ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020141224010129019
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №127I-24 თბილისი
ჩ-ა ლ. 127I -24 22 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:
ლ. ჩ-ა, დაბადებული ... წლის ... ივლისს, პ/ნ ... , ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ლ. ჩ-ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 16 ოქტომბრიდან 2019 წლის 21 ოქტომბერს ჩათვლით, 6 დღე.
ლ. ჩ-ს, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების შესახებ:
ლ. ჩ-ს გაუნახევრდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელი და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენით:
ლ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
ლ. ჩ-ს ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 1 წლით.
ლ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენითა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით (,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების შესახებ) ლ. ჩ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი გაუქმდა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენითა და 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 5 თვითა და 24 დღით და საბოლოოდ, ლ. ჩ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ლ. ჩ-ს ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – 1 წლით.
ლ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 15 000 ლარი.
ლ. ჩ-ს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის გამოცხადებიდან − 2021 წლის 10 ივნისიდან.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 სექტემბრის განაჩენით:
ლ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 100 საათი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც კვლავ ჩაეთვალა პირობით; ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს აგრეთვე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა – 15 000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ჩ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა: ჯარიმა – 15 000 ლარი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 100 საათი.
მასვე ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – 6 თვით, ხოლო საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები – 5 წლით; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები კი – 10 წლით.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:
ლ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
ლ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კვლავ ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა – 15 000 ლარი.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ჩ-ს მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე, 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა – 15 000 ლარი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით.
6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის განაჩენით:
ლ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით, რომლიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე – 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი – 3 წელი – საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 15 000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ლ. ჩ-ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და ჯარიმის მოუხდელი ნაწილი 14 034 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ლ. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი – 3 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 15 000 ლარი.
ლ. ჩ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 6 აპრილიდან.
7. 2024 წლის 2 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №14 დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს პირადი საქმე.
8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით:
ლ. ჩ-ს მიმართ არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
9. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. ჩ-მ;
9.1. მსჯავრდებულმა საჩივარში მიუთითა, რომ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელზე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება უნდა გავრცელებულიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას აღნიშნა, რომ ლ. ჩ-ა ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მის მიმართ არ გაავრცელა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ გამოიყენა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
3. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოხსენებულ მოტივაციას, ვინაიდან ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ლ. ჩ-ს პირადი საქმის მასალების საფუძველზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეღავათთან ერთად, არ შეაფასა ლ. ჩ-ს მიმართ სხვა განაჩენებით განსაზღვრული სასჯელის შესაძლო შემცირების/მისგან გათავისუფლების საკითხიც. საკასაციო პალატა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრული წინაპირობების ფარგლებში, თითოეულ განაჩენს მიმოიხილავს ცალ-ცალკე, კერძოდ:
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო მოცემული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
5. ამავდროულად, ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია XII თავის შესაბამისად (ე.ი. მათ შორისაა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლები) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, მოცემული ამნისტიის კანონის მე-2−მე-4 მუხლების თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა.
6. მაშასადამე, განსახილველ შემთხვევაში, ლ. ჩ-ს მიმართ არსებულ ორ განაჩენთან მიმართებით, კერძოდ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენთან მიმართებით, გამოყენებული უნდა იყოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 და მე-6 მუხლებით დადგენილი შეღავათი;
7. ზემოხსენებული ორივე განაჩენით ლ. ჩ-ს დანიშნული თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, სრულად პირობითად აქვს ჩათვლილი, იმავე გამოსაცდელი ვადით და ამასთან, ორივე შემთხვევაში დანიშნული სასჯელი მცირდება 1 წელზე ნაკლები ვადით, კერძოდ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენითა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი მცირდება 5 თვით, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი კი მცირდება 2 თვით. ამდენად, ვინაიდან ლ. ჩ-ს 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ხსენებული ორი განაჩენით დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ორივე შემთხვევაში უნდა შეუმცირდეს 1 წლით, (გამოსაცდელ ვადასთან ერთად).
8. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 1 წლით სრულად ჩათვლილია პირობითად, ამავე გამოსაცდელი ვადით, ამ განაჩენით, ლ. ჩ-ს ხსენებული სასჯელი, ,,ამნისტიის კანონის“ ზემოხსენებული მოთხოვნიდან გამომდინარე, უმცირდება სრულად 1 წლით და შესაბამისად, საბოლოოდ, იგი სასჯელისგან გათავისუფლებული პირი გამოდის (რადგან მას უშუალოდ ამ ნაწილში მოსახდელი არაფერი დარჩა).
9. ამასთან, ლ. ჩ-ა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩადენისათვის განსაზღვრული ძირითადი და დამატებითი სახის სასჯელისგან სრულად უნდა გათავისუფლდეს, მათ შორის, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა), ვინაიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა), გათვალისწინებული დანაშაული დაკისრებული სასჯელისა და პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). ამავე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კი, პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
10. ამასთან, რადგან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელისგან ლ. ჩ-ა ,,ამნისტიის კანონის“ საფუძველზე გათავისუფლებული გამოდის, შესაბამისად, მას 2022 წლის 5 სექტემბრის განაჩენით მოსახდელად რჩება, მხოლოდ წინა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენით განსაზღვრული 5 წლით პირობითი მსჯავრი (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული), რომელიც მოცემული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმებულია და მხოლოდ ნაწილობრივ (თავისუფლების აღკვეთა 4 წლით) არის დამატებული საბოლოო სასჯელს, რომელიც აგრეთვე კვლავ ჩათვლილია პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
11. ლ. ჩ-ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე (თავისუფლების აღკვეთა − 5 წლით, რაც ჩათვლილია პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა − 1 წლით, ჯარიმა − 5000 ლარი) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ უნდა გავრცელდეს, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.
12. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა ლ. ჩ-მ ჩაიდინა, ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო სასამართლოს წინაშე არ წარმოდგენილა დაზარალებულის თანხმობა, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
13. რაც შეეხება ბოლო განაჩენს, კერძოდ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით, ლ. ჩ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელს, იგი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უნდა შემცირდეს 1/6-ით, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, დაკმაყოფილებული არ არის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ლ. ჩ-ა ამ განაჩენით არის ნასამართლობის მქონე და ამასთან, სასამართლოს წინაშე არ წარმოდგენილა დაზარალებულის თანხმობა.
14. საბოლოოდ, ზემოხსენებული მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირებით ლ. ჩ-ს უნდა განესაზღვროს – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი და 8 თვე თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი − 2 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
15. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის პირველი მუხლით, აგრეთვე მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ მსჯელობს, ლ. ჩ-ს მიმართ სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმასთან მიმართებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს:
3. ლ. ჩ-ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენითა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების შესახებ განჩინებით, საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილია პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. ლ. ჩ-ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე (თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით, რაც ჩათვლილია პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა – 1 წლით, ჯარიმა – 5000 ლარი) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ გავრცელდეს.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებითა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შემცირებული სასჯელი – 1 წელი და 6 თვე პირობითი მსჯავრი გაუქმდეს.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, საბოლოოდ შემცირებული, სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ლ. ჩ-ს ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – 1 წლით.
ლ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 59-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა – 15 000 ლარი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. ლ. ჩ-ა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩადენისათვის განსაზღვრული ძირითადი და დამატებითი სახის სასჯელისგან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს (თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით რაც ჩათვლილია პირობით, საზოგადოებისაგან სასარგებლო შრომა – 100 საათით).
ლ. ჩ-ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენით განსაზღვრული 5 წლით პირობითი მსჯავრი გაუქმდეს (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული) და საბოლოოდ, მას მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც კვლავ ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა – 15 000 ლარი.
ლ. ჩ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღუდგეს ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის საფუძველზე ჩათვლილია პირობითად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს 1 წლით და ლ. ჩ-ა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-9 მუხლის პირველი პუნქტების საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 166 საათით.
ლ. ჩ-ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული 4 წლით პირობითი მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კვლავ ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული ჯარიმა – 15 000 ლარი.
საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ჩ-ს მიესაჯოს: 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კვლავ ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 166 საათითა და ჯარიმა – 15 000 ლარი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის განაჩენით:
ლ. ჩ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი და 8 თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 2 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით მიესაჯოს ჯარიმა – 15 000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ლ. ჩ-ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული 4 წლით პირობითი მსჯავრი გაუქმდეს;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის მოუხდელი ნაწილი – 14 034 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ჩ-ს მიესაჯოს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პროპორციულად, 1 წელი და 8 თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 2 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით მიესაჯოს ჯარიმა – 15 000 ლარი.
ლ. ჩ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2023 წლის 6 აპრილიდან;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
9. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი