მუხლი 380. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება
სისხლის სამართლის კოდექსის 380-ე მუხლი · სსკ 380
თავი XLIV — დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ
იმ მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისათვის თავის არიდება, რომელსაც პენიტენციური დაწესებულებიდან მოკლევადიანი გასვლის ნებართვა აქვს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდებად მიიჩნევა აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური კოდექსის 34-ე მუხლის მე-13 ნაწილითა და 39-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.70
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3529 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3999 - ვებგვერდი, 26.12.2023.
მთავარი მონაცემები
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 380. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება იმ მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისათვის თავის არიდება, რომელსაც პენიტენციური დაწესებულებიდან მოკლევადიანი გასვლის ნებართვა აქვს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდებად მიიჩნევა აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური კოდექსის 34-ე მუხლის მე-13 ნაწილითა და 39-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.70 საქართველოს 20232017 წლის 15ივნისის დეკემბრის კანონი №3999№944 - ვებგვერდი, 26.12.20223.20.06.2017წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-68-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2025
2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ქმედება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 380-ე მუხლით (სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქმე №2კ-3-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2025
აღწერილი ქმედება დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 380-ე მუხლით (სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქმე №ა-137-შ-21-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2007
ჯ-ს ბელორუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 233-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 380-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიესაჯა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა იმის გამო, რომ სახელმწიფო რეგისტრაციის არმქონე ჯ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 380, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-380/