განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/39-----
(გამოძიების №10----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვა------–-----–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლე-----------ე (დაბადებული - 1----–-–--------------------------–----------–---------------------------------------–-------------------–--------------------------------------–------------–ში),ადვოკატი - ზვ--------------ე,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტები; 2. საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: 1. დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში; 2. დეზერტირობა ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, სამსახურში გამოუცხადებლობა.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 18 ივლისის N2--- ბრძანებით პ---–-------ი ლე-----------ე დაინიშნა სა---------–----–-------------–-----–--------------------–--–-------------------–--------------–---------------------------–-----–-------------–-----–-----------------–--------------–------------ში“, შე------------–-----–-----------------–-------------ლად და საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 19 აგვისტოს N5-- ბრძანებით, 2--- წლის 9 სექტემბრიდან სამი წლის ვადით წარგზავნილი იქნა ბე-–-----------ოში ქ. ბრ------–ში. სა----------–-------------ლად მუშაობის პერიოდში „მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N--- ბრძანებულების და „სა---------–-----------–---------------ოს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თა----–-------------ის 2007 წლის 26 სექტემბრის N--- ბრძანების საფუძველზე პ---–------- ლე-----------ეს ანაზღაურების ნორმის, სამედიცინო დაზღვევის, ოფისის დაქირავების, შენახვის ხარჯების, როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ერთჯერადი ხარჯების, ინვენტარის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად სა---------–-----------–---------------ოს მიერ გამოეყო ფულადი თანხა 501 709,77 ლარის ოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ ლე-----------ე ვალდებული იყო თანხები გაეხარჯა დანიშნულებისამებრ და საფინანსო სამსახურში წარედგინა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი სარგებლობისათვის, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2--- წლის 9 სექტემბრიდან 2--- წლის 27 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიითვისა შემდეგი თანხები; ანაზღაურების ნორმით გათვალისწინებული ფულადი თანხა 1216,13 ევროს ექვივალენტი 2727,17 ლარის ოდენობით, სამედიცინო დაზღვევისთვის გათვალისწინებული ფულადი თანხა 7350 ევროს ექვივალენტი 17669,44 ლარის ოდენობით, ოფისის დაქირავებისთვის გათვალისწინებული ფულადი თანხა 21767,34 ევროს ექვივალენტი 51737,57 ლარის ოდენობით, შენახვის ხარჯებით გათვალისწინებული ფულადი თანხა 5370.04 ევროს ექვივალენტი 11 798,47 ლარის ოდენობით, სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გათვალისწინებული ფულადი თანხა 36 000 ევროს ეკვივალენტი 86 770,80 ლარის ოდენობით. ჯამში 71 703,51 ევროს ექვივალენტი 170 703,45 ლარის ოდენობით. 2--- წლის 17 აგვისტოს პ---–-------ი ლე-----------ე დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 3 ოქტომბრის N2--- ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა სა---------–----–-------------–-----–--------------------–--–-------–-----------------------------------–------------–--------------–--------------–----------------------ად. საქართველოს თა----–-------------ის მოადგილის 2--- წლის 18 ოქტომბრის N---- ბრძანებით პ---–-------ი ლე-----------ე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, 2--- წლის 18 ოქტომბრიდან 2--- წლის 25 ოქტომბრამდე, კვლავ მივლინებული იქნა ბე-–-----------ოში ქ. ბრ------–ში, რა დროსაც სამივლინებო ხარჯებისათვის მას გამოეყო ფულადი თანხა 5901,22 ლარის ოდენობით. ნაცვლად იმისა, რომ ლე-----------ეს შეესრულებინა მივლინებისას მისთვის დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, იგი არ გამოცხადდა ქ. ბრ------–ში დანიშნულების ადგილზე, მასზე გადაცემული ფულადი თანხა 5901,22 ლარის ოდენობით მიითვისა და საქართველოში დაბრუნდა მხოლოდ 2013 წლის 10 ოქტომბერს. საერთო ჯამში პ---–------- ლე-----------ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სა---------–-----------–---------------ოს მიადგა 176604,67 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
1.2. პ---–-------ი ლე-----------ე, საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 3 ოქტომბრის N2--- ბრძანებით დაინიშნა სა---------–----–-------------–-----–--------------------–--–-------–-----------------------------------–------------–--------------–--------------–----------------------ად. სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საქართველოს თა----–-------------ის მოადგილის 2--- წლის 18 ოქტომბრის N---- ბრძანებით იგი, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, 2--- წლის 18 ოქტომბრიდან 2--- წლის 25 ოქტომბრამდე, მივლინებული იქნა ბე-–-----------ოში ქ. ბრ------–ში. 2--- წლის 22 ოქტომბერს ლე-----------ემ ს--- „აე------------------–--ის“ გავლით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და N---- ავიარეისით გაემგზავრა გე------------------–----–----------–--აში ქ. მ-------ში. ამის შემდეგ სამხედრო მოსამსახურე პ---–-------ი ლე-----------ე სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით არ გამოცხადდა მივლინების ბრძანებით გათვალისწინებულ დანიშნულების ადგილზე და აღარც საქართველოში დაბრუნდა მის სამუშაო ადგილზე. საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 31 ოქტომბრის N3--- ბრძანებით პ---–-------ი ლე-----------ე დათხოვნილი იქნა სა---------–----–-------------–-----–--ის რიგებიდან რეზერვში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 18 ივლისის N2--- ბრძანებით პ---–-------ი ლე-----------ე დაინიშნა სა---------–----–-------------–-----–--------------------–--–-------------------–--------------–---------------------------–-----–-------------–-----–-----------------–--------------–------------ში“, შე------------–-----–-----------------–-------------ლად და საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 19 აგვისტოს N5-- ბრძანებით, 2--- წლის 9 სექტემბრიდან სამი წლის ვადით წარგზავნილი იქნა ბე-–-----------ოში ქ. ბრ------–ში. სა----------–-------------ლად მუშაობის პერიოდში „მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N--- ბრძანებულებისა და „სა---------–-----------–---------------ოს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თა----–-------------ის 2007 წლის 26 სექტემბრის N--- ბრძანების საფუძველზე პ---–------- ლე-----------ეს ანაზღაურების ნორმის, სამედიცინო დაზღვევის, ოფისის დაქირავების, შენახვის ხარჯების, როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ერთჯერადი ხარჯების, ინვენტარის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად სა---------–-----------–---------------ოს მიერ გამოეყო ფულადი თანხა 501 709,77 ლარის ოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ ლე-----------ე ვალდებული იყო თანხები გაეხარჯა დანიშნულებისამებრ და საფინანსო სამსახურში წარმოედგინა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი სარგებლობისათვის, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2--- წლის 9 სექტემბრიდან 2--- წლის 27 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიითვისა შემდეგი თანხები; ანაზღაურების ნორმით გათვალისწინებული ფულადი თანხა 1216,13 ევროს ექვივალენტი 2727,17 ლარის ოდენობით, სამედიცინო დაზღვევისთვის გათვალისწინებული ფულადი თანხა 7350 ევროს ექვივალენტი 17669,44 ლარის ოდენობით, ოფისის დაქირავებისთვის გათვალისწინებული ფულადი თანხა 21767,34 ევროს ექვივალენტი 51737,57 ლარის ოდენობით, შენახვის ხარჯებით გათვალისწინებული ფულადი თანხა 5370.04 ევროს ექვივალნეტი 11 798,47 ლარის ოდენობით, სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გათვალისწინებული ფულადი თანხა 36 000 ევროს ეკვივალენტი 86 770,80 ლარის ოდენობით. ჯამში 71 703,51 ევროს ექვივალენტი 170 703,45 ლარის ოდენობით. 2--- წლის 17 აგვისტოს პ---–-------ი ლე-----------ე დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 3 ოქტომბრის N2--- ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა სა---------–----–-------------–-----–--------------------–--–-------–-----------------------------------–------------–--------------–--------------–----------------------ად. საქართველოს თა----–-------------ის მოადგილის 2--- წლის 18 ოქტომბრის N---- ბრძანებით პ---–-------ი ლე-----------ე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, 2--- წლის 18 ოქტომბრიდან 2--- წლის 25 ოქტომბრამდე, კვლავ მივლინებული იქნა ბე-–-----------ოში ქ. ბრ------–ში, რა დროსაც სამივლინებო ხარჯებისათვის მას გამოეყო ფულადი თანხა 5901,22 ლარის ოდენობით. ნაცვლად იმისა, რომ ლე-----------ეს შეესრულებინა მივლინებისას მისთვის დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, იგი არ გამოცხადდა ქ. ბრ------–ში დანიშნულების ადგილზე და მასზე გადაცემული ფულადი თანხა 5901,22 ლარის ოდენობით მიითვისა. საერთო ჯამში პ---–------- ლე-----------ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სა---------–-----------–---------------ოს მიადგა 176604,67 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
2.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა სამხედრო მოსამსახურის - ლე-----------ის მიერ სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით (დეზერტირობა).
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
3.3. ამდენად, სასამართლო განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით. ასევე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
3.4. ლე-----------ის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და დეზერტირობის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - გი-----------––-–--–-–---–ის, შა-–---------–--ის, და-----------------–-–---–ის, ქე--------------------ის, ნი------------–---ის, ზუ------------ის, ირ---–----------ას, ვა---------------ას, ომ-----------ის, ნა-----–----–-----ის, და---------------ის, მა-----------ას, სო---------–-------------ის, და------------–---–ის, პა------------ის, გი---------–----ის და ზვ----------–----ის ჩვენებები, სა---------–-----------–---------------ოდან ამოღებული დოკუმენტაცია, სს „სა---------–--------ის“ და ბე-–--------------ის საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების ისტორია, საფინანსო დოკუმენტალური შემოწმების დასკვნა, ბუ----–----ული ექსპერტიზის დასკვნა, შპს „ჯო----------------იდან“ და „თ------–------–---იდან“ მიღებული დოკუმენტაცია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ:
3.5. საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 28 ივლისის, #2--- ბრძანებით, პ---–-------ი ლე------------------------ე დაინიშნა სა---------–----–-------------–-----–--------------------–--–--------------------–--------------–-----------ის შე------------–-----–-----------------–-------------ლობის (,,N----ში“), შე------------–-----–-----------------–-------------ლად (საშტატო კატეგორია „პ---–-------ი” შტატი #2-------).
3.6. მოწმე ომ-----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2007 წლის ოქტომბრის თვიდან მივლინებული იყო ბრ------–ში, ,,------ში“ საქართველოს შე------------–-----–-----------------–-------------ლად. 2--- წლის აგვისტოს თვიდან აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა პ---–-------ი ლე-----------ე. მოწმემ აღნიშნა თუ როგორ ხდებოდა სა----------–-------------ლის ხარჯების ანაზღაურება, რა ოდენობით თანხა ერიცხებოდა ყოველთვიურად და მიუთითა ვალდებულებებზე, რომელიც გააჩნდა ,,------ს“ ოფისისა და სა---------–-----------–---------------ოს წინაშე. მოწმის განმარტებით, სა----------–-------------ლის მოვალეობაში შედიოდა ,,------სა“ და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის კოორდინაციისა და დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების უზრუნველყოფა. უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელებისათვის აუცილებელ ხარჯებს სა---------–-----------–---------------ო იხდიდა. ყოველთვიურად დაახლოებით 5100 ევრო ერიცხებოდა საბანკო ანგარიშზე, რომელიც მოიცავდა ჯანმრთელობის დაზღვევის, ოფისის ხარჯებსა და ე.წ. „შენახვის ხარჯებს“. სა----------–---------------–ი ვალდებული იყო თა----–---------------ოს საფინანსო სამსახურისთვის წარედგინა ინვოისები, გადახდის ქვითრები (ოფისის ქირის, ჯანმრთელობის დაზღვევის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი) და ბინის ქირავნობის ხელშეკრულება (ბინის ქირის თანხა წინასწარ იდებოდა დეპოზიტზე და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში უბრუნდებოდა თა----–---------------ოს). ოფისის ქირისთვის განკუთვნილი თანხა ანგარიშზე ერიცხებოდა სა----------–---------------–ს. ანგარიშსწორება ხდებოდა ყოველი წლის ბოლოს, ,,-------ს“ ოფისის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე. სა---------–-----------–---------------ოს წარედგინებოდა როგორც ინვოისი, ასევე გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 2--- წლის აგვისტოს თვეში შეუწყდა უფლებამოსილება, შესაბამისად, ოფისის ქირისთვის განკუთვნილი, მის ანგარიშზე ჩარიცხული 5--0 ევრო (ოფისის ქირის თანხა 2--- წლის 1 იანვრიდან 2--- წლის აგვისტოს ჩათვლით) ხელწერილით გადასცა ლე-----------ეს, რომელმაც გადაურიცხა ,,-------ს“ ოფისს. ნოემბრის თვეში ,,------ს“ საფინანსო სამსახურიდან მიიღო შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც წარადგინა სა---------–-----------–---------------ოში, რომლის საფინანსო სამსახურმაც მის მიმართ დავალიანება დახურა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ სა----------–---------------–ი ვალდებული იყო თა----–---------------ოსთვის ყოველთვიურად წარედგინა ჯანმრთელობის დაზღვევის ინვოისი, წლის ბოლოს კი ოფისის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. „შენახვის ხარჯებში“ შედიოდა სა----------–-------------ლისა და მისი ოჯახის წევრების სამივლინებო ხარჯები, კომუნალური გადასახადი, ავტომანქანისა თუ საწვავისთვის განკუთვნილი თანხები, რომელთა შესახებაც საფინანსო სამსახურს ანგარიშს არ აბარებდა. ლე-----------ის თვით დათხოვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია. მისთვის ასევე უცნობია ლე-----------ეს ვინმე ავიწროებდა თუ არა. უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ბრ------–ში რაიმე დავალიანება არ დაუტოვებია.
3.7. მოწმე გი-----------––-–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ლე-----------ესთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს. 2--- წლის სექტემბრის თვეში გამოიძახა საქართველოს თა----–-------------ის მოადგილემ - ნო----------–--–--ემ და უთხრა, რომ ინიშნებოდა ბრ------–ში სა----------–-------------ლად. აღნიშნულ თანამდებობას მის დანიშვნამდე იკავებდა პ---–-------ი ლე-----------ე, რომლისგანაც უნდა გადაებარებინა მიმდინარე საქმეები, ოფისი და ავტომანქანა. 2--- წლის 21 ოქტომბერს ჩავიდა ბრ------–ში, სადაც დახვდა სა----------–-------------ლის თანაშემწე, რომლისგანაც შეიტყო, რომ ლე-----------ე ბე-–---ში არ იმყოფებოდა. დაურეკა ბრალდებულს, რომელმაც უთხრა, რომ აუცილებელ საქმეზე იმყოფებოდა და ბრ------–ში ჩასვლა დააგვიანდებოდა. მოგვიანებით ისევ დაუკავშირდა ლე-----------ეს, რომელიც დაჰპირდა რომ აუცილებლად ჩაფრინდებოდა ბრ------–ში, თუმცა იგი არ ჩასულა. 25 ოქტომბერს დაუსრულდა მივლინება და დაბრუნდა თბილისში, სადაც შეიტყო, რომ ლე-----------ე საქართველოში არ იმყოფებოდა (გაფრინდა სხვა მიმართულებით). თანაშემწეებისგან ჩაიბარა მოძველებული ავტომანქანა და ოფისი, ასევე მოახსენეს მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით. გადაბარებისას აღმოაჩინა რომ წარმომადგენლობის მიერ შეძენილი ავტომობილი „მე--------ის“ ცენტრში იმყოფებოდა, მაგრამ თანხის გადაუხდელობამ პრობლემები შექმნა. მისთვის ასევე ცნობილია, რომ ავტომანქანის შესაძენი 36 000 ევრო ლე-----------ეს ჩაერიცხა, თუმცა ბრალდებულს „მე--------ის“ ცენტრისთვის ფული არ გადაუხდია.
მოწმის განმარტებით, სა---------–-----------–---------------ოს გადაწყვეტილებით, ავტომანქანის შესაძენი თანხა ხელმეორედ გამოიყო. გარდა ავტომანქანის თანხისა, ასევე გადაუხდელი აღმოჩნდა ორი კვარტლის ოფისის ქირა, ტელეფონის გადასახადი და სხვა წვრილმანი ხარჯები. ლე-----------ის ბრ------–ში ყოფნის დროს, ,,-------ში“ ნებისმიერი ხარჯისთვის განკუთვნილი თანხა ირიცხებოდა სა----------–-------------ლის ანგარიშზე, შესაბამისად, სწორედ სა----------–-------------ლი ანაწილებდა თანხებს დანიშნულებისამებრ და პასუხისმგებელი იყო საფინანსო სამსახურთან. მოგვიანებით შეიტყო, რომ რამდენიმე ღონისძიების თანხები ასევე არ იყო გადარიცხული ლე-----------ის მიერ.
მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ დანაკლისის რაოდენობა ზუსტად არ ახსოვს, თუმცა პატაკში, რომლითაც სამინისტროს მიმართა, ყველა გარემოება დეტალურად აქვს აღნიშნული. ოფისის თანხას კვარტალურად იხდიდა. დაზღვევის ხარჯებისთვის 750 ევრო ერიცხებოდა. ქვითრებს აგროვებდა და რამდენიმე თვეში ერთხელ აგზავნიდა საქართველოში. სავალდებულო იყო ბინისა და ოფისის ქირის, ასევე დაზღვევის ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. რომელი ნორმატიული აქტით რეგულირდება აღნიშნული საკითხი არ ახსოვს, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა თა----–---------------ოსთვის სავალდებულოა.
3.8. მოწმე ირ---–----------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 1995 წლიდან მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2007 წლის სექტემბრის თვიდან მიავლინეს ,,-------ში“ საქართველოს სამხედრო წა-------------–------------–ედ ლოჯისტიკის დარგში. მოწმემ განმარტა თუ როგორ ფუნქციონირებს ,,-------ში“ საქართველოს მისია, ვინ ხელმძღვანელობს მას, რა სტრუქტურული ერთეულებისგან შედგება (მათ შორის მოიცავს სა----------–-------------ლობას ,,-------ში“), ვის დაქვემდებარებაშია და რა წყაროებიდან ფინანსდება. მოწმემ ასევე მიუთითა ,,------ში“ საქართველოს სა----------–-------------ლობის საქმიანობის დეტალებზე, უფლებამოსილების ჯეროვნად განსახორციელებლად მიღებული დაფინანსების განკარგვის წესსზე და ვალდებულებებზე, რომლებიც გააჩნდათ ბრ------–ში წარგზავნილებს სა---------–-----------–---------------ოს წინაშე. მოწმის განმარტებით, ,,------ში“ საქართველოს მისია მოიცავს სამხედრო კომპონენტსაც (სა----------–-------------ლობას). საქართველოს მისიას ,,------ში“ ელჩი ხელმძღვანელობს და ფინანსდება საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ხოლო სა----------–-------------ლობის ხარჯებს იხდის სა---------–-----------–---------------ო. საქართველოდან ,,------ში“ წარგზავნილები იღებენ „მივლინების ხარჯებს“, რომლის ოდენობაც განისაზღვრება თა----–-------------ის ბრძანებით (რაოდენობა ზუსტად არ ახსოვს). ყველა წარგზავნილი ინდივიდუალურად იღებს თანხას საკუთარ ანგარიშზე. ,,------ში“ საქართველოს სა----------–---------------–ი ვალდებულია ჩარიცხული თანხების განკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტები (ბინის ქირის, ოფისის ქირის და ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები) გადაუგზავნოს სა---------–-----------–---------------ოს საფინანსო სამსახურს. თა----–-------------ის ბრძანებით განსაზღვრულია ფიქსირებული ხელფასი - „სამივლინებო თანხა“ და „შენახვის ხარჯები“, რომელიც წარგზავნილების მიერ იხარჯება პირადი საჭიროებისათვის. ბრ------–ში საქართველოს სა----------–-------------ლობას ,,------ს“ შტაბ - ბინაში ორი ოთახი აქვს დაკავებული (ერთ ოთახში ზის სა----------–---------------–ი, მეორეში მისი მოადგილეები). ყველა ქვეყნის წარმომადგენლობა ,,------ს“ უხდის ოფისის ქირას (შედის კომუნალური გადასახადები), მათ შორის საქართველოც. ოფისის ქირის თანხა 2--- წლამდე ერიცხებოდა სა----------–---------------–ს, რომელიც თავის მხრივ ურიცხავდა ,,------ს“ ოფისის საფინანსო სამსახურს. 2--- წლის შემდეგ აღნიშნული მიდგომა შეიცვლა და სა---------–-----------–---------------ო ოფისის ქირას პირდაპირ ურიცხავს ,,------ს“. საქართველოდან ,,------ში“ სამი სამხედრო პირი იყო მივლინებული - სა----------–---------------–ი და მისი ორი მოადგილე. მისი ბრ------–ში ყოფნის პერიოდში საქართველოს სა----------–-------------ლები იყვნენ შა-–----------ე (2--- წლის შემოდგომამდე) და ლე-----------ე (2--- წლის შემოდგომიდან). სწორედ მათ ერიცხებოდათ ოფისის ქირის თანხები, რომელთაც თავის მხრივ უნდა გადაერიცხათ ,,------ს“ ოფისისთვის, ხოლო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეგზავნათ სა---------–-----------–---------------ოსთვის.
თა----–-------------ის ბრძანებით, მან და ლე-----------ემ შეარჩიეს „მე--------ის“ ფირმის ავტომანქანა სა----------–-------------ლობისთვის და გაარკვიეს შეძენის დეტალები (ავტომანქანის შესაძენად აუცილებელი იყო მიმართვა სამსახურიდან და მთლიანი ღირებულების 10 პროცენტის გადახდა წინასწარ, დათქმულ ვადაში ავტომანქანის არ შეძენის შემთხვევაში მყიდველს ეკისრებოდა ჯარიმა მთლიანი ღირებულების 15 პროცენტის ოდენობით). პირობები შეათანხმეს თა----–---------------ოსთან, რის შემდეგაც ლე-----------ეს ჩაერიცხა ავტომანქანის შეძენისთვის განკუთვნილი თანხა, რომელიც უნდა გადაეხადა „მე--------ის“ ცენტრისთვის. ბრალდებულმა მასთან საუბარში დაადასტურა, რომ ავტომანქანა ნამდვილად შეუკვეთა (აჩვენა შესაბამისი დოკუმენტი საელჩოს ბეჭდით). 2--- წლის სექტემბრის თვეში, ,,------ში“ საქართველოს ელჩისგან შეიტყო, რომ ლე-----------ეს ავტომანქანის შესაძენად განკუთვნილი თანხა არ გადაუხდია. „მე--------ის“ ცენტრი პასუხს საელჩოსგან ითხოვდა. გე------–------–----ის უფ-----ის მოადგილე ლა–--------ე და მინისტრის მოადგილე ნო----------–--–--ე ტელეფონით ესაუბრნენ ლე-----------ეს და შეთანხმდნენ, რომ იგი რამდენიმე დღის შემდეგ ბრ------–ში ჩავიდოდა მიმდინარე საქმეების ახალი სა----------–-------------ლისთვის გადასაბარებლად, რა დროსაც მოხდებოდა ბრალდებულის მიერ ყველა დავალიანების დაფარვა. აღმოჩნდა, რომ ბრალდებული 2--- წლის 22 ოქტომბერს გაფრინდა არა ბრ------–ში, არამედ მ-------ში. შესაბამისად, ლე-----------ეს მის წინაშე არსებული დავალიანება არ დაუფარავს. ბრალდებულს მისი პირადი ვალიც ჰქონდა, სთხოვა მას შეხვედრა, თუმცა მოუცლელობა მოიმიზეზა და არ შეხვდა. მის კითხვაზე - თუ რატომ არ გადაიხადა ავტომანქანის თანხა, ლე-----------ემ უპასუხა, რომ ე.წ. „დიჯიპასი“ ბრ------–ში დარჩა და ელექტრონული გადახდა ვერ განახორციელა. 2--- წლის 25 ოქტომბერს შეხვდა საქართველოს თა----–-------------ს, რომელსაც აინტერესებდა ლე-----------ის ადგილსამყოფელი. მინისტრთან შეხვედრაზე გაირკვა, რომ ბრალდებულმა 2--- წლის 22 ოქტომბერს თბილისი - მ-------ის რეისით დატოვა საქართველო და მას ერიცხებოდა არაერთი დავალიანება. მინისტრისგან დაევალა ბრ------–ში გაფრენა და პრობლემური საკითხების მოგვარება, რათა არ შელახულიყო ,,ნ---–-“ საქართველოს სახელი. ადგილზე ჩასულმა გაარკვია, რომ გარდა ავტომანქანის თანხისა, ასევე გადახდილი არ იყო ოფისის ქირა და სხვა წვრილმანი ხარჯები. ლე-----------ეს გააჩნდა პირადი ვალიც (ბანკის კრედიტი, ბინის ქირა, კომუნალური გადასახადები რაც შეადგენდა დაახლოებით 30 000-35 000 ევროს).საქართველოს თა----–-------------ის ბრძანებით, სამინისტრომ თავიდან გასწია ავტომანქანის შეძენის ხარჯი - 36050 ევრო, რომელიც მის ანგარიშზე ჩაირიცხა. ამავე ბრძანებით, აღნიშნული თანხა ლე-----------ეს დაეკისრა ასანაზღაურებლად. საქართველოს დატოვებამდე ბრალდებულს ყველა პატივს სცემდა. მისი თანდასწრებით ლე-----------ეს ავტომანქანის შესაძენი თანხა არ დაუხარჯავს. თა----–-------------თან ლე-----------ის კონფლიქტის თაობაზე არაფერი იცის. ბრალდებულსა და მინისტრის მოადგილეს შორის კონფლიქტს მხოლოდ ერთხელ შეესწრო, რომელიც წამოიშვა ლე-----------ის ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო.
3.9. მოწმე ზუ------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2007 წლის 1 სექტემბრიდან 2--- წლის 1 მაისამდე მუშაობდა ,,------ში“ წა-------------–------------–ედ. მის ფუნქციებში შედიოდა ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეხვედრების ორგანიზება, საქართველოდან ჩასული დელეგაციების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა. ბრ------–ში ჩასვლისთანავე გახსნა ანგარიში ბანკში, სადაც ერიცხებოდა სამივლინებო თანხები. წასვლამდე ფინანსურმა სამსახურმა ჩაუტარა ინსტრუქტაჟი და განუმარტეს, რომ შენახვის ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები (ბინის, ავტომანქანის, კავშირგაბმულობის), უნდა წარმოედგინათ საფინანსო სამსახურისთვის, რის საფუძველზეც ხდებოდა თანხების დაბალანსება. საქართველოდან წარგზავნილები ანგარიშვალდებულები იყვნენ თა----–---------------ოს ფინანსურ დეპარტამენტთან. 2--- წლამდე ნა----–- სა----------–---------------–ი იყო ომ-----------ე, რომელიც ლე-----------ემ შეცვალა. ბრალდებულის მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. სა----------–---------------–ი ლე-----------ე ფინანსურ საკითხებს თბილისში ათანხმებდა. ბრალდებულთან კარგი სამსახურეობრივი ურთიერთობა ჰქონდა. მისთვის ცნობილია, რომ ოფისის ქირის თანხები ირიცხებოდა სა----------–-------------ლის ანგარიშზე, საიდანაც ხდებოდა მისი განკარგვა.
მოწმემ ასევე გაიხსენა მინისტრის საუბარი სა----------–-------------ლობისთვის ახალი ავტომანქანის შეძენის თაობაზე, თუმცა განმარტა, რომ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. 2--- წლის მაისს დაბრუნდა საქართველოში, ჯერ კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან. ლე-----------ის მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დამატებითი ინფორმაცია არ მიუღია, რადგან მასთან ურთიერთობა არ ჰქონია. ლე-----------ე მაღალ დონეზე ასრულებდა მის მოვალეობას. მას ცალკე ანგარიში ჰქონდა ბანკში გახსნილი. თანხების განკარგვის დამადასტურებელ ქვითრებს დასკანერებული სახით თა----–---------------ოს საფინანსო დეპარტამენტში თვეში ერთხელ აგზავნიდა. შვებულების პერიოდში საქართველოში ჩამოსვლისას დოკუმენტების დედნებს აბარებდა საფინანსო სამსახურს, სადაც ყველა დეტალს გადიოდნენ და გარკვეული პერიოდის თანხები იხურებოდა. ლე-----------ეს ბა--------–----თან როგორი დამოკიდებულება ჰქონდა არ იცის. უშუალოდ მას არანაირი კონფლიქტი არ დაუნახავს. მოწმის განმარტებით, პირადი მოხმარებისთვის ჩარიცხული თანხის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა ჰქონდა.
3.10. მოწმე ნა-----–----–-----მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ლე-----------ესთან სამსახურეობრივი ურთიერთობა ჰქონდა. 2008-2012 წლებში მუშაობდა სა---------–-----------–---------------ოს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის უფ-----ის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედიოდა თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების საქმიანობათა კოორდინაცია და საერთაშორისო ურთიერთობების ხელშეწყობა. ლე-----------ე იყო სამინისტროს სა----------–---------------–ი ,,------ში“ (წარმომადგენლობის ხელმძღვანელი). ,,------სგან“ მიღებული დოკუმენტებიდან ცნობილი გახდა, რომ მინისტრის ბრძანებით ლე-----------ეს თანხა ჩაერიცხა ავტომანქანის შესაძენად, თუმცა ბრალდებულმა მისი შეძენა ვერ მოახერხა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა „მე--------ის“ ცენტრის წერილიდან, რომელიც ,,------ში“ სა---------–----–-------------ლობამ მიიღო. წერილის თანახმად, კონკრეტულ ვადამდე ავტომანქანის ღირებულების არ გადახდის შემთხვევაში, მყიდველი დაჯარიმდებოდა მთლიანი ღირებულების 15 პროცენტით. მიღებული წერილი გაეგზავნა სა---------–-----------–---------------ოს, სადაც დაინტერესდნენ ლე-----------ის სხვა ფინანსური ხარჯებითაც. ვინაიდან ბრალდებული სა----------–-------------ლობის ხელმძღვანელი იყო, სწორედ ის განკარგავდა ყველა თანხას (ბრ------–ში ოფისის ქირავნობის თანხა, საწვავის ხარჯები). მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ლე-----------ის მიერ თანხების გახარჯვა არ განხორციელდა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა ,,------სგან“, რის შესახებაც აცნობა მინისტრის მოადგილეებს ნი----–--------–--–---–სა და ნო----------–--–--ეს. შემდგომში ლე-----------ის ქმედებების შეფასება სამხედრო პოლიციამ და გენერალურმა ინსპექციამ განახორციელა.
მოწმის განმარტებით, ლე-----------ეს ავტომანქანის შეძენა მინისტრის ბრძანებით ჰქონდა დავალებული, რისთვისაც 36 000 ევრო გამოეყო. ლე-----------ეს ავტომანქანისა და ,,------ს“ ოფისის ქირის გარდა, ასევე აღმოაჩნდა დავალიანება, რომელიც მოიცავდა ავიაბილეთისა და საწვავის ხარჯს. გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით მოხდა ხარჯების დაანგარიშება ფინანსურ დეპარტამენტთან ერთად. ვინაიდან სა----------–-------------ლობებთან კოორდინაცია მის უშუალო მოვალეობაში შედიოდა, ეცადა ლე-----------ესთან დაკავშირებას, სა----------–-------------ლობასაც სთხოვა მისი ადგილსამყოფელის დადგენა, მაგრამ ვერ მოხერხდა. ბრალდებულის მობილური ტელეფონი გათიშული იყო, იმეილზე არ პასუხობდა, ხოლო მისამართზე არ იძებნებოდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ხარჯების ჩამოწერას თა----–---------------ოს ფინანსური დეპარტამენტი ახორციელებდა, რომელიც ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალით ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა სა----------–-------------ლობიდან დოკუმენტების მიღება ერთიდაიმავე დროს ვერ ხერხდებოდა, მაგრამ მათ გარკვეული პერიოდის დაცვით უნდა გადაეგზავნათ შესაბამისი დოკუმენტაცია თა----–---------------ოსთვის. კონკრეტულად რა ვადებში ხდებოდა დოკუმენტების წარდგენა მისთვის უცნობია. ყოველი წლის ბოლოს ფინანსური დეპარტამენტი წლის ანგარიშს (ხარჯებს) ხურავდა. ლე-----------ის ხელმძღვანელობასთან რაიმე ინცინდენტის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.
3.11. მოწმე ქე--------------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2000 წლიდან მუშაობს სა---------–----–-------------–-----–--ის გენერალურ შტაბის ატაშეების დაფინანსების ოფისში. 2--- წელს გადაეცა ლე-----------ის საქმე და აწარმოებდა ბუ----–----ულ ანგარიშგებას. მის ფუნქციაში შედიოდა სამხედრო ატაშეების და წარმომადგენლების დაფინანსება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში მათზე რიცხული დავალიანების ჩამოწერა. თა----–-------------ის #5-- ბრძანებით, ყველა ქვეყნის ატაშეს ეძლეოდა დაფინანსება, რომელშიც გათვალისწინებული იყო ჯანმრთელობის დაზღვევის თანხა, ოფისის ქირის ხარჯი და ხელფასი. 2--- წლიდან 2--- წლის ოქტომბრის თვის ჩათლით, ლე-----------ე წარგზავნილი იყო ბე-–---ში, „ნა----–-“ მეკავშირე ოფიცრად ან სა----------–---------------–ად (ზუსტად არ ახსოვს). ლე-----------ის წარგზავნის ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ მას წინასწარ გადაეცა ორი თვის თანხა (ბინის ქირისა და პირველადი მოწყობის თანხები). ბრალდებულს ყოველთვიურად 5900 ევრო ერიცხებოდა. ოფისის დაქირავების თანხა 1400 ევროს შეადგენდა. ბრალდებულს ასევე ერიცხებოდა „მივლინების თანხები“. ლე-----------ეს არ წარუდგენია მივლინების თანხების დახურვის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტები. ჯამში მისი დავალიანება შეადგენს 179 000 ლარს. მოწმის განმარტებით, ლე-----------ე სარგებლობდა ორი საბანკო ანგარიშით (ერთი საზღვარგარეთის, ხოლო მეორე ქართული). ქართულ ანგარიშზე ხელფასი ერიცხებოდა. წარგზავნილი პირი ლე-----------ე გაფრთხილებული იყო, რომ მას უნდა წარედგინა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები (ბინის ქირის ხელშეკრულება, ოფისის ქირავნობის დოკუმენტი, დაზღვევის ხელშეკრულება. ბინის ქირის ქვითრის წარმოდგენის ვალდებულება მას არ ჰქონდა. დაზღვევის შემთხვევაში როგორც ხელშეკრულება ასევე ქვითრები უნდა წარედგინა). საქართველოს თა----–-------------ის ბრძანებით, 2--- წელს ლე-----------ეს დაერიცხა ავტომანქანის შესაძენად განკუთვნილი თანხა 36 000 ევროს ოდენობით. აღნიშნული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი ბრალდებულს არ წარუდგენია. თანხები, რომლის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტიც არ იქნება წარდგენილი, წარგზავნილ პირს არ ჩამოეწერება და რჩება დავალიანებად. ლე-----------ის დავალიანებები გასწორდა შემდეგნაირად: ნ-----ს ოფისიდან მიღებული დოკუმენტში დეტალურად იყო მითითებული თუ რა დავალიანება გააჩნდა ლე-----------ეს (თანხები ჩარიცხული იყო მის ანგარიშზე) - მეორადი ხარჯი შეადგენდა 80 000 ლარს, ავტომანქანის თანხა 86 000 ლარს (36000 ევრო), რომელიც ხელმეორედ იქნა გადახდილი. პირველადი მოწყობის, ბინის და სხვა ხარჯები შეადგენდა 80 000 ლარს. წარგზავნილ პირს მგზავრობის თანხა უნაზღაურდებოდა ინვოისის წარდგენის შემდეგ. ბრალდებულს მივლინების ხარჯები 5300 ლარამდე ერიცხებოდა. ლე-----------ისთვის ცნობილი იყო, რომ დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება გაჩნდა. სა----------–-------------ლობიდან გათავისუფლების შემდეგ 20 დღე ჰქონდა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად, რომლის მიხედვითაც ჩამოაწერდნენ თანხებს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ფრენის ხარჯის ანაზღაურება ხდება ინვოისისა და ფრენის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. გამოძიების მიერ დადგენილ იქნა, რომ ლე-----------ის მიერ წარდგენილ ფრენის დამადასტურებელი დოკუმენტი არ იყო სრულყოფილი (ვერ დასტურდებოდა რა მიმართულებით და რამდენჯერ გაფრინდა), რის გამოც დაერიცხა დავალიანება 366 ევროს ოდენობით. როდის და რა მიზეზით დატოვა ლე-----------ემ საქართველო, მისთვის უცნობია. იმ მომენტში, როდესაც ლე-----------ის საქმე გადაიბარა, მას საქვეანგარიშოდ ერიცხებოდა 59 000 ლარი. დანარჩენი დავალიანება წარმოიშვა 2--- წელს.
3.12. სა---------–-----------–---------------ოს ფ---------------------–---------–---ემ - და-----------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ საქართველოს თა----–-------------ის ბრძანებით, ბრ------–ში საქმიანობის განსახორციელებლად წარგზავნილ ლე-----------ეს პირადად გადასცა 10 000 ევრო და 2500 ლარი, რომელიც მოიცავდა პირველადი მოწყობის ხარჯებს (სამი თვის ბინის ქირას, დაზღვევის თანხას და ავიაბილეთის თანხებს). გარდა აღნიშნულისა, ასევე ახდენდა ბრალდებულის ფინანსურ უზრუნველყოფას ყოველთვიურად, 2--- წლის სექტემბრის თვის ჩათლით, რომელიც ხორციელდებოდა მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. ლე-----------ეს ასევე ჩაურიცხა ავტომანქანის შესაძენად განკუთვნილი თანხა - 36 000 ევროს ოდენობით.
მოწმის განმარტებით, საზღვარგარეთ წარგზავნილის მიერ გახსნილი საბანკო ანგარიში წარედგინებოდა ფინანსურ სამსახურს, რომელიც ახორციელებდა მასზე თანხების ჩარიცხვას. მივლინებული პირებისთვის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თა----–-------------ის 5---ე ბრძანების შესაბამისად. ლე-----------ეს ევალებოდა ბინის ქირის, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის, დაზღვევისა და ავიაბილეთების ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. შესაბამისი დოკუმენტების არ წარდგენის შემთხვევაში, თანხები ვალად რჩებოდა ანგარიშვალდებულ პირს (მოცემულ შემთხვევაში ლე-----------ეს). მისთვის ცნობილია, რომ ლე-----------ის დავალიანება შეადგენს დაახლოებით 178 00 ლარს.
3.13. სა---------–----–-------------–-----–------------------------------–---------------–მა (ბუ----–------) ნი-----------–---მა განმარტა, რომ პიროვნება სა----------–-------------ლად ინიშნებოდა საქართველოს თა----–-------------ის #5-- ბრძანებით, ხოლო შემდეგ იწერებოდა მისი წარგზავნის ბრძანება. წარგზავნილი პიროვნება ხსნიდა ანგარიშს ბანკში, რომელზეც ერიცხებოდა თანხები. პირველადი წარგზავნის თანხა ხელზე გადაეცა ლე-----------ეს 10 000 ევროს ოდენობით, რომელშიც შედიოდა ავიაბილეთის, ხარჯიც. აღნიშნულის შემდეგ მას ყოველთვიურად ერიცხებოდა 5900 ევრო, რომელშიც შედიოდა ,,------ში“ ოფისის ქირა, შენახვის ხარჯები 2500 ევროს ოდენობით, დაზღვევის თანხა 700 ევრო და ხელფასი 1300 ევრო. მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ლე-----------ე ვალდებული იყო საფინანსო სამსახურისთვის წარედგინა ბინის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანხაც წინასწარ დაიდო დეპოზიტზე. შესაბამისად, იგი ვალდებული იყო კვარტალურად გამოეგზავნა ბინის ქირის და დაზღვევის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ,,------მ“ ოფისის ქირა 1400 ევროდან 1460 ევრომდე გაზარდა. ლე-----------ემ 2--- წელი სრულად გაასწორა, 2010 წლის დაზღვევისა და ბინის ქირის თანხების ქვითრები წარადგინა, ხოლო ოფისის ხარჯების დოკუმენტი არ წარუდგენია, რომელიც დაახლოებით 50 000 ლარს შეადგენდა. მას ასევე ვალად დარჩა წინასწარ ჩარიცხული ბინის ქირის თანხა. ლე-----------ეს ასევე ერიცხებოდა ოფისის მოწყობის თანხა ყოველთვიურად, რომელიც სრულად დაფარა. ყოველი კვარტლის ბოლოს ყველა წარგზავნილი პიროვნების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას ცხრილის სახით უგზავნიდა ატაშეების ოფისს, სადაც გაწერილი იყო მათ მიერ მიღებული თანხები და დარჩენილი დავალიანება. მოწმის განმარტებით, მისი სხვა სამსახურში გადასვლის შემდეგ აღნიშნული საქმე ქე--------------------ს გადაეცა. ამ დროისთვის ლე-----------ის დავალიანება შეადგენდა დაახლოებით 50 000 ლარს. წარგზავნილ პიროვნებას აცნობენ ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას, რომელსაც ახორციელებს სამმართველოს უფ-----ი. ლე-----------ესაც გააცნეს აღნიშნული ვალდებულება.
3.14. მოწმე ვა---------------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ სა---------–-----------–---------------ოს ხელმძღვანელობასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. 2--- წლის ივნისის თვეში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა სა----------ში, ბ----------იის სასახლეში განთავსებულ სასტუმროში. ვახშმის თუ სხვა ხარჯებს დელეგაციის ყველა წევრი დამოუკიდებლად იხდიდა. ბ----------იაში ყოფნის დროს, გაწეული ხარჯებისთვის რაიმე თანხა არც ლე-----------ეს და არც სხვა ვინმეს მიუცია მისთვის. აღნიშნულის საჭიროება არც იყო. ვახშამზე ბა---------–-იასა და ლე-----------ეს შორის კონფლიქტი არ ყოფილა. მინისტრის პ------–----------–ესთან ბრალდებულის კონფლიქტი არ ახსოვს.
3.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ ომ-----------ის, გი-----------––-–--–-–---–ის, ირ---–----------ას, ზუ------------ის, ნა-----–----–-----ის, ქე--------------------ის და და-----------------–-–---–ის ჩვენებები თანმიმდევრულია, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო ან საეჭვო განმარტებებს და შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მათი მხრიდან იმგვარი პირადი დაინტერესება ბრალდებულის მიმართ, რაც მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ომ-----------ე, გი-----------––-–--–-–---–ი, ირ---–----------ა, ზუ------------ი, ნა-----–----–-----ი, ქე--------------------ი და და-----------------–-–---–ი იცნობდნენ ლე-----------ეს, სამსახურეობრივი ურთიერთობა ჰქონდათ მასთან და ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ და უარყოფენ ყოველგვარ კონფლიქტს ან რაიმე პირად დაინტერესებას ლე-----------ის მიმართ. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის სტანდარტს და არ წარმოშობს დამატებით კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით.
მოწმეებმა დაწვრილებით აღწერეს თუ რა უფლებებით სარგებლობდა ,------ში“ სა----------–---------------–ი და მის მოადგილე, რა ვალდებულებები გააჩნდათ მათ ,,------ს“ ოფისისა თუ სა---------–-----------–---------------ოს წინაშე. მოწმეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოდან წარგზავნილ პირთა ანაზღაურების ფორმასა და რაოდენობაზე, ჩარიცხული თანხების განკარგვის წესსა და თა----–---------------ოს საფინანსო სამსახურთან არსებული ურთიერთობისა და ანგარიშ-ვალდებულების შესახებ. მოწმეთა განმარტებით, საქართველოდან ბრ------–ში წარგზავნილ სა----------–---------------–ს ანგარიშზე ერიცხებოდა ფულადი თანხა, რომელიც მოიცავდა ,,------ს“ ოფისის ქირის, ჯანმრთელობის დაზღვევის, საცხოვრებელი ბინის ქირისა და ე.წ. „შენახვის ხარჯებს“. წარმომადგენლი ვალდებული იყო სა---------–-----------–---------------ოს საფინანსო სამსახურისთვის წარედგინა ჩარიცხული თანხების მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები. „შენახვის ხარჯებისა“ და ხელფასის სახით ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის საფინანსო სამსახურისთვის მიწოდების ვალდებულება მათ არ გააჩნდათ. ომ-----------ის, გი-----------––-–--–-–---–ის, ირ---–----------ასა და ზუ------------ის ჩვენებებიდან დგინდება, რომ ,,------ში“ სა---------–----–-------------ლობის საქმიანობას წარმართავდა სა----------–---------------–ი. სწორედ ის იყო პასუხისმგებელი ფინანსურ საკითხებზეც. წარმომადგენლობის საერთო საჭიროებისთვის განკუთვნილი თანხა ირიცხებოდა სა----------–-------------ლის ანგარიშზე და სწორედ მას ჰქონდა ვალდებულება მიზნობრივად გაეხარჯა ფულადი სახსრები, ხოლო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მიეწოდებინა შესაბამისი სამსახურისთვის. ფინანსურ სამსახურთან ურთიერთობის შესახებ ინსტრუქციას ყველა წარგზავნილი გადიოდა დანიშნულების ადგილზე გამგზავრებამდე. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ლე-----------ე 2-------- წლებში წარგზავნილი იყო ,,------ში“ სა---------–-----------–---------------ოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლად. მას ანგარიში გახსნილი ჰქონდა როგორც ქართულ ისე უცხოურ ბანკში, რომლებზეც ერიცხებოდა სა---------–-----------–---------------ოს მიერ 2-------- წლებში გამოყოფილი თანხები (როგორც წარმომადგენლობის საერთო საჭიროებისთვის განკუთვნილი თანხა, ასევე მისი ხელფასი და შენახვის ხარჯები). შესაბამისად, ლე-----------ე განკარგავდა აღნიშნულ თანხებს და სწორედ მას ეკისრებოდა ვალდებულება მოეწესრიგებინა ურთიერთობა თა----–---------------ოს საფინანსო სამსახურთან (დროულად მიეწოდებინა მისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია). მოწმეთა ჩვენებებიდან ასევე დგინდება, რომ ლე-----------ესთვის ცნობილი იყო თა----–---------------ოს საფინანსო სამსახურთან და ატაშეების ოფისთან წარგზავნილ პირთა ურთიერთობის დეტალები, მან იცოდა, რომ თანხები რომელიც მას ერიცხებოდა ანგარიშზე მიზნობრივად უნდა დაეხარჯა. თავისუფლად განკარგავდა ე.წ. ,,შენახვის ხარჯებისა“ და ხელფასის სახით მიღებულ თანხას, ხოლო ,,------ს“ ოფისის ქირის, ჯანმრთელობის დაზღვევის, ბინის ქირისა და ავიაბილეთების განკუთვნილი თანხების მიზნობრივად ხარჯვა კი უნდა დაედასტურებინა სა---------–-----------–---------------ოს ფინანსური სამსახურისთვის წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით. მოწმის სახით დაკითხულმა, ,,------შ“ი საქართველოს სამხედრო წა-------------–------------–ემ - ირ---–----------ამ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დეტალურად ისაუბრა სა----------–-------------ლებისა და მისი მოადგილეების დაფინანსების წესსზე, თანხების მიზნობრივად გახარჯვის ვალდებულებაზე და სა---------–-----------–-------------------------------------------------------------ის ფორმაზე. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ საქართველოს თა----–-------------ის დავალებით, მან და ლე-----------ემ სა----------–-------------ლობისთვის შეარჩიეს ავტომანქანა, რომლის შესაძენად განკუთვნილი თანხა ბრალდებულს ჩაერიცხა ანგარიშზე. მოგვიანებით გაარკვია, რომ მართალია ლე-----------ემ ავტომანქანა შეუკვეთა, თუმცა მისი საფასური არ გადაუხდია. მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ლე-----------ემ 2--- წლის 22 ოქტომბერს დატოვა საქართველო და ნაცვლად ბრ------–ისა, გაფრინდა მ-------ის მიმართულებით. მოწმეთა ჩვენებებიდან ასევე დგინდება, რომ საქართველოდან წარგზავნილის მიერ სამსახურის დასრულების შემდეგ, მას ეძლეოდა 20 დღიანი ვადა შესაბამისი დოკუმენტების მოწესრიგებისა და ფინანსური სამსახურისთვის წარსადგენად. სწორედ ამ მიზნით მიავლინეს ლე-----------ე 2--- წლის 21 ოქტომბერს ბრ------–ში, თუმცა იგი სხვა მიმართულებით გაფრინდა ისე, რომ მასზე დაკისრებული ვალდებულებები არ შეუსრულებია.
სა---------–-----------–--------------------------------------------–--------------–--ის (ბუ----–----ები და მო-–---ე)- ნა-----–----–-----ის, ქე--------------------ისა და და-----------------–-–---–ის ჩვენებებით დგინდება, რომ ლე-----------ე 2--- წლიდან 2--- წლის ოქტომბრის თვის ჩათლით წარგზავნილი იყო ,,------ში“ სა----------–---------------–ად. გამგზავრებამდე ლე-----------ეს ხელზე გადაეცა პირველადი წარგზავნის თანხა 10 000 ევროს ოდენობით, რომელშიც შედიოდა ავიაბილეთის ხარჯიც. მას ყოველთვიურად ერიცხებოდა 5900 ევრო, რომელშიც შედიოდა ,,------ში“ ოფისის ქირა, შენახვის ხარჯები 2500 ევროს ოდენობით, დაზღვევის თანხა 700 ევრო და ხელფასი 1300 ევრო. მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ლე-----------ე ვალდებული იყო საფინანსო სამსახურისთვის წარედგინა ბინის ქირავნობის ხელშეკრულება (რომლის თანხაც წინასწარ დაიდო დეპოზიტზე), კვარტალურად გამოეგზავნა ოფისისა და ბინის ქირის, ასევე დაზღვევის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. ლე-----------ეს გამგზავრებამდე ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი საფინანსო სამსახურთან ურთიერთობისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ. ბრალდებულს ანგარიშზე ჩაერიცხა ავტომანქანის შეძენის თანხა 36 000 ევროს ოდენობით, მაგრამ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები არ მიუწოდებია მათთვის. სა---------–-----------–---------------ო იძულებული გახდა განმეორებით გაეღო ავტომანქანის შეძენის ხარჯი და ასევე დაეფარა სხვა დავალიანება, რომელიც ლე-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დარჩა საქართველოს სა----------–-------------ლობას ,,------ში“. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დგინდება, რომ ლე-----------ეს სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ჰქონდა 20 დღე შესაბამისი დოკუმენტების მოძიებისა და საფინანსო სამსახურისთვის წარდგენისთვის. თუმცა ბრალდებულს ხარჯვის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საფინანსო სამსახურისთვის არ მიუწოდებია. ჯამში მისი დავალიანება შეადგენს 179 000 ლარს.
3.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვა---------------ას ჩვენება არ ადასტურებს ლე-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ რაიმე ფაქტობრივ გარემოებებს. მოწმის განმარტებით, საქართველოს დელეგაციის სა----------ში ყოფნისას სასტუმროს, სადილის თუ სხვა ხარჯებს ყველა ინდივიდუალურად იხდიდა. ლე-----------ის მიერ თანხის გადახდის ფაქტი მას არ დაუნახავს და არც ბრალდებულის კონფლიქტს შესწრებია თა----–-------------თან ან მის მოადგილესთან.
3.17. მოწმე შა-–---------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2010 წლიდან აგვისტოდან დანიშნული იყო სა---------–-----------–---------------ოს გა-------------–--–----ის წვრ--------------------------------–------------–------–----ის უფ-----ად, რომლის დაქვემდებარებაშიც შედიოდა თა----–--------------–---------ია. ლე-----------ე აღნიშნული აკ-----იის უფ-----ად დაინიშნა 2----–-–-------------------------–-–----------------------------–-–------------------- ჩათვლით ლე-----------ე მივლინებული იყო ბრ------–ში. როგორც მისთვის ცნობილია, მივლინება უკავშირდებოდა სამსახურის გადაბარების პროცესს, როდესაც ის მუშაობდა ,,------ს“ შტაბ-ბინაში სა---------–----–-------------ლად. ლე-----------ე საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო 2--- წლის 26 ოქტომბერს, თუმცა სამსახურში არ გამოცხადდა. მისთვის უცნობია ჰქონდა თუ არა ლე-----------ეს ხელმძღვანელ პირებთან დაპირისპირება.
3.18. გამომძიებლებმა - და------------–---–მა, გი---------–----ემ, პა------------ემ და ზვ----------–----მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ (მათი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და დამატებით აღნიშნეს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
3.19. გამომძიებელმა და---------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ასევე დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და დამატებით აღნიშნა, რომ 2--- წლის 27 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება, თა----–-----------იის უფ-----ის ლე-----------ის თვით დათხოვნის ფაქტზე. გამოძიების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ მას დავალიანება ერიცხებოდა ბრ------–ში, ,,------ს“ წარმომადგენლად მუშაობის პერიოდში. ბე-–-----ან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი საფინანსო დოკუმენტაცია და დაინიშნა რევიზია. რევიზიის აქტით დადასტურდა, რომ ლე-----------ეს გააჩნდა 200 000 ლარის და 2500 ევროს დავალიანება. გამოითხოვეს დამატებითი დოკუმენტაცია და საბოლოოდ ლე-----------ეს, რევიზიის აქტით დაუდგინდა დაახლოებით 180 000 ლარისა და 2500 ევროს დავალიანება. გამოძიების პროცესში რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა დაფიქსირებული არ ყოფილა.
3.20. საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 28 ნოემბრის #9-- ბრძანების თანახმად:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდა “N----ში შე------------–-----–-----------------–-------------ლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 4 ივნისის N4-- ბრძანება.
2. “N----ში შე------------–-----–-----------------–-------------ლობას ავტოსატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 4 ივნისის N4-- ბრძანების საფუძველზე გაცემული თანხა 36000 (ოცდათექვსმეტი ათასი) ევრო დაექვემდებარა დაბრუნებას.
3. “N----ში შე------------–-----–-----------------–-------------ლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 4 ივნისის N4--" ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი - ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვა, დაექვემდებარა შესრულებას;
4. სა---------–-----------–---------------ოს ფინანსების მართვის დეპარტამენტმა (ბ-ნი ვ. ბო------–---–ი) უზრუნველყოს ,,N----ში“ სამხედრო წა-------------–------------–ისათვის ლოგისტიკის დარგში (მაიორი ირ---–----------------------ა) 36050 (ოცდათექვსმეტი ათას ორმოცდაათი) ევროს გამოყოფა ამ ბრძანების მესამე პუნქტის შესრულების მიზნით.
5. ,,N----ში“ სამხედრო წა-------------–------------–ემ ლოგისტიკის დარგში მაიორმა ირ---–----------------------ამ უზრუნველყოს განხორციელებულ შესყიდვასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაბამის საფინანსო სამსახურში.
6. სა---------–----–-------------–-----–--ის გა-------------–--–----ის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ (მაიორი გ. კე------–--ე) მოახდინოს შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების თა----–---------------ოს საბალანსო მონაცემებში გატარება.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალა მინისტრის მოადგილე ნი----–--------–--–---–ს.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და გავრცელდეს 2--- წლის 18 ნოემბრიდან წარმოშობილ ვალდებულებაზე.
3.21. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 4 ივლისის #------- დასკვნის თანახმად, 2--- წლის 9 სექტემბრიდან 2--- წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში, პ---–------- ლე-----------ეს თა----–---------------ოდან მიღებული აქვს მიზნობრივად 504691,97 ლარი, აღნიშნული თანხიდან ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტებით, მიზნობრივად გახარჯულია 307707 ლარი. 2--- წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით, პ---–------- ლე-----------ის დავალიანება სა---------–-----------–---------------ოს მიმართ, შეადგენს 196984,97 ლარს და 2423,24 ევროს.
ექსპერტმა მა-----------ამ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.22. 2015 წლის 27 იანვრის საფინანსო - დოკუმენტარული შემოწმების აქტის თანახმად, პ---–------- ლე-----------ის დავალიანებამ სამინისტროს მიმართ 2--- წლის სექტემბრიდან 2--- წლის ოქტომბრამდე პერიოდში შეადგინა 75901,06 ევრო და 8993,62 ლარი (მიღების თარიღების მიხედვით ეროვნული ბანკის კონვერტაციის კურსის მიხედვით შეადგინა 189934,57 ლარი).
სპეციალურ გამოკვლევათა ინსპექტორმა სო---------–-------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული საფინანსო - დოკუმენტარული შემოწმების აქტის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ბრ------–იდან მიღებული დამატებითი დოკუმენტაციის საფუძველზე ცვლილება შევიდა ლე-----------ის მიმართ დარიცხული თანხების ოდენობაში. თანხის ოდენობაში ცვლილება ასევე გამოიწვია ვალუტის კურსის ცვალებადობამ.
3.23. საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 3 ოქტომბრის, #2--- ბრძანებით, პ---–-------ი ლე------------------------ე დაინიშნა სა---------–----–-------------–-----–--ის გა-------------–--–----ის წვ----------------------------------–------------–---ის თა----–--------------–---------იის მეთაურად* (საშტატო კატეგორია „პ---–-------ი“; შტატი N----------), გათავისუფლდა სა---------–----–-------------–-----–--ის გა-------------–--–----ის სა----------–-------------ლების ოფისის (სამმართველო) „N----ში“ შე------------–-----–-----------------–-------------ლობის შე------------–-----–-----------------–-------------ლის თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია „პ---–-------ი“; შტატი.No2-------).
3.24. საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 31 ოქტომბრის, #3--- ბრძანებით, სა---------–----–-------------–-----–--ის გა-------------–--–----ის წვ----------------------------------–------------–---ის თა----–--------------–---------იის მეთაური* (საშტატო კატეგორია „პ---–-------ი“ შტატი N----------), პ---–-------ი ლე------------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სა---------–----–-------------–-----–--ის რიგებიდან რეზერვში (სა---------–-----------–---------------ოს პირადი შემადგელობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად.
3.25. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ ლე-----------ის მიერ სამხედრო სამსახურის თვითნებურად დატოვების ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ შა-–---------–--ის ჩვენება, ბრძანება და ბრალდებულის საქართველოდან გამგზავრების დამადასტურებელი დოკუმენტი. სხვა მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები მოცემულ ნაწილში ლე-----------ის ბრალდების დადასტურების თვალსაზრისით რელევანტური არ არის. შა-–---------–--ემ დაადასტურა, რომ 2--- წლის 21 ოქტომბრიდან ლე-----------ე სამსახურში არ გამოცხადებულა და გაემგზავრა საქართველოდან, მაგრამ რა სტატუსით გადაკვეთა ბრალდებულმა საზღვარი, ამის შესახებ მოწმეს განმარტება არ გაუკეთებია. რაც შეეხება ბრალდებულის მიერ მითითებულ რიცხვში საქართველოს დატოვების ფაქტს, აღნიშნულს ბრალდებულიც ადასტურებს და გააჩნია საკუთარი არგუმენტები.
3.26. საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 31 ოქტომბრის, #3--- ბრძანებით, თა----–--------------–---------იის მეთაური პ---–-------ი ლე------------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სა---------–----–-------------–-----–--ის რიგებიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: ზ) პირადი სურვლით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი. ამდენად, ლე-----------ე ფაქტობრივად დათხოვნილი იქნა თა----–--------------–---------იის მეთაურის თანამდებობიდან, პირადი სურვილით, როგორც ოფიცერი, რომელმაც იმსახურა ოფიცრად არანაკლებ 10 წელი და არა ამავე პუნქტით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით, რაც უკავშირდება მოვალეობების დარღვევასა და სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახავი საქციელისათვის სამსახურიდან გათავისუფლებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაურკვეველია თუ ბრალდებული პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში, რატომ ედავება ბრალდების მხარე ლე-----------ეს სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ლე-----------ეს, როგორც ოფიცერს (ნამსახურობა არანაკლებ 10 წელი) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნებისმიერ დროს შეეძლო პირადი განცხადებით დაეტოვებინა სამხედრო თანამდებობა. სასამართლო სამართლებრივი შეფასების ნაწილში ასევე იმსჯელებს, რამდენად წარმოადგენს ლე-----------ე საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ სუბიექტს.
3.27. ბრალდებულმა ლე-----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და დაადასტურა, რომ არამიზნობრივად დახარჯა ავტომანქანის შეძენის მიზნით მის ანგარიშზე ჩარიცხული 36 000 ევრო. აღნიშნული თანხიდან 23 000 ევრო გადაუხადა საქართველოს დელეგაციის წევრებს ევროპაში მოგზაურობისას (რომელიც უნდა დაებრუნებინათ), ხოლო დარჩენილი 13 000 ევრო პირადად მოიხმარა. ბრალდებულის განმარტებით, 2--- წელს დაინიშნა ,,------ში“ სა----------–-------------ლად. აღნიშნულ პერიოდამდე მსახურობდა სხვადასხვა სამხედრო თანამდებობაზე. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და მედალი მხედრული მამაცობისთვის. 2--- წელს კანონის ყველა წესის დარღვევით გამოიძახეს ბრ------–იდან და დანიშნეს თა----–-----------იის კო---------ად. 2--- წლის ოქტომბერის თვეში გარკვეული მიზეზების გამო დატოვა საქართველო და არ დაბრუნებულა, შემდეგ დაიწერა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ. სა----------–-------------ლის თანამდებობიდან გათავისუფლებისას დარღვეული იყო შესაბამისი პროცედურები. გამოიძახეს და ქა------ას კაბინეტში უთხრეს, რომ არ წავიდოდა ბრ------–ში და თა----–-----------იაში დაინიშნებოდა. შეთავაზებულ წინადადებას თუ არ დათანხმდებოდა, პრობლემები შეექმნებოდა. ამასთან, შენიშნა, რომ მის სახლს სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ. შემდეგ დაბარებაზე უთხრეს, რომ თუ მითითებებს არ შეასრულებდა პრობლემები შეექმნებოდა და ავტომანქანის შესაძენად განკუთვნილ თანხას არ დაუბრუნებდნენ. მის მიმართ ხელმძღვანელობის მხრიდან ცუდი დამოკიდებულება გამოწვეული იყო 2008 წლის აგვისტოს ომზე გაკეთებული დასკვნით. ამერიკელების თხოვნით ინიშნებოდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის დაინიშნა ,,------ში“ სა---------–----–-------------ლად. მინისტრი ხშირად ჩადიოდა ბე-–---ში, რომელსაც მის მიმართ დამცინავი დამოკიდებულება ჰქონდა. აძლევდა ისეთ ბრძანებებს, რომელიც მას ამცირებდა. ბრ------–ში ნაცვლად სამ კაციანი დელეგაციისა ჩადიოდა თვრამეტი ადამიანი, რომელთა მომსახურების ხარჯებიც მისი დასაფარი იყო. ბრ------–ში მისი დავალიანება გამოჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მინისტრთან ურთიერთობა დაეძაბა. მინისტრის მოადგილესთან ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. კონფლიქტში მინისტრიც ჩაერია და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგი კონფლიქტი მოჰყვა და--------–---ს ნიცაში ჩასვლას. მიიღო ბრძანება, რომ მათ დახვედროდა და მომსახურებოდა. უკმაყოფილება გამოთქვა და ბე-–---ში დაბრუნდა, რასაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. შემდეგი ეტაპი იყო მისი მეგობრის ნი----–-------------ის დაპატიმრება სამშობლოს ღალატის მოტივით. მისგან მოითხოვდნენ ლე-----------ის მიმართ ჩვენების მიცემას. ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ აიძულეს ხელი მოეწერა ჩვენებაზე. ამის შემდეგ იგი უკრაინაში წავიდა და საქართველოში არ დაბრუნებულა. მისი ჩვენებები კი დღეის მდგომარეობით გაქრა. ბოლო პერიოდში ყოველთვიურად 5900 ევრო ერიცხებოდა, ხელფასი 1300 ევრო, ბინა 1400 ევრო, დაზღვევა 700 ევრო და ოფისის ქირა 1200 ევრო (მოგვიანებით გახდა 1300 ევრო). დაახლოებით 700 ევრომდე პირადი ხარჯებისთვის - იგულისხმება დელეგაციის დაპატიჟება. ბინასთან დაკავშირებით მხოლოდ ხელშეკრულების წარდგენა იყო სავალდებულო. მესაკუთრეს თავიდან ჩაურიცხა 3200 ან 4200 ევრო, რომელიც დაიდო დეპოზიტზე, როგორც გარანტია, რომ ბინაში 3 წელი იცხოვრებდა და მას დაზიანება არ ექნებოდა. აღნიშნული თანხა დღემდე დეპოზიტზე დევს, რადგან ხელშეკრულება დაარღვია. იყო შემთხვევები, რომ მეპატრონეს თანხას ხელზე უხდიდა. სამედიცინო დაზღვევის შემთხვევაშიც მხოლოდ ხელშეკრულების წარდგენა ევალებოდა, რაც შეასრულა როგორც პირველ, ასევე მეორე წელსაც. ქვითრები გამოძიებას წარუდგინა. თანხებს ხშირად სწრაფი გადახდის აპარატითაც იხდიდა და საბანკო ამონაწერში ყველაფერი არ გამოჩნდებოდა. ოფისის საკანცელარიო ხარჯების ქვითრებს არ ითხოვდნენ. ოფისის ქირის გადახდის ქვითარს ინვოისთან ერთად აგზავნიდა საქართველოში. ფრენის დამადასტურებელ ქვითრებს მხოლოდ საქართველოდან გაფრენის შემთხვევაში ითხოვდნენ. სასტუმროს ხარჯების დოკუმენტაციის წარდგენაც არ იყო სავალდებულო. ქართული დელეგაცია მის სახლში ცხოვრობდა. მის ანგარიშზე ჩარიცხული ყველა თანხა გარდა ავტომანქანისა მიზნობრივად იქნა გახარჯული. ბე-–---ში მისი დაკავება სკანდალს გამოიწვევდა. დაუცველი იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. სწორედ ამიტომ წავიდა საქართველოდან.
3.28. მოწმე გი--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2--- წლის სექტემბრის თვეში დაიბარეს მი------------------ში, სადაც იმყოფებოდა არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი. ეძებდნენ მამამისს, იმუქრებოდნენ და ამბობდნენ, რომ მან სამინისტროს თანხები დახარჯა. უპასუხა, რომ ბოლო პერიოდში მასთან კავშირი არ ჰქონდა. ემუქრებოდნენ მასაც, რომ მამამისის გამო პრობლემებს შეუქმნიდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში დადიოდა სამინისტროში დილიდან საღამომდე. აინტერესებდათ ვინ ურეკავდა და რა შეტყობინებას იღებდა. სამსახურიდან არ გაუშვიათ, თუმცა ემუქრებოდნენ. განვითარების და დაწინაურების საშუალებას არ აძლევდნენ.
3.29. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დაიკითხა არაერთი მოწმე, რომლებმაც დაწვრილებით მიუთითეს სა----------–-------------ლის ვალდებულებებზე სა---------–-----------–-------------------------------------------------------------ისას. დეტალურად მიუთითეს თუ რა დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება ჰქონდათ წარგზავნილ პირებს და რა ვადაში ახორციელებდნენ ანგარიშსწორებას საფინანსო სამსახურთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ლე-----------ის განმარტებას, რომ თითქოს მან ყველა აუცილებელი დოკუმენტი წარადგინა საფინანსო სამსახურში და მისთვის ჩარიცხული თანხები (გარდა ავტომანქანის შესაძენი თანხისა) გაიხარჯა მიზნობრივად. რაც შეეხება თა----–-------------თან და მის მოადგილესთან ლე-----------ის დაპირისპირების საკითხს, აღნიშნული არ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა არცერთმა მოწმე. სხვ მტკიცებულებები აღნიშნული საკითხის დადგენის მიზნით მხარეებს არ წარმოუდგენიათ სასამართლოსთვის.
3.30. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
3.32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოსთვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით ნაწილობრივ შეასრულა თავისი მოვალეობა და უტყუარად დაადასტურა ლე-----------ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტი. რაც შეეხება ლე-----------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას - სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობას სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს ამ ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლებაში საკუთარი თავის სასარგებლოდ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას: პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს მესაკუთრისათვის აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. მითვისების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.
4.2. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეთა ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ლე-----------ე 2-------- წლებში წარგზავნილი იყო ,,-------ში“ სა---------–----–-------------–-----–--ის წარმომადგენლად. ბრალდებულს სა---------–-----------–---------------ო ყოველთვიურად ურიცხავდა სა----------–-------------ლობის მიერ უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელ თანხებს, რომელიც უნდა გაეხარჯა მიზნობრივად (გარდა „შენახვის ხარჯებისა“ და ხელფასისა) და ფულადი სახსრების განკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა შესაბამისი საფინანსო სამსახურისთვის. ლე-----------ემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილება - მიიღო და საკუთარი შეხედულებისამებრ, არამიზნობრივად გამოიყენა სა---------–-----------–---------------ოს მიერ ჩარიცხული თანხები 176604,67 ლარის ოდენობით.
4.3. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს - დიდ ოდენობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლე-----------ის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ჯამში მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილ დიდი ოდენობის - 10 000 ლარიან ზღვარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დამთავრებელი დანაშაულის - მითვისების შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი და მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით ანდა ამავე მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სამხედრო სამსახურის გავლის კანონით დადგენილი წესი. საქართველოს სსკ-ის 382-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2--- წელს მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ცნებასა და ამ დანაშაულის სუბიექტებს, კერძოდ: სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულად ითვლება ამ კარით გათვალისწინებული ქმედება, მიმართული საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის წესის წინააღმდეგ, ჩადენილი იმ სამხედრო მოსამსახურის მიერ, რომელიც საქართველოს სამხედრო ძალებში მსახურობს გაწვევით ან კონტრაქტის საფუძველზე, აგრეთვე რეზერვისტის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.
4.5. ამდენად, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, მათ შორის სსკ-ის 389-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ,,დეზერტირობის“ სუბიექტები არიან მხოლოდ ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო ძალებში მსახურობენ გაწვევით ან კონტრაქტის საფუძველზე, აგრეთვე რეზერვისტები. სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 კარში (დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ), გვაქვს რამდენიმე დანაშაული (მუხლი), რომლის ჩადენაც გათვალისწინებულია უშუალოდ ამ მუხლით ან მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის მიერ, მათ შორის 388-ე მუხლი, რომლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ დანაშაულის სუბიექტები ასევე არიან კადრის სამხედრო მოსამსახურეები (გაფართოებულია ამ დანაშაულის სუბიექტთა წრე). ვინაიდან მსგავსად სსკ-ის 388-ე მუხლისა, სსკ-ის 389-ე მუხლს არ აქვს შენიშვნა, რომელიც განსაზღვრავს სპეციალურ სუბიექტს (გააფართოვებს ან შეავიწროვებს სუბიექტთა წრეს), სსკ-ის 389-ე მუხლის მიზნებისათვის სამხედრო მოსამსახურეში მოაზრება სწორედ სსკ-ის 382-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სუბიექტები - გაწვეული სამხედრო მოსამსახურე, კონტრაქტორი და რეზერვისტი. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ ლე-----------ე, როგორც აკ-----იის რე-------- (ხელმძღვანელი) არ წარმოადგენდა არც რეზერვისტს და არც სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც გაწვევით ან კონტრაქტით საფუძველზე მსახურობდა სამხედრო სამსახურში, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენდა სსკ-ის 389-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს. აღნიშნული პოზიციის მხარდამჭერი გარემოებაა ისიც, რომ იგი საქართველოს თა----–-------------ის 2--- წლის 31 ოქტომბრის, #3--- ბრძანებით, თა----–--------------–---------იის მეთაურის თანამდებობიდან გათავისუფლდა და დათხოვნილ იქნა სა---------–----–-------------–-----–--ის რიგებიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: ზ) პირადი სურვლით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი. ამდენად, თა----–---------------ომ ლე-----------ის სამსახურში გამოუცხადებლობა მიიჩნია არა დეზერტირობად, არამედ ბრალდებულის პირად სურვილად, დაეტოვებინა თანამდებობა, როგორც ოფიცერს, რომელმაც იმსახურა ოფიცრად არანაკლებ 10 წელი. ლე-----------ე არ ყოფილა დათხოვნილი სამხედრო სამსახურიდან იმგვარი საფუძვლით, რაც უკავშირდება დაკისრებული მოვალეობების დარღვევასა და სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახავი საქციელისათვის სამსახურიდან გათავისუფლებას. ამდენად, გარდა იმისა, რომ ბრალდებული სსკ-ის 382-ე და 389-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე არ წარმოადგენდა დანაშაულის - ,,დეზერტირობის“ სუბიექტს, ოფიცერი (პ---–-------ი) ლე-----------ე სამხედრო სამსახურიდან მინისტრის ბრძანებით დათხოვნილი იქნა პირადი სურვილის შესაბამისად, რაც სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების ვერსიას არსებობის შესაძლებლობას უკარგავს.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სსკ-ის 382-ე მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქცია (2018 წლის დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) აფართოვებს სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სუბიექტთა წრეს (იხ. სსკ-ის 382-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულად ითვლება ამ კარით გათვალისწინებული ქმედება, მიმართული სამხედრო სამსახურის წესის წინააღმდეგ, ჩადენილი სამხედრო მოსამსახურის მიერ ან რეზერვისტის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას) და ამ დანაშაულის სუბიექტად ითვლება ყველა სამხედრო მოსამსახურე (მათ შორის გაწვეული, კონტრაქტორი, კადრის მოსამსახურე და სხვა), რაც სხვაგვარად იყო დარეგულირებული 2018 წლის დეკემბრამდე მოქმედი (მათ შორის 2--- წლის) რედაქციით და ამ კარით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტებად ითვლებოდნენ მხოლოდ გაწვეული სამხედრო მოსამსახურე, კონტრაქტორი და რეზერვისტი.
4.6. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ლე-----------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც ლე-----------ეს მსჯავრი უნდა დაედოს (ასევე დაენიშნოს სასჯელი), სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ლე-----------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ლე-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება.
5.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულ ლე-----------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია ეკონომიკური - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (არამიზნობრივად გახარჯა საქართველო თა----–---------------ოს მიერ მისთვის ჩარიცხული თანხები), დამდგარ შედეგს (დაზარალებულმა განიცადა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დიდი ოდენობის კანონით დადგენილ ქვედა ზღვარს), მის პირად და ეკონომიკურ პირობებსა (წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, დადებითად ახასიათებენ თანამშრომლები, ჰყავს ოჯახი და შვილები, არის ომის ვეტერანი) და დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/ფინანსური სარგებლის მიღება). ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე-----------ე სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
5.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენის 5.5.-5.6. პუნქტებში არსებული გარემოებების გათვალისწინებით ლე-----------ეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ლე-----------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5.8. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს, იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას.
5.9. ამდენად, სასამართლოს ლე-----------ის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, ასევე სასჯელის მიზნების რეალურად მიღწევის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ლე-----------ეს დამატებით სასჯელად დაენიშნოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელი (საქმიანობის უფლების ჩამორთმევა) - სახელმწიფო სამსახურში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო უფლების ჩამორთმევის ვადად ლე-----------ეს უნდა განესაზღვროს 2 წელი.
5.10. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და მე-18 მუხლების შესაბამისად, ლე-----------ეს უნდა გაუნახევრდეს დანიშნული ძირითადი/ დამატებითი სასჯელი და სასჯელად განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლე-----------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ლე-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, ლე-----------ეს დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება.
4. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 და მე-18 მუხლების შესაბამისად, ლე-----------ეს გაუნახევრდეს დანიშნული ძირითადი/დამატებითი სასჯელი და სასჯელად განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება.
5. ლე-----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
6. ლე-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
7. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აგვისტოს განჩინება და ყადაღა მოეხსნას (გირაოს - 3 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დადებული) ლე-----------ისა და გი------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - სა---------------–-------------–ი, ფართი 4504.0--------------------------------------------.
8. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი