დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1016აგ-13 11 მარტი, 2014 წელი
ც-ა თ.-1016აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების – თ. ც-ას, ა. მ-ისა და ზ. ფ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 მაისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
თ. ც-ას – ნასამართლევს (წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლისა და 8 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 4 თვე – ჩაეთვალა პირობით), – საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით – 11 წლით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 16 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 17 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 1 წლითა და 4 თვით პირობითი მსჯავრი; მსჯავრდებულ თ. ც-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 12 იანვრიდან;
ა. მ-ს – ნასამართლევს (მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით), – საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 11 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 11 წლით, 3 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 16 სექტემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი და 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები;
ზ. ფ-ეს – ნასამართლევს (ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა), – საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით – 11 წლით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 12 აგვისტოდან;
დ. კ-ას – ნასამართლევს (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა), – საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 2 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 12 აგვისტოდან;
გ. მ-ეს – ნასამართლევს (ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა), – საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით – 11 წლით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 16 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 18 წლით, 2 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 12 აგვისტოდან;
ჯ. ს-ს – ნასამართლევს (წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 მარტის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა) – საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 4 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 29 აგვისტოდან;
გ. გ-ეს – ნასამართლევს (ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 იანვრის განაჩენით სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა), – საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით – 11 წლით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 4 ოქტომბრიდან;
გ. კ-ს – ნასამართლევს (ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა), – საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით – 11 წლით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 16 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 19 წლით, 6 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 2 ოქტომბრიდან;
ბ. ც-ას – ნასამართლევს (სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივლისის განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა)9 – საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით, 2 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით შეიცვალა: ზ. ფ-ეს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით მიესაჯა 10 წლით, ხოლო 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 10 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. ზ. ფ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 12 აგვისტოდან; გ. გ-ეს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 8 წლით, ხოლო 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 8 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. გ. გ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 4 ოქტომბრიდან; გ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით, ხოლო 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 13 წლითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, 8 წლისა და 9 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი. გ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 2 ოქტომბრიდან. მსჯავრდებულ ბ. ც-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 11 ივნისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 იანვრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ა. მ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 1 თვითა და 23 დღით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 11 წლით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 16 სექტემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. კ-ს გაუნახევრდა ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 4 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 3 წლითა და 9 თვით პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. კ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 4 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ჯ. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით, 3 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის განჩინებით შეიცვალა: ჯ. ს-ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 29 აგვისტოდან.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 3 წლითა და 9 თვით პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თ. ც-ა გათავისუფლდა წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 12 იანვრიდან.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ა. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ა. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 16 სექტემბრიდან.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინებით ა. მ-ისათვის სასჯელის საბოლოო ზომისა და მისი ათვლის თარიღის განსაზღვრის ნაწილში დარჩა უცვლელად.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. ფ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 3 წლითა და 9 თვით პირობითი მსჯავრი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბ. ც-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით, 10 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. მ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 7 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებმა – ბ. ც-ამ, ჯ. ს-მა, ა. მ-მა, გ. გ-ემ, ზ. ფ-ემ, გ. კ-მა, დ. კ-ამ, გ. მ-ემ და თ. ც-ამ შუამდგომლობებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულთა შუამდგომლობები დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი და ბ. ც-ას საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის განაჩენით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი, 3 თვე და ჯ. ს-ს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 9 თვე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 1 წელი, 6 თვე და ა. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელი და გ. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 2 წელი და ზ. ფ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 7 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული პირობითი სასჯელი, ასევე – ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და გ. კ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; გ. კ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან; საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განაჩენით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელი და დ. კ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; დ. კ-ას დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან; საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 2 წელი და გ. მ-ეს განესაზღვრა 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და გ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 2 წელი და თ. ც-ას საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენი, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის, 28 იანვრის, 1 თებერვლის, 7 თებერვლის, 10 თებერვლის, 11 თებერვლის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 მარტისა და 17 მაისის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულები – თ. ც-ა, ზ. ფ-ე და ა. მ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.
მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულების – თ. ც-ას, ზ. ფ-ისა და ა. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულებს შეუმცირდათ სასჯელები.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების – თ. ც-ას, ზ. ფ-ისა და ა. მ-ის პიროვნებებისა და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელები არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა კიდევ უფრო შემსუბუქება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების – თ. ც-ას, ზ. ფ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე