ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100122005635316
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1015აპ-24 ქ. თბილისი
ჭ. რ., 1015აპ-24 12 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ-სა და მესტიის რაიონული პროკურორის რამაზ ხურციას საკასაციო საჩივრები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ-მა და ასევე მესტიის რაიონულმა პროკურორმა რამაზ ხურციამ.
ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს რ. ჭ-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის 20 ნოემბრის, ი. ჭ-ს ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 21 ნოემბრის, მ. ს-ს ეპიზოდი) მსჯავრდების ეპიზოდებშიც, არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ü სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, რ. ჭ-ს დამნაშავედ ცნობას, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 21 ნოემბრის, ი. ჭ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაშიც, ვინაიდან, პროკურორს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გამამართლებელ ნაწილშიც სრულიად საკმარისი იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით:
რ. ჭ., – დაბადებული ..., ნასამართლობის მქონე – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 20 ნოემბრის, ი. ჭ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით – 5 წლით აეკრძალა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 21 ნოემბრის, ი. ჭ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით – 5 წლით აეკრძალა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 21 ნოემბრის, მ. ს-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით – 5 წლით აეკრძალა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და რ. ჭ-ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით – 5 წლით აეკრძალა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი, კერძოდ – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და რ. ჭ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით – 5 წლით აეკრძალა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
რ. ჭ-ს ძირითადი სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავებიდან, ხოლო დამატებითი სასჯელის ვადის ათვლა – ძირითადი სასჯელის მოხდიდან.
გაუქმდა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით – 4... უნდა მოეხსნას ყადაღა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ჭ-მ ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სამი ეპიზოდი); აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
ü 2021 წლის 20 ნოემბერს, დღის საათებში, მ... მდებარე რ. ჭ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, რ. ჭ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი. ჭ-ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2021 წლის 21 ნოემბერს, დღის საათებში, ... მდებარე რ. ჭ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, რ. ჭ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი. ჭ-ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2021 წლის 21 ნოემბერს, დღის საათებში, ... მდებარე რ. ჭ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ურთიერთშელაპარაკებისას, რ. ჭ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ს-ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ-მა, რომელმაც მოითხოვა რ. ჭ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ბრალად შერაცხილ სამივე ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენი შეიცვალა:
რ. ჭ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 21 ნოემბრის, ი. ჭ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
რ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 20 ნოემბრის, ი. ჭ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით – 5 წლით აეკრძალა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 21 ნოემბრის, მ. ს-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით – 5 წლით აეკრძალა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების წესით, რ. ჭ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით – 5 წლით აეკრძალა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
რ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2024 წლის 1 თებერვლიდან.
მსჯავრდებულ რ. ჭ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმებულია.
გირაოს უზრუნველსაყოფად მიზნით დაყადაღებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდით – ...) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, უნდა მოეხსნას ყადაღა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეების საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარეთა საკასაციო საჩივრების არგუმენტებს, კერძოდ, დაცვის მხარის მოთხოვნას რ. ჭ-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის, ხოლო ბრალდების მხარის მოთხოვნას – რ. ჭ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 21 ნოემბრის, ი. ჭ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ რ. ჭ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის 20 ნოემბრის, ი. ჭ-ს ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 21 ნოემბრის, მ. ს-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულების – ი. ჭ--ს და მ. ს-ს ჩვენებებით, მოწმეების – გ. ჭ-ს, გ. -სა და მ. ჭ-ს ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, განსხვავებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 21 ნოემბრის, ი. ჭ-ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებისა, ვინაიდან ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს, რადგან არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
3. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ რ. ჭ-ს მიმართ – უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
6. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რ. ჭ. წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, მის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის დანაწესი, მაგრამ ამავე დროს, ვინაიდან, მის მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავდროულად, მას ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, მსჯავრდებულის მიმართ უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შეღავათი, კერძოდ: ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 20 ნოემბრის, ი. ჭ-ს ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 21 ნოემბრის, მ. ს-ს ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
7. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი (სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება), ასევე უნდა გავრცელდეს რ. ჭ-ს მიმართ, წინა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე – 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
8. ამასთან, რ. ჭ-ს მიმართ იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასა და წინა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით შეფარდებულ დამატებით სასჯელზე – ჯარიმაზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე (ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა)).
9. საკასაციო სასამართლო მხედველობაში აგრეთვე იღებს, რომ რ. ჭ-ს მიმართ არსებულ კიდევ ერთ – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განაჩენზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები, ასევე – არ ვრცელდება, შემდეგი საფუძვლებით: რ. ჭ. აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელზეც მითითებული ამნისტიის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამნისტია არ ვრცელდება. რ. -ს ამავე განაჩენით, მსჯავრი ასევე დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჯარიმის სახით შეფარდებულ სასჯელზე ამნისტია არ ვრცელდება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ-სა და მესტიის რაიონული პროკურორის რამაზ ხურციას საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლითა და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ-სა და მესტიის რაიონული პროკურორის რამაზ ხურციას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. შეიცვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენი:
3. რ. ჭ. ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 21 ნოემბრის, ი. ჭ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
4. რ. ჭ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 20 ნოემბრის, ი. ჭ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს და მიესაჯოს – 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით – 5 წლით აეკრძალოს ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები;
5. რ. ჭ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 21 ნოემბრის, მ. ს-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს და მიესაჯოს – 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით – 5 წლით აეკრძალოს ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით, რ. ჭ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს, წინა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 1 (ერთი) თვით. რ. ჭ-ს, დამატებითი სასჯელის სახით – 5 წლით აეკრძალოს ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები;
9. რ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან – 2024 წლის 1 თებერვლიდან.
10. გაუქმდეს მსჯავრდებულ რ. ჭ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 მარტის განჩინებით დაყადაღებულ ოთარ ჭ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით – ...), 10 000 ლარის ღირებულების წილს. ასევე, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით რ. ჭ-სათვის საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული დამატებითი ვალდებულებები.
11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე