განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 26.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1794-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.06.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№17941-13 26 ივნისი, 2013 წელი

გ-ი გ, 17941-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - გ. შ-ს

მსჯავრდებულ - გ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 11 სექტემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 2 აპრილის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის მაისის ეპიზოდი), სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (2009 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (2009 წლის მაისის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან 6 წლის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 4 თვისა და 23 დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის, 4 თვისა და 23 დღის ვადით, საიდანაც 7 წლის, 4 თვისა და 23 დღის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 დეკემბრიდან.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული გ. გ-ი გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–3, მე–11 და მე–16 მუხლების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 388–ე მუხლის მე–4 ნაწილით დანიშნული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკეთისაგან.

იგი ასევე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის განაჩენით სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

ამავე განაჩენით სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით.

ამავე განაჩენით სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით (2009 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - პირობითი მსჯავრი 2 წლის ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა პირობითი მსჯავრი - 1 წლითა და 6 თვით;

ამავე განაჩენით სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით (2009 წლის მაისის ეპიზოდი) დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წლის ვადით შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა პირობითი მსჯავრი - 1 წლითა და 6 თვით;

საბოლოოდ, პროპორციული წილის გათვალისწინებით, გ. გ-ს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 დეკემბრიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლით და მსჯავრდებული გ. გ-ი გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 388–ე მუხლის მე–4 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.

საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა ამ კანონის მე-11 მუხლით და დაზარალებულების თანხმობის საფუძველზე მსჯავრდებული გ. გ-ი გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან დაზარალებულ კ. რ-ს პოზიცია (სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის მაისის ეპიზოდი) უცნობია სასამართლოსათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული.

ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებული გ. გ-ი საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე, იგი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელებისაგან.

საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის მაისის ეპიზოდი) მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2009 წლის 23 დეკემბრიდან, რაც დღეის მდგომარეობით გასულია და უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გ. გ-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელებისაგან.

საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის მაისის ეპიზოდი) მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, რომლის მოხდა დაეწყოს 2009 წლის 23 დეკემბრიდან, რაც დღეის მდგომარეობით გასულია და ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი