1. ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ხელისუფლების წარმომადგენლის ან მოხელის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას სამოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ კარით დადგენილი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ასევე გულისხმობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.
2. ჯარიმა დაეკისრება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ შეასრულებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ან ხელს შეუშლის მის შესრულებას.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2980 – სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.191
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3649 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.297
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5035 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.242
საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის კანონი
№4377
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის კანონი
№163
- ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №991 – ვებგვერდი, 17.10.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.10.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 16.10.2025 კანონი №991
- 21.12.2016 კანონი №163
- 27.10.2015 კანონი №4377
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(337)
- საქმე №2კ-632აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.11.2025
…2022 წლის 21 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 5000 ლარი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განაჩენით ა. ბ–ს სასჯელის სახით – 5000 ლარი ჯარიმა შეეფარდა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელზეც ასევე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის…
- საქმე №2კ-588აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2025
…გ. დ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენით, ს. ჩ–ი, – დაბადებული...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის…
- საქმე №2კ-206აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.08.2025
…მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; დ) ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. 1.2. ე. ბ-ს - ბრალად ედებოდა: ა) ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის…
- საქმე №2კ-307აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.07.2025
…არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. 5.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მ. ს–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2023 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი. 5.3. საკასაციო სასამართლო ქრონოლოგიურად მიჰყვება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში…
- საქმე №2კ-979აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.03.2025
…საშუალება ჰეროინი, წონით 0,119 გრამის ოდენობით, რომელიც იმავე დღეს ქ. თ–ში ც–ს ქუჩის N..–ის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ გაასაღა დ. ბ–ზე; 1.2. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, – დანაშაული გათვალისწინებული – საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 7 ივლისს, ქ. თ–ში, პენიტენციური დეპარტამენტის N..ე…
- საქმე №ბს-223(2კ-23.) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №2კ-1373აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2025
- საქმე №2კ-14-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2025
- საქმე №2კ-999აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.12.2024
- საქმე №2კ-207-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.12.2024
- საქმე №2კ-711აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.12.2024
- საქმე №2კ-161-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.11.2024
- საქმე №2კ-127-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.11.2024
- საქმე №2კ-95-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №2კ-1015აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2024
- საქმე №ბ-1250-7(ა-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
- საქმე №2კ-899აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.09.2024
- საქმე №2კ-933აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2024
- საქმე №2კ-605აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2024
- საქმე №2კ-179აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.06.2024
- საქმე №2კ-1337აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2024
- საქმე №2კ-1223აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2024
- საქმე №2კ-943აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2024
- საქმე №2კ-1000აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2023
- საქმე №2კ-643აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.12.2023
- საქმე №2კ-899აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2023
- საქმე №2კ-654აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2023
- საქმე №ას-420-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2023
- საქმე №2კ-43აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.05.2023
- საქმე №2კ-227აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №2კ-794აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.03.2023
- საქმე №2კ-853აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2023
- საქმე №2კ-1038აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.01.2023
- საქმე №2კ-713აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2022
- საქმე №28აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.12.2022
- საქმე №2კ-573აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2022
- საქმე №2კ-703აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2022
- საქმე №2კ-799აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2022
- საქმე №2კ-555აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2022
- საქმე №2კ-1028აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 337-დან.