურებოდნენ მაღლა – იყო თუ არა დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერები, მიდიოდნენ დ. დ-ში მდებარე ს. გ-სა და მისი ოჯახის კუთვნილ ტერიტორიასთან – ა-ს ქუჩის N...-თან, სადაც ასევე სწავლობდნენ ს. გ-ს სამუშაო გრაფიკსა და გადაადგილების მარშრუტს. პარალელურად, გეგმავდნენ ყაჩაღურ თავდასხმას ბინაში უკანონო შეღწევით ფულადი თანხისა და ძვირფასეულობის დაუფლების მიზნით.
2019 წლის 18 ოქტომბერს, 20:20 საათზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები: გ. მ-ი, ნ. მ-ი, ნ. კ-ი და დ. გ-ე, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომობილით – ,,ფორდ ფოკუსი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , ს. გ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმისათვის, მივიდნენ თბილისში, ვ. ჯ-ს ქუჩის დასაწყისში.
ავტომობილიდან გადმოვიდნენ ნ. კ-ი, გ. მ-ი და ნ. მ-ი და როდესაც აპირებდნენ ვ. ჯ-ს ქუჩის N...-ს მიმართულებით წასვლას, ისინი დააკავეს საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხოლო დ. გ-ე დააკავეს ავტომობილში.
გ. მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – ,,VOLTRAN MOD. 2000“ მოდელის პისტოლეტი მჭიდითა და ერთი, 1908 წლის ნიმუშის ,,ბრაუნინგის“ 9 მმ კალიბრიანი ვაზნით, ხოლო ავტომობილის ჩხრეკისას ამოიღეს ნ. კ-ს, გ. მ-ს, ნ. მ-სა და დ. გ-ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები: უნომრო ,,ЗК“-ს მოდელის 16 კალიბრიანი ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, უნომრო ,,ИЖ58МА“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი, ორლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნებით, ,,DIABLO“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი, ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, ასევე წებოვანი ლენტები, 5 ნიღაბი, თოკები, ხამუთები (ხელების შესაკრავად – 8 ცალი), ცივი იარაღები – დანები და 4 წყვილი ხელთათმანი.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. დ-მ ჩაიდინა:
5.1. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ბინაში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით;
ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება;
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა;
კ. დ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განაჩენით: კ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2 000 ლარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განაჩენით: კ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (ძვ. რედ.) და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე პირობით ჩაეთვალა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა – 2015 წლის 4 ივნისის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი – ჯარიმა 2 000 ლარი და საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი და თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. 2017 წლის 27 იანვარს, კ. დ-ა გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენით: კ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, საბოლოოდ, კ. დ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით, რაც პირობით ჩაეთვალა იმავე გამოსაცდელი ვადით და დაეკისრა ჯარიმა – 2 000 ლარი. აღნიშნული ჯარიმა კ. დ-ს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე შეტანილი არ არის. მიუხედავად ამისა, კ. დ-მ კვლავ ჩაიდინა არაერთი განზრახი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, კერძოდ:
კ. დ-ა, დ. გ-ე, ნ. კ-ი, გ. მ-ი და ნ. მ-ი წინასწარ შეკავშირდნენ და ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმის განსახორციელებლად. მათ მიზანს წარმოადგენდა ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.
2019 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით, ღამის 03:00 საათზე, თ-ში, დაბა ო-ს, ა-ს ქუჩის N...-ში, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით შეიარაღებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები: კ. დ-ა, გ. მ-ი, ნ. კ-ი, ნ. მ-ი და დ. გ-ე, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, თავს დაესხნენ ი. ბ-ს ოჯახს მათსავე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ 20 000 ლარს, 60 000 აშშ დოლარის (176490 ლარი) ღირებულების ოქროს ნაკეთობებს, სამკაულებს, ხელჩანთებს, ი. ბ-ს კუთვნილ, ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით – ... , 3 მობილურ ტელეფონსა და ი. ბ-ს სახელზე რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს – „ჰეკლერ კოხს,“ ნომრით: 24-105982, ორი მჭიდითა და საბრძოლო მასალით – 9X19-კალიბრიანი, 50 ვაზნით.
ბოლოს, კ. დ-მ, დ. გ-მ, ნ. კ-მა, გ. მ-მა და ნ. მ-მა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ი. ბ-ს, მ. ბ-სა და ე. ბ-ს, შეუკრეს ხელ-ფეხი, შეიყვანეს ოთახში და კარი გარედან ჩაუკეტეს თოკით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. კ. დ-ს, ნ. კ-ს, გ. მ-ს, ნ. მ-სა და დ. გ-ს ქმედებებით, ი. ბ-ს მიადგა არანაკლებ 300 950 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
კ. დ-მ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ-ს“ შემცველი სითხე, ერთჯერადი მოხმარების შპრიცში, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2019 წლის 18 ოქტომბერს, თ-ში, ... ა-ს ქუჩის N...-ის მიმდებარედ, მისი ავტომანქანის (სახ. ნომრით: ...) ჩხრეკისას ზემოხსენებული, 1 შპრიცი ამოიღეს, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ალფა-პვპ-ს“.
2019 წლის 27 ნოემბერს, სისხლის სამართლის N... საქმეზე მოსამართლემ მიიღო N19464-19 განჩინება ბრალდებულ კ. დ-გან ნერწყვის, სუნის, ხმის, ფოტოსა და ხელების ანაბეჭდების ნიმუშის აღების შესახებ. აღნიშნული განჩინება, 2019 წლის 25 დეკემბერს, სათანადო წესით გაეცნო ბრალდებულ კ. დ-ს, თუმცა მან უარი განაცხადა განჩინების შესრულებაზე და საგამოძიებო ორგანოს არ მისცა ნერწყვის, სუნის, ხმის, ფოტოსა და ხელების ანაბეჭდების ნიმუშები.
6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ-მა ჩაიდინა:
6.1. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ბინაში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის;
თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის;
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება (ორი ეპიზოდი);
ყაჩაღობის მომზადება, ე.ი. თავდასხმის მომზადება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონოდ შეღწევით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (ორი ეპიზოდი);
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა და ტარებისათვის;
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა და ტარებისათვის;
სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა;
ნ. მ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 15 მარტის განაჩენით: ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ძვ. რედ.) და 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედ) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2003 წლის 8 ოქტომბერს, ნ. მ-ი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის განაჩენით: ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილი ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2013 წლის 21 იანვარს, ნ. მ-ი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
მიუხედავად ამისა, ნ. მ-მა კვლავ ჩაიდინა: ყაჩაღობა იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, კერძოდ:
ნ. მ-ი, დ. გ-ე, ნ. კ-ი, გ. მ-ი და კ. დ-ა – წინასწარ შეკავშირდნენ და ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმისათის. მათ მიზანს წარმოადგენდა ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.
2019 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით, ღამის 03:00 საათზე, თ-ში, დაბა ო-ს, ა-ს ქუჩის N...-ში, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით შეიარაღებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები: ნ. მ-ი, კ. დ-ა, გ. მ-ი, ნ. კ-ი და დ. გ-ე, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, თავს დაესხნენ ი. ბ-ს ოჯახს მათსავე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ 20 000 ლარს, 60 000 აშშ დოლარის (176490 ლარი) ღირებულების ოქროს ნაკეთობებს, სამკაულებს, ხელჩანთებს, ი. ბ-ს კუთვნილ ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით – ... , 3 მობილურ ტელეფონსა და ი. ბ-ს სახელზე რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს – „ჰეკლერ კოხს“ ნომრით: 24-105982, ორი მჭიდითა და საბრძოლო მასალით – 9X19 კალიბრიანი, 50 ვაზნით.
ბოლოს, ნ. მ-მა, დ. გ-მ, ნ. კ-მა, გ. მ-მა და კ. დ-მ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ი. ბ-ს, მ. ბ-სა და ე. ბ-ს, შეუკრეს ხელ-ფეხი, შეიყვანეს ოთახში და კარი გარედან ჩაუკეტეს თოკით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ნ. მ-ს, ნ. კ-ს, გ. მ-ს, დ. გ-სა და კ. დ-ს ქმედებით, ი. ბ-ს მიადგა არანაკლებ 300 950 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ნ. მ-მა, ნ. კ-მა, გ. მ-მა და დ. გ-მ ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი, რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმისათვის და ყაჩაღობის ჩადენისათვის განზრახ შექმნეს პირობები.
მათ მიზანს წარმოადგენდა ვ. უ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმა ამ უკანასკნელთა საცხოვრებელ სახლში შეღწევით, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, რა მიზნითაც აღნიშნული პირები ვ. უ-ს უკან დაჰყვებოდნენ დ. გ-ს ავტომობილით – ,,ფორდ ფოკუსი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , გ. მ-ს ავტომობილით - ,,მერსედეს-ბენცი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , ნ. კ-ს ავტომობილით – ,,სუზუკი“, სახელმწიფო ნომრით – ... .
ზემოაღნიშნულით სწავლობდნენ ვ. უ-ს გადაადგილების მარშრუტს, ელოდებოდნენ ოფისთან: თ-ში, ა-ს ქუჩის N...-თან, რითაც სწავლობდნენ მის სამუშაო გრაფიკს. ჩადიოდნენ მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში ვ. უ-ს საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, ათვალიერებდნენ ქუჩაში დამონტაჟებული იყო თუ არა ვიდეოსათვალთვალო კამერები, სწავლობდნენ მეზობლების სახლებსა და ვ. უ-ს სახლთან მისასვლელ გზებს, ასევე, ვ. უ-ს ავტომობილს ჰქონდა თუ არა ვიდეორეგისტრატორი და ეზოში ჰყავდა თუ არა მას ძაღლი. პარალელურად, გეგმავდნენ ყაჩაღურ თავდასხმას ბინაში უკანონო შეღწევით ფულადი თანხისა და ძვირფასეულობის დაუფლების მიზნით.
ნ. მ-მა, ნ. კ-მა, გ. მ-მა და დ. გ-მ ყაჩაღობის ჩადენისათვის განზრახ შექმნეს პირობები და როგორც რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმის განსახორციელებლად შექმნილი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა:
უნომრო ,,ЗК“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი, ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, უნომრო, ,,ИЖ58МА“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი, ორლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნებით, ,,DIABLO“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი, ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, ,,VOLTRAN MOD. 2000“ მოდელის პისტოლეტი მჭიდითა და ერთი, 1908 წლის ნიმუშის ,,ბრაუნინგის“ 9 მმ-კალიბრიანი ვაზნით, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ და ატარებდნენ ჯგუფურად. ასევე შეიძინეს ცივი იარაღები – დანები, რასაც ასევე უკანონოდ ატარებდნენ.
ნ. მ-ს, ნ. კ-ს, გ. მ-სა და დ. გ-ს მიზანს, გარდა ვ. უ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმისა, ასევე წარმოადგენდა ს. გ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმა, ამ უკანასკნელთა საცხოვრებელ სახლში შეღწევით, თ-ში, ვ. ჯ-ს N...-ში, რა მიზნითაც აღნიშნული პირები ს. გ-ს უკან დაჰყვებოდნენ დ. გ-ს ავტომობილით – ,,ფორდ ფოკუსი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , გ. მ-ს ავტომობილით – ,,მერსედეს-ბენცი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , ნ. კ-ს ავტომობილით –,,სუზუკი“, სახელმწიფო ნომრით – ... .
ზემოაღნიშნულით სწავლობდნენ ს. გ-ს გადაადგილების მარშრუტს, ელოდებოდნენ სახლთან, ფეხით მოძრაობდნენ ვ. ჯ-ს ქუჩაზე და ათვალიერებდნენ სახლებს, ათვალიერებდნენ ვ. ჯ-ს ქუჩის N...-ში მდებარე ს. გ-ს სახლის ეზოს, – ჰყავდა თუ არა მას ძაღლი, ათვალიერებდნენ მიმდებარე ტერიტორიას, იყურებოდნენ მაღლა, – იყო თუ არა დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერები, მიდიოდნენ დ. დ-ში მდებარე ს. გ-სა და მისი ოჯახის კუთვნილ ტერიტორიასთან – ა-ს ქუჩის N...-თან, სადაც ასევე სწავლობდნენ ს. გ-ს სამუშაო გრაფიკსა და გადაადგილების მარშრუტს. პარალელურად, გეგმავდნენ ყაჩაღურ თავდასხმას ბინაში უკანონო შეღწევით, თანხისა და ძვირფასეულობის დაუფლების მიზნით.
2019 წლის 18 ოქტომბერს, 20:20 საათზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები: ნ. მ-ი, ნ. კ-ი, გ. მ-ი და დ. გ-ე, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომობილით – ,,ფორდ ფოკუსი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , ს. გ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმისათვის, მივიდნენ თ-ში, ვ. ჯ-ს ქუჩის დასაწყისში. ავტომობილიდან გადმოვიდნენ: ნ. კ-ი, გ. მ-ი და ნ. მ-ი და როდესაც აპირებდნენ ვ. ჯ-ს ქუჩის N...-ს მიმართულებით წასვლას, ისინი საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს, ხოლო დ. გ-ე დააკავეს ავტომობილში.
გ. მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს – ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – ,,VOLTRAN MOD. 2000“ მოდელის პისტოლეტი მჭიდითა და ერთი, 1908 წლის ნიმუშის ,,ბრაუნინგის“ 9მმ-კალიბრიანი ვაზნით, ხოლო ავტომობილის ჩხრეკისას ამოიღეს ნ. კ-ს, გ. მ-ს, ნ. მ-სა და დ. გ-ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები: უნომრო ,,ЗК“-ს მოდელის 16-კალიბრიანი ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, უნომრო ,,ИЖ58МА“-ს მოდელის 16 კალიბრიანი ორლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნებით, ,,DIABLO“-ს მოდელის 16-კალიბრიანი, ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, ასევე წებოვანი ლენტები, 5 ნიღაბი, თოკები, ხამუთები (ხელების შესაკრავად – 8 ცალი), ცივი იარაღები – დანები და 4 წყვილი ხელთათმანი.
2019 წლის 27 ნოემბერს, სისხლის სამართლის N... საქმეზე მოსამართლემ მიიღო N19464-19 განჩინება ბრალდებულ ნ. მ-გან ნერწყვის, სუნის, ხმის, ფოტოსა და ხელების ანაბეჭდების ნიმუშის აღების შესახებ.
ზემოაღნიშნული განჩინება, სათანადო წესით, 2019 წლის 20 დეკემბერს გაეცნო ბრალდებულ ნ. მ-ს, თუმცა მან უარი განაცხადა განჩინების შესრულებაზე და საგამოძიებო ორგანოს არ მისცა ნერწყვის, სუნის, ხმის, ფოტოსა და ხელების ანაბეჭდების ნიმუშები.
7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ-მ ჩაიდინა:
7.1. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:
გ. მ-მა, ნ. კ-მა, ნ. მ-მა და დ. გ-მ ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმის განსახორციელებლად და ყაჩაღობის ჩადენისათვის განზრახ შექმნეს პირობები:
მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა: უნომრო ,,ЗК“-ს მოდელის 16-კალიბრიანი, ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, უნომრო ,,ИЖ58МА“-ს მოდელის 16-კალიბრიანი, ორლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნებით, ,,DIABLO“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი, ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, ,,VOLTRAN MOD. 2000“ მოდელის პისტოლეტი, მჭიდითა და ერთი, 1908 წლის ნიმუშის ,,ბრაუნინგის“ 9მმ-კალიბრიანი ვაზნით, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ და ატარებდნენ ჯგუფურად.
გ. მ-ს, ნ. კ-ს, ნ. მ-სა და დ. გ-ს მიზანს წარმოადგენდა ს. გ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმა, ამ უკანასკნელთა საცხოვრებელ სახლში შეღწევით: თ-ში, ვ. ჯ-ს N...-ში, რა მიზნითაც აღნიშნული პირები ს. გ-ს უკან დაჰყვებოდნენ დ. გ-ს ავტომობილით – ,,ფორდ ფოკუსი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , გ. მ-ს ავტომობილით – ,,მერსედეს-ბენცი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , ნ. კ-ს ავტომობილით – ,,სუზუკი“, სახელმწიფო ნომრით – ... .
ზემოაღნიშნულით სწავლობდნენ ს. გ-ს გადაადგილების მარშრუტს, ელოდებოდნენ სახლთან, ფეხით მოძრაობდნენ ვ. ჯ-ს ქუჩაზე და ათვალიერებდნენ სახლებს, ათვალიერებდნენ ვ. ჯ-ს ქუჩის N...-ში მდებარე ს. გ-ს სახლის ეზოს, ჰყავდა თუ არა მას ძაღლი, ათვალიერებდნენ მიმდებარე ტერიტორიას, იყურებოდნენ მაღლა – იყო თუ არა დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერები, მიდიოდნენ დ. დ-ში მდებარე ს. გ-სა და მისი ოჯახის კუთვნილ ტერიტორიასთან, ა-ს ქუჩის N...-თან, სადაც ასევე სწავლობდნენ ს. გ-ს სამუშაო გრაფიკსა და გადაადგილების მარშრუტს. პარალელურად, გეგმავდნენ ყაჩაღურ თავდასხმას ბინაში უკანონო შეღწევით თანხისა და ძვირფასეულობის დაუფლების მიზნით.
2019 წლის 18 ოქტომბერს, 20:20 საათზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები: ნ. კ-ი, გ. მ-ი, ნ. მ-ი და დ. გ-ე, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომობილით – ,,ფორდ ფოკუსი,“ სახელმწიფო ნომრით – ... , ს. გ-სა და მისი ოჯახის წევრებზე ყაჩაღური თავდასხმისათვის, მივიდნენ თ-ში, ვ. ჯ-ს ქუჩის დასაწყისში.
ავტომობილიდან გადმოვიდნენ ნ. კ-ი, გ. მ-ი და ნ. მ-ი და როდესაც აპირებდნენ ვ. ჯ-ს ქუჩის N...-ს მიმართულებით წასვლას, ისინი საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს, ხოლო დ. გ-ე ავტომობილშივე დააკავეს.
გ. მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – ,,VOLTRAN MOD. 2000“ მოდელის პისტოლეტი, მჭიდითა და ერთი, 1908 წლის ნიმუშის ,,ბრაუნინგის“ 9მმ-კალიბრიანი ვაზნით, ხოლო ავტომობილის ჩხრეკისას ამოიღეს ნ. კ-ს, გ. მ-ს, ნ. მ-სა და დ. გ-ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები: უნომრო ,,ЗК“-ს მოდელის 16-კალიბრიანი, ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, უნომრო, ,,ИЖ58МА“-ს მოდელის, 16-კალიბრიანი ორლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნებით, ,,DIABLO“-ს მოდელის 16-კალიბრიანი, ერთლულიანი თოფი, გადაჭრილი ლულითა და კონდახით, თავისივე ვაზნით, ასევე წებოვანი ლენტები, 5 ნიღაბი, თოკები, ხამუთები (ხელების შესაკრავად – 8 ცალი), დანები და 4 წყვილი ხელთათმანი.
ზ. მ-თვის გ. მ-გან ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომ ეს უკანასკნელი, თანამზრახველებთან ერთად აპირებდა ს. გ-სა და მისი ოჯახის წევრებზე, მათსავე საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურ თავდასხმას და თანხისა და ძვირფასეულობის დაუფლებას, თუმცა, აღნიშნულის შესახებ ზ. მ-მ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენით:
8.1. მსჯავრდებულების – დ. გ-ს, ნ. კ-ს, კ. დ-ს, ნ. მ-ს, გ. მ-ს, ზ. მ-სა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
8.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინსასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების – დ. გ-ს, ნ. კ-ს, ნ. მ-ს, გ. მ-სა და ზ. მ-ს მიმართ დარჩა უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ – კ. დ-ს მიმართ, შევიდა ცვლილება:
8.3. დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით (2019 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი, 2019 წლის რედაქციით);
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით (2019 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი, 2019 წლის რედაქციით);
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით (დაზარალებულ ვ. უ-ს ეპიზოდი);
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით (დაზარალებულ ს. გ-ს ეპიზოდი);
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რომლის მოხდა დაეწყო – 2019 წლის 18 ოქტომბრიდან;
8.4. ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით (დაზარალებულ ვ. უ-ს ეპიზოდი);
ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით (დაზარალებულ ს. გ-ს ეპიზოდი);
ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, რომლის მოხდა დაეწყო – 2019 წლის 18 ოქტომბრიდან;
8.5. გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით (დაზარალებულ ვ. უ-ს ეპიზოდი);
გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით (დაზარალებულ ს. გ-ს ეპიზოდი);
გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რომლის მოხდა დაეწყო – 2019 წლის 18 ოქტომბრიდან;
8.6. კ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
კ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
კ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით (2019 წლის რედაქციით);
კ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
კ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირვლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან;
კ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, კ. დ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კ. დ-ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 2 000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. დ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რომლის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 18 ოქტომბრიდან;
კ. დ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა;
8.7. ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით (2019 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი, 2019 წლის რედაქციით);
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით (2019 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი, 2019 წლის რედაქციით);
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით (დაზარალებულ ვ. უ-ს ეპიზოდი);
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18.179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით (დაზარალებულ ს. გ-ს ეპიზოდი);
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, რომლის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 18 ოქტომბრიდან;
8.8. ზ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2020 წლის 20 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 20 ოქტომბრიდან, რაც დღეის მდგომარეობით აქვს მოხდილი.
9. კასატორები – მსჯავრდებული ნ. მ-ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ო. გ-ე – ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ნ. მ-ს მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას;
9.1. საკასაციო საჩივრების მიხედვით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ეზოსა და ავტომობილიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში არაიდენტურია ნ. მ-სგან აღებული სუნის ნიმუშისა, ხოლო უშუალოდ სახლიდან ამოღებული ნიმუში, იდენტურია ნ. მ-სგან აღებული სუნის ნიმუშისა. კასატორი სვამს კითხვას, თუ რამდენად საკმარისი შესაძლოა იყოს აღნიშნული დასკვნა ნ. მ-ს დაზარალებულის ბინაში ყოფნის დასადასტურებლად. დაზარალებულები არ მიუთითებენ ნ-ს ბინაში ყოფნის ფაქტზე. სასამართლო დაეყრდნო 2019 წლის 19 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც კანონდარღვევით მოიპოვეს, კერძოდ, ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით მსჯავრდებასთან მიმართებით, დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ნ. მ-ს მიუხედავად სასამართლოს განჩინებისა, უფლება ჰქონდა, არ მიეცა ნიმუში საკუთარი თავის წინააღმდეგ. ნ. მ-ს ბრალდებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი არ ყოფილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი ერთობლიობა. პოლიციის სამმართველოში გადაყვანისას, ბრალდებულზე განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლა.
10. კასატორები – მსჯავრდებული დ. გ-ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ე. გ-ა ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და დ. გ-ს მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას;
10.1. საკასაციო საჩივრების მიხედვით, საქმე სრულად არის გაყალბებული, ხოლო პირველი ინსტანციის მოსამართლე მიკერძოებულია. დაზარალებულის მიერ მისი ხმის ამოცნობა არის პოლიციელების მხრიდან ნაკარნახევი სირუე. ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ყელიდან ვერცხლის ჯვარი და ძეწკვი შეხსნა. ორი ინსტანციის სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია უდანაშაულობის პრეზუმფციას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად მნიშვნელოვანია არსებობდეს ორი, პირდაპირი სახის მტკიცებულება. თუ დ. გ-მ და მისმა ,,თანამზრახველებმა“ ნამდვილად წაიღეს სამკაულები ი. ბ-ს სახლიდან, მაშინ გაურკვეველია, თუ რატომ ინახავდნენ ისინი სახლში მხოლოდ თითო ნივთს. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით მსჯავრდებასთან მიმართებით, დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ბრალდებულს უფლება ჰქონდა, არ მიეცა ნიმუში საკუთარი თავის წინააღმდეგ.
11. კასატორი – მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ს-ა, ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ზ. მ-ს მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას;
11.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება მიუთითებს ზ. მ-ს მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენას. ზ. მ-მ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ თბილისის პოლიციის სამმართველოში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა. ბრალდებამ სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ ერთი მტკიცებულება; ვიდეოკადრებში ჩანს მ-სა და მ-ს ორწუთიანი შეხვედრა ქუჩაში. აღნიშნულ ვიდეოში ხმა არ ისმის. აღნიშნული თვალთვალი არ ჩატარებულა განჩინების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ გ. ო-მა ჩვენების ბოლოს გამოასწორა ნათქვამი და მიუთითა, რომ ალბათ, თანამშრომლებისგან გაიგო მ-ს გვარი და არა – ჩანაწერებიდან, დაცვის მხარეს მაინც მიაჩნია, რომ მან სასამართლოს განზრახ ცრუ ჩვენება მისცა.
12. კასატორები – მსჯავრდებული გ. მ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჯ-ა, ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას;
12.1. საკასაციო საჩივრების მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეში ყველა მტკიცებულება არის გაყალბებული. აღმოჩენილ იარაღზე ბრალდებულის ხელის კვლები არ აღმოჩნდა. საგამოძიებო ორგანოს ფოტოსურათით ამოცნობა არ უნდა ჩაეტარებინა, არამედ გ. მ-ი ამომცნობისათვის პირდაპირ უნდა წარედგინა. დაკითხვის დროს გ. მ-მა განიცადა ზეწოლა, ძალადობა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი.
13. კასატორი – მსჯავრდებული ნ. კ-ი – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას;
13.1. საკასაციო საჩივრების თანახმად, სისხლის სამართლის საქმე გაყალბებულია, ხოლო პოლიციელების ჩვენებები არის ცრუ. ნ. კ-ი დაექვემდებარა ფიზიკურ და სიტყვიერ ზეწოლას. დაცვის მხარისათვის გაუგებარია, თუ როგორ გაიცა ექსპერტიზის დასკვნა მის დაკავებამდე დაახლოებით ორმოცი დღით ადრე, მაშინ როდესაც ნ. კ-ს ხელის კვლები ნიმუშთა შესადარებლად, არცერთ არქივში არ ინახებოდა. არცერთ მოწმეს არ მიუცია ნ. კ-ს საწინააღმდეგო ჩვენება. ბრალდებულს არ მისცეს უფლება დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით. საგამოძიებო ექსპერიმენტი ნ. კ-თან იძულებითა და პოლიციელების ჩარევით ჩატარდა.
14. კასატორი – მსჯავრდებული კ. დ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ც. ტ-ა, ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და კ. დ-ს მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას;
14.1. საკასაციო საჩივრების მიხედვით, განსახილველ საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, თუმცა, არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს კ. დ-ს ბრალეულობაზე. კ. დ-ს დამ, ი. დ-მ, როგორც გამოძიების სტადიაზე, ისე სასამართლოში ცალსახად დაადასტურა, რომ მისი სახლიდან ამოღებული ყველა ნივთი მას ეკუთვნოდა. რაც შეეხება ოდოროლოგიურ ექსპერტიზის დასკვნას, იგი არ შეიძლება გაიზიაროს სასამართლომ, რადგან დაზარალებულებმა მიუთითეს, რომ დამყაჩაღებლებმა ყველგან ალკოჰოლი და მომწვანო სითხე მოასხეს. ასეთ ვითარებაში, საეჭვოა ძაღლს ადამიანის სუნის კვალი აეღო. ამასთან, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულ მტკიცებულებად არ ითვლება. კ. დ-ს 2020 წლის 14 ივლისის პროცესზე გამოუცხადებლობის შემდეგ, ბრალდების მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპმა კ. დ-ს დაკითხვის გარეშე ჩაიარა. განსახილველი საქმე სრულად გაყალბებულია.
15. ბრალდების მხარეს დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
17. შესაბამისად, საკასაციო პალატა დაცვის მხარის საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
18. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარე – მსჯავრდებულები, მათი დამცველი ადვოკატები, ითხოვენ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი მოცემულ საქმეში არ არის გამოკვეთილი.
19. საკასაციო პალატა უთითებს, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისად ვრცლად აქვთ მიმოხილული, რასაც საკასაციო სასამართლო სრული მოცულობით აღარ გაიმეორებს. ამასთან, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში:
20. დაზარალებულმა მოწმეებმა – ი. ბ-მ, ე. ბ-მ და მ. ბ-მ 2019 წლის აგვისტოში, მათ სახლში ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი და შემთხვევის ღამეს განვითარებული მოვლენები აღწერეს დეტალურად და თანმიმდევრულად.
21. გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებულ ჩხრეკათა შედეგად ამოღებულ ნივთებზე (გ. მ-ს, დ. გ-ს, ნ. მ-ს, ნ. კ-ს, კ. დ-ს საცხოვრებელი სახლებიდან) ჩატარდა ამოცნობა, რის შედეგადაც მ. ბ-მ (ი. ბ-ს მეუღლემ) ამოიცნო კონკრეტული ნივთები.
22. 2020 წლის 10 აპრილის N... ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
ი. ბ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან და ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ნ. კ-სგან, კ. დ-სგან, დ. გ-სგან, გ. მ-სა და ნ. მ-საგან აღებული სუნის ნიმუშებისა; ხოლო ი. ბ-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია –ნ. კ-სგან, გ. მ-სგან, დ. გ-სგან, კ. დ-სა და ნ. მ-სგან აღებული სუნის ნიმუშებისა.
23. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 სექტემბრის N... ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
ობ. N32-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება კ. დ-ს (თანხვედრა დნმ-ბაზაში, სისხლის სამართლის N.... საქმეზე, ექსპერტის 2016 წლის 12 აგვისტოს N... დასკვნა) გენეტიკური თანამონაწილეობა; ობ. N34-ის გენეტიკური პროფილის მეორე წილი ეკუთვნის კ. დ-ს (ექსპერტის N... დასკვნა); ობ. N35-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი ეკუთვნის კ. დ-ს (ექსპერტის N... დასკვნა); ობ. N37-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება კ. დ-ს (ექსპერტის N... დასკვნა) თანამონაწილეობა. ობ. N83-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება კ. დ-ს (ექსპერტის N... დასკვნა) გენეტიკური თანამონაწილეობა (აღნიშნული დასკვნა ვრცლად მიმოხილულია სააპელაციო სასამართლოს განაჩენში).
24. სასამართლოში მოწმედ დაკითხული, დაზარალებულ ვ. უ-ს ჩვენებით, იგი ბრალდებულებს არ იცნობს. ბიზნესმენია და აქვს კარგი შემოსავალი. მეუღლესთან ერთად ცხოვრობს სოფელ ს-ში, კერძო სახლში. მუშაობის დასრულების შემდეგ, ძირითადად, მიდის ს-ში. სახლი ჩიხში მდებარეობს. მის მეზობლად სამი სახლია. იცნობს ყველა მეზობელს, ასევე მათ სტუმრებს. ერთ დღეს მის სახლთან შენიშნა მამაკაცი. ვინაიდან, ნაცნობს მიამსგავსა, სვლა შეანელა, დააკვირდა, თუმცა, აღნიშნული მამაკაცი მისთვის უცნობი აღმოჩნდა. მამაკაცმა შეანელა სვლა და ჰკითხა, ქუჩას გასასვლელი თუ ჰქონდა. კითხვა ეუცნაურა, რადგან აშკარად ჩანს, რომ სახლი ჩიხში მდებარეობს (მიუთითა ბრალდებულ გ. მ-ზე). მამაკაცი მუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ვისი ამოცნობაც შეიძლებოდა, გამოძიების ეტაპზე ამოიცნო. სხვებზე არაფერი უთქვამს, რადგან ისინი არ დაუნახავს. მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლა გამოძიების მხრიდან არ ყოფილა. არც რაიმე მიუნიშნებიათ ან უკარნახიათ რაიმე.
25. 2020 წლის 12 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, წარმოდგენილი 4 ფოტოსურათიდან დაზარალებულმა ვ. უ-მა ფოტოსურათით ამოიცნო გ. მ-ი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ს-ში, თავისი სახლის სიახლოვეს, გააჩერა მის გვერდით ავტომანქანა და იკითხა, საიდანაც მიდიოდა, იყო თუ არა იქ ჩიხი. ვ. უ-ს აღნიშნული პიროვნება მოეჩვენა საეჭვოდ, ვინაიდან, დიდი ხანია ცხოვრობს იმ ადგილას, იცნობს ყველას და აღნიშნული პიროვნება ნახა პირველად.
26. სასამართლოში მოწმედ დაკითხული, დაზარალებული ს. გ-ს ჩვენებით, იგი ცხოვრობს თ-ში. მის სახლს გააჩნია რკინის კარი. გარეთ დგას დიდი ზომის კონტეინერი. ჭიშკრის შიგნით არის დიდი ეზო, რომელიც სხვა ეზოებისგან მკვეთრადაა გამოყოფილი. ქუჩის მხრიდან სახლი იზოლირებულია. გააჩნია ერთი ამწეკრანი, რომელსაც ამუშავებს. ტექნიკა დგას დ. დ-ში, ავტობაზაზე. ობიექტი შემოღობილია ორმეტრიანი ღობით. დაზარალებულს გამოძიებაში უთხრეს, რომ მასზე ყაჩაღური თავდასხმა იყო დაგეგმილი. 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. გამოძიების დროს აჩვენეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, უცხო მამაკაცი დგას მის სახლთან და ათვალიერებს. იგივე მამაკაცი იდგა ბაზასთანაც. ვიდეოჩანაწერში ჩანს ეს პირი.
27. სასამართლოში გამოკვლეული (დათვალიერებული), ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების თანახმად:
პირველ საქაღალდეში მოთავსებულია ვიდეოჩანაწერი, რომელიც დათარიღებულია 2019 წლის 24 სექტემბრით, 15:55 საათზე: გ. მ-ი იმყოფება ლ-ს (ყოფილი კ-ს) ქუჩაზე, მისივე კუთვნილი ავტომანქანით, სახ. N ... . მეორე ჩანაწერში დაფიქსირებულია დაზარალებული ვ. უ-ი, რომელიც მიემართება თ-დან ს-ს მიმართულებით. დაზარალებულმა ზ-სთან გააჩერა ავტომობილი, ნომრით – ... – და დაიწყო მისი გაწმენდა. მას უკან მიჰყვებიან დ. გ-ე და გ. მ-ი საკუთარი ავტომობილებით. დაზარალებულმა გააჩერა ავტომანქანა. ბრალდებულები გასცდნენ მას და რამდენიმე მეტრის მოშორებით გაჩერდნენ. გ. მ-ი გადადის საკუთარი ავტომანქანიდან და მიდის დ. გ-სთან. მცირე გასაუბრების შემდეგ, დ. გ-ე მიდის, ხოლო გ. მ-ი ელოდება დაზარალებულს. შემდეგ ჩანაწერში გ. მ-ი მიდის დაზარალებულის სახლთან. მას უკან მოჰყვება დ. გ-ე ავტომობილით, სახ. ... , – რომელშიც 18 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ბრალდებულები, როცა ისინი დააკავეს.
მომდევნო ჩანაწერის მიხედვით, ორი კამერა იღებს ბრალდებულების გადაადგილებას. ვიდეოჩანაწერში მკაფიოდ ჩანს გ. მ-ს სახე, ასევე დაფიქსირებულია დაზარალებული ვ. უ-ი. დ. გ-ე წავიდა დაზარალებულის სახლისკენ, თუმცა, უკანა ხედვის სარკეში უყურებს და ელოდება ვ. უ-ს. დაზარალებული ჩაჯდა ავტომობილში, დაძრა იგი და მას წინ გაუსწრო გ. მ-მა.
შემდგომი ვიდეოფაილის თანახმად, ბრალდებული გაჩერდა გზის პირზე და დაელოდა დაზარალებულს. ჩამორჩა მას და უკან მიჰყვა. ვ. უ-მა გადაუხვია ს-სკენ და მას მიჰყვება გ. მ-ი. შემდეგ ჩანაწერში ჩანს ნ. კ-ი. ასევე ფიქსირდება, რომ ბრალდებულები იმყოფებიან ვ. უ-ს საცხოვრებელ სახლთან, შენიშნეს დრონი და საუბრობენ ერთმანეთში. ჩანაწერით დგინდება, რომ სახლთან არის ჩიხი და უკანა სვლით გადის ავტომობილი. შემდეგ ჩანს სამი ადამიანის სილუეტი.
შემდგომ ჩანაწერში დაფიქსირებულია დ. დ-ში მდებარე ა-ს ქუჩა N...-ის მიმდებარე ტერიტორია. ს. გ-ს ავტომობილების ამწეკრანების ავტოფარეხის სიახლოვეს იმყოფება ნ. კ-ი. იქვეა გაჩერებული მისი კუთვნილი ავტომანქანა. ბრალდებულები აღნიშნულ მისამართზე ასევე იმყოფებიან 2019 წლის 9 ოქტომბერსაც. გ. მ-ი ურეკავს ზ. მ-ს, რომელსაც ხვდება შ-ს ქუჩაზე, ე.წ. „ა-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
28. სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა დეტალურად მიუთითეს დ. გ-ს, ნ. მ-ს, ნ. კ-სა და გ. მ-ს დაკავების პროცესი, მათგან ამოღებული ნივთები და რომ ისინი დაკავებამდე სწორედ დაზარალებულის (ს. გ-ს) სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. მოწმე თ. მ-მა მიუთითა, რომ გამომძიებელმა ბრალდებულს გააცნო დადგენილება, გაიკეთა ხელთათმანები და ავტომანქანიდან ამოიღო ერთლულიანი თოფის მსგავსი საგანი ერთი მასრით, ფიქსატორიანი დანა, კიდევ ერთი გადაჭრილი თოფი, ერთი მასრით, ავტომანქანის „ბარდაჩოკში“ იდო საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო გ. მ-ს პირადი ნივთები. ავტომანქანიდან ასევე ამოიღეს მობილური ტელეფონი, ერთი ხელთათმანი, ორლულიანი გადაჭრილი თოფი ორი მასრით, სპორტული შავი ჩანთა, ე.წ. „სკოჩი,“ თოკები, შავი ნიღაბი და დანა.
29. სასამართლოში მოწმედ დაკითხული, გამომძიებელ გ. პ-ს განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება. ამასთან, ბრალდებულმა ნ. კ-მა საგამოძიებო ექსპერიმენტისას ნებაყოფლობით, დეტალურად მიუთითა ყველა მნიშვნელოვან მისამართსა და გარემოებაზე. გარდა აღნიშნულისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმდინარეობდა ბრალდებულთა გადაადგილების თვალთვალი და მათი შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერა. ჩანაწერების მიხედვით, ნ. კ-ი, ნ. მ-ი, დ. გ-ე და გ. მ-ი საუბრობენ. ირკვევა, რომ ზ. მ-ე გ. მ-ს ნაცნობია. სწორედ ამ უკანასკნელის თხოვნით ცდილობდა ზ. მ-ე ს. გ-ს მისამართის დადგენას.
30. სასამართლოში მოწმედ დაკითხული, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული სამმართველოს უფროსის გ. ო-ის ჩვენებით, მოცემულ საქმეზე დაევალა დ. გ-ს კუთვნილი ავტომანქანა „ფორდ ფოკუსის“ ოპერატიული მიყურადება. 2019 წლის 24 სექტემბერს, სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით, დაიწყო ავტომანქანაში საუბრების მოსმენა და ჩაწერა. მოპოვებულ მასალას გადასცემდა საგამოძიებო სამსახურს. დ. გ-ს ავტომობილში საუბარი შეეხებოდა კონკრეტულ ობიექტებს, პირებს. ადგენდნენ, თუ როგორ უნდა დაედგინათ მისამართები, საცხოვრებელი ადგილები, ვიდეოკამერების განლაგება, როგორ უნდა გაერკვიათ, თუ რამდენი წევრი ცხოვრობდა მათთვის საინტერესო ოჯახებში, ჰყავდათ თუ არა სახლში ნათესავი ან მუშა. მოწმის განმარტებით, ბრალდებულებმა ერთ დღეს, კონკრეტულ სახლთან, შენიშნეს დრონი. საუბრობდნენ ძირითადად დ. გ-ე და გ. მ-ი. მოისმინა, რომ ეს უკანასკნელი დამატებით იღებდა ინფორმაციას ზ. მ-გან. საუბარი ასევე შეეხებოდა ამწეებსა და ავტომანქანა „კამაზს“. დ. გ-სგან ისმოდა დაპირება, რომ საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ზ. მ-ს უყიდდნენ ამწეკრანს. გ. მ-ს თქმით, ზ. მ-ს დანაპირები ძალიან გაუხარდა. მოწმის განმარტებით, ს-დან თ-სკენ გადაადგილებისას, ოთხივე ბრალდებული საუბრობდა „ფორდის“ მარკის ავტომანქანაში. აზუსტებდნენ ყაჩაღობის დეტალებს. არკვევდნენ, ვის რა ფუნქცია უნდა შეესრულებინა. გაირკვა, რომ დ. გ-ე სახლთან მიიყვანდა ბრალდებულებს, ავტომანქანაზე განათავსებდა ტაქსის ნიშანს და დაელოდებოდა მათ. მანამდე, მათ უნდა დაეზვერათ სახლში ვინ იყო. უნდა გაერკვიათ, ვიდეოკამერები იყო თუ არ განთავსებული. ასევე უნდა დაედგინათ, თუ რატომ აფრინდა დრონი სახლის ეზოდან, იწერს თუ არა იგი ღამით ვიდეოს. ბრალდებულები აპირებდნენ ს-ში ჩასვლას და ძაღლის გაღიზიანებას. ისინი გეგმავდნენ დაედგინათ, თუ ვის ეკუთვნოდა თ-ში, დ. დ-ში მდებარე ფარეხში განთავსებული ამწეკრანები. მათ გაარკვიეს დრონის მოქმედებების თავისებურებები და არჩევდნენ თავდასხმისთვის სხვა ობიექტებსაც. საუბარი შეეხებოდა გაუფორმებელ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც სჭირდებოდათ საქმისთვის. განიხილავდნენ ი. ბ-ს სახლზე ყაჩაღური თავდასხმის დეტალებს. ამბობდნენ, რომ ზუსტად ვერ დაგეგმეს ყველაფერი. განაწყენებულები იყვნენ, რომ დაზარალებულმა დოლარები დაუმალა. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ მისამართს ვერ ადგენდნენ, ზ. მ-სგან იღებდნენ ინფორმაციას. გ. მ-ი მობილურ ტელეფონზე ესაუბრა ზ. მ-ს. შეხვდა პირადადაც.
31. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დ. გ-ს, ნ. მ-ს, კ. დ-ს, გ. მ-ს, ნ. კ-სა და ზ. მ-ს მიმართ ბრალადშერაცხილი, დანაშაულებრივი ქმედებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადასტურებულია: განსახილველ საქმეში წარმოდგენილი, ბრალდების მხარის, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მასალებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
32. დაცვის მხარეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით არ მიუთითებია რაიმე მტკიცებულებაზე ან/და არგუმენტებზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს შეუქმნიდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მსჯავრდებულებისა და მათი ადვოკატების მოთხოვნას გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე მიიჩნევს დაუსაბუთებლად.
33. ამასთან, საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულის პარალელურად, დამატებით იმსჯელებს დ. გ-ს, ნ. მ-სა და კ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნის თაობაზე და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:
34. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დ. გ-ს ბრალად დაედო, რომ მან საგამოძიებო ორგანოს უარი განუცხადა – ხმის ნიმუშის აღებაზე, ხოლო ნ. მ-მა და კ. დ-მ კი – ნერწყვის, სუნის, ხმის, ფოტოსა და ხელის ანაბეჭდის ნიმუშის აღებაზე. დაცვის მხარის მითითებით, აღნიშნული წარმოადგენდა ბრალდებულთა უფლებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, ნიმუშის აღებამ, კონკრეტული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით პირის მსჯავრდება (მაგალითისათვის იხილეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს №951აპ-21 გადაწყვეტილება).
35. მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 21 ნოემბერს შედგენილი ოქმის თანახმად, დ. გ-მ, ნ. მ-მა და კ. დ-მ, გამომძიებელს უარი განუცხადეს ნერწყვის, სუნის, ხმის, ფოტოსა და ხელის ანაბეჭდის ნიმუშის აღებაზე. ამასთან, კ. დ-სთან დაკავშირებულ ოქმზე, გაკეთებულია შენიშვნა, რომლის თანახმადაც, ,,ბრალდებულისაგან გამომძიებლების ინიციატივით, დაკავების შემდეგ, აღებულია ნიმუშები, რა დროსაც, კ. დ-მ განაცხადა თანხმობა. ხელმეორედ ნიმუშების აღებაზე აცხადებს უარს.“ საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულში იგულისხმება, 2019 წლის 19 ოქტომბრის ხელწერილი, რომლითაც კ. დ-ა თანახმაა მისგან აიღონ სუნის, ნერწყვისა და თითის კვალის ნიმუშები, რასაც ერთვის შესაბამისი ოქმებიც.
36. უარის მიღების შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით (საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე, N19464-19):
გამომძიებლებსა და ექსპერტებს ნება დაერთოთ ნ. მ-სგან, დ. გ-სა და კ. დ-საგან აეღოთ ნერწყვის, სუნის, ხმის, ფოტოსა და ხელის ანაბეჭდები;
ამასთან, საპროცესო მოქმედების ჩამტარებელს წინააღმდეგობის გაწევისას, ნება დაერთო იძულების პროპორციული ზომის გამოყენების თაობაზე.
37. 2019 წლის 25 დეკემბრის ოქმით, ზემოაღნიშნული განჩინება გაეცნო კ. დ-ს. მასვე მიეთითა უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით შესაძლო პასუხისგებაში მიცემის თაობაზე, თუმცა, მოცემული განჩინების გაცნობის შემდეგ, მან უარი განაცხადა აღნიშნული ნიმუშების აღებაზე. მოცემულ შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა ექსპერტი.
38. 2019 წლის 20 დეკემბრის ოქმის მიხედვით, ზემოაღნიშნული განჩინება გაეცნო ნ. მ-საც, რომელმაც აგრეთვე უარი განაცხადა გადაწყვეტილების შესრულებაზე/ნიმუშთა აღებაზე. ამავე დღეს, დ. გ-მ, განჩინების გაცნობის შემდეგ, უარი განაცხადა მხოლოდ ხმის ნიმუშის აღებაზე.
39. საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, ნიმუშის აღება ტარდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე. შესაბამისად, დასაშვებია ბრალდებულის სხეულიდან ინფორმაციის მისი ნების საწინააღმდეგოდ იძულებით მოპოვება მაშინაც, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია, იძულების პროპორციული ზომის გამოყენების გზით საქართველოს სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
40. მოცემულ შემთხვევაში ნიმუშის აღება არ უკავშირდებოდა ძლიერი ტკივილის მიყენებას და ამასთან, ნებადართული იყო სასამართლოს განჩინებით. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ ხმის ნიმუშის აღება, თავად მისი ბუნებიდან გამომდინარე, თუნდაც იძულების პროპორციული ზომის ნებართვის ფარგლებში, ფიზიკურად შეუძლებელია. განსახილველ საქმეში კი, კანონის წესით მიღებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ ბრალდებულებისგან ხმის ნიმუშის აღება ვერ შეძლო.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. გ-ს, ნ. მ-სა და კ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება საფუძვლიანია, ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობას და ამ ნაწილში მსჯავრდებულთა გამართლების საფუძველი არ არსებობს.
42. ამასთან, კ. დ-ს დამცველის პრეტენზიებს ბრალდებულის გარკვეულ პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დაცვის მხარეს გასცა პასუხი. კ. დ-ს ბრალდებიდან საქმის არსებით განხილვამდე იცავდა დამცველი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ როდესაც პროცესის გაჭიანურების საფრთხე შეიქმნა კ. დ-ს დაენიშნა სახაზინო წესით ადვოკატი. საკასაციო პალატა დამატებით უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია არაერთი ოქმი, რომლის თანახმადაც, კ. დ-ა თავად აცხადებდა უარს სასამართლოში წასვლასა და პროცესზე დასწრებაზე. ამასთან, N8 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2020 წლის 15 ივლისის წერილის თანახმად, დგინდება, რომ კ. დ-ა 2020 წლის 3 ივლისიდან, ხსენებული წერილის შედგენის დღემდე, იმყოფება სამედიცინო ცენტრში, რის გამოც ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ბრალდებულის სასამართლოში წარდგენაზე. შესაბამისად, ამ ნაწილში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივარი აგრეთვე დაუსაბუთებელია.
43. კასატორთა მითითება, მათ მიმართ ფიზიკური/ფსიქოლოგიური ზეწოლის თაობაზე, გარდა მსჯავრდებულების ზეპირსიტყვიერი განმარტებებისა, სხვა მასალით, არ დასტურდება. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით ითვალისწინებს, საქმეში წარმოდგენილ ნ. კ-ს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას დაწერილი აქვს საჩივარი სახელმწიფო ინსპექტორის, შემდგომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის.
44. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).
45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან, საკასაციო საჩივრების შინაარსიდან და დასახელებულ არგუმენტთა უსაფუძვლობიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.
46. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი: მსჯავრდებულ ნ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ო. გ-ს, მსჯავრდებულ დ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ე. გ-ს, მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ს-ს, მსჯავრდებულ გ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, მ. ჯ-ს, მსჯავრდებულ ნ. კ-ს, მსჯავრდებულ კ. დ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ც. ტ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. გაბინაშვილი