მუხლი 382. სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ცნება
თავი XLV — დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ
1. სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულად ითვლება ამ კარით გათვალისწინებული ქმედება, მიმართული სამხედრო სამსახურის წესის წინააღმდეგ, ჩადენილი სამხედრო მოსამსახურის მიერ ან რეზერვისტის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლისას.
2. ომიანობის ან საომარი მდგომარეობის დროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4195 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.367
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3609 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
საქმე №2კ-662აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2021
…სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით ანდა ამავე მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა. საქართველოს სსკ-ის 382-ე მუხლი (2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით) განმარტავს სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სუბიექტებს და მათ მიაკუთვნებს: სამხედრო…
…საკონტრაქტო, კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას და აღნიშნავს, რომ იმ პირთა წრეს, ვინც შეიძლება იყოს სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სუბიექტი, ადგენს საქართველოს სსკ-ის 382-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის 2011 წელს მოქმედი რედაქციის თანახმად, სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულად ითვლებოდა სამხედრო სამსახურის…
…სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვა-–საზრისით. სამართლებრივი თვა-–საზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს…
…რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით კრიმინალიზებულია სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა, ჩადენილი ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით. 4.2. საქართველოს სსკ-ის 382-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულად ითვლება ქმედება, მიმართული საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო…
…სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით ანდა ამავე მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სამხედრო სამსახურის გავლის კანონით დადგენილი წესი. საქართველოს სსკ-ის 382-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2--- წელს მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ცნებასა და ამ დანაშაულის სუბიექტებს,…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 382, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-382/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია