1. შემაკავებელი ორდერით ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ანდა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შეღწევა ანდა მოძალადის მიერ საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობა ანდა მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება, ესე იგი ქმედება, რომლის შედეგადაც შეუძლებელი გახდა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება, −
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175
2 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2513 - სსმ I, №3, 13.01.2010 წ., მუხ.10
საქართველოს 2016 წლის 22
ივნისის კანონი
№5452
- ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 30
მაისის
კანონი №2395
–
ვებგვერდი, 08.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30
ნოემბრის
კანონი №3772
–
ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6760 – ვებგვერდი, 20.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 13.07.2020 კანონი №6760
- 30.11.2018 კანონი №3772
- 30.05.2018 კანონი №2395
- 22.06.2016 კანონი №5452
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-150აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2026
ბ-ის საქართველოს სსკ-ის 111, 381¹-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, თუმცა ითხოვს აღნიშნული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
- საქმე №2კ-129აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.05.2026
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹, 381¹-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს, იგი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების ხასიათს.
- საქმე №030100118002640544 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 15.10.2018
საქართველოს სსკ-ის 11¹ მუხლის მიხედვით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 133¹, 133², 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−144³, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე− 255¹, 381¹ და 381² მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება