1. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე მისი სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხნით, მაგრამ არაუმეტეს ათი დღე-ღამისა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. (ამოღებულია).
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, –
ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა:
1. (ამოღებულია - 21.09.2023, №3536).
2. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3017 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.136
საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2240 - ვებგვერდი, 28.04.2014 წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023