განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100115001081261
საქმე №1ბ/255-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
ლევან თევზაძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: და--------------ს
ადვოკატის: ზვ---------------ს
მსჯავრდებულის: ლე------------ს
მონაწილეობით,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის ვა------–-----–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლე------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------- ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ს--------------------------–------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით: ლე------------ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ლე------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7(შვიდი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, ლე------------ს დამატებითი სასჯელის სახით 2(ორი)წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება.
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და მე-18 მუხლების შესაბამისად, ლე------------ს გაუნახევრდა დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ, განესაზღვრა 3(სამი)წლით და 9(თვით)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1(ერთი)წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება.
მსჯავრდებულ ლე------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 დეკემბრიდან.
ლე------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2----–-–---------–---------- ბრძანებით პოლკოვნიკი ლე------------ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო), შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენლობის „N----ში“, შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენლად და საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2----–-–---------------------------------- 2009 წლის 9 სექტემბრიდან სამი წლის ვადით წარგზავნილი იქნა ბ--–-------------–--------------––-- სამხედრო წარმომადგენლად მუშაობის პერიოდში „მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–------------–------- ბრძანებულების და „საქართველოს თ-----–--- სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2----–-–----------------------- ბრძანების საფუძველზე პოლკოვნიკ ლე------------ს ანაზღაურების ნორმის, სამედიცინო დაზღვევის, ოფისის დაქირავების, შენახვის ხარჯების, როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ერთჯერადი ხარჯების, ინვენტარის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად საქართველოს თ-----–--- სამინისტროს მიერ გამოეყო ფულადი თანხა 501 709,77 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ლე------------ ვალდებული იყო თანხები გაეხარჯა დანიშნულებისამებრ და საფინანსო სამსახურში წარედგინა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი სარგებლობისათვის, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2009 წლის 9 სექტემბრიდან 2011 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიითვისა შემდეგი თანხები; ანაზღაურების ნორმით გათვალისწინებული ფულადი თანხა 1216,13 ევროს ექვივალენტი 2727,17 ლარის ოდენობით, სამედიცინო დაზღვევისთვის გათვალისწინებული ფულადი თანხა 7350 ევროს ექვივალენტი 17669,44 ლარის ოდენობით, ოფისის დაქირავებისთვის გათვალისწინებული ფულადი თანხა 21767,34 ევროს ექვივალენტი 51737,57 ლარის ოდენობით, შენახვის ხარჯებით გათვალისწინებული ფულადი თანხა 5370.04 ევროს ექვივალენტი 11 798,47 ლარის ოდენობით, სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გათვალისწინებული ფულადი თანხა 36 000 ევროს ეკვივალენტი 86 770,80 ლარის ოდენობით. ჯამში 71 703,51 ევროს ექვივალენტი 170 703,45 ლარის ოდენობით. 2011 წლის 17 აგვისტოს პოლკოვნიკი ლე------------ დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2----–-–------------------------ ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, თ-----–--- ეროვნული აკადემიის მეთაურად.
საქართველოს თ-----–--- მინისტრის მოადგილის 20---–-–------------------------- ბრძანებით პოლკოვნიკი ლე------------, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, 2011 წლის 18 ოქტომბრიდან 2011 წლის 25 ოქტომბრამდე, კვლავ მივლინებული იქნა ბ--–-------------–--------------––-- რა დროსაც სამივლინებო ხარჯებისათვის მას გამოეყო ფულადი თანხა 5901,22 ლარის ოდენობით. ნაცვლად იმისა, რომ ლე------------ს შეესრულებინა მივლინებისას მისთვის დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, იგი არ გამოცხადდა ქ----------––- დანიშნულების ადგილზე, მასზე გადაცემული ფულადი თანხა 5901,22 ლარის ოდენობით მიითვისა და საქართველოში დაბრუნდა მხოლოდ 2013 წლის 10 ოქტომბერს. საერთო ჯამში პოლკოვნიკ ლე------------ს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თ-----–--- სამინისტროს მიადგა 176604,67 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
გარდა აღნიშნულისა, ლე------------ს ბარალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დეზერტირობა ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, სამსახურში გამოუცხადებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2----–-–------------------------ ბრძანებით პოლკოვნიკი ლე------------, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, თ-----–--- ეროვნული აკადემიის მეთაურად. სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საქართველოს თ-----–--- მინისტრის მოადგილის 20---–-–------------------------- ბრძანებით იგი, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, 2011 წლის 18 ოქტომბრიდან 2011 წლის 25 ოქტომბრამდე, მივლინებული იქნა ბ--–-------------–--------------––-- 2011 წლის 22 ოქტომბერს ლე------------მ სსკგ „აეროპორტი თბილისის“ გავლით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და N---- ავიარეისით გაემგზავრა გ-------------------–----–----------–---–- ქ---------–-- ამის შემდეგ სამხედრო მოსამსახურე პოლკოვნიკი ლე------------ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით არ გამოცხადდა მივლინების ბრძანებით გათვალისწინებულ დანიშნულების ადგილზე და აღარც საქართველოში დაბრუნდა მის სამუშაო ადგილზე. საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2----–-–------------------------- ბრძანებით პოლკოვნიკი ლე------------ დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში(დეზერტირობა) ლე------------ს გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ის არ წარმოადგენდა ამ დანაშაულის სუბიექტს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვა------–-----–---–მა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ლე------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ლე------------ს უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას და არ გამომდინარეობს მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან. დეზერტირობა წარმოადგენს სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სხვა ადგილის თვითნებურად დატოვებას სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით ანდა ამავე მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობას. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად კი, სამხედრო სამსახური იყოფა: სავალდებულო, საკონტრაქტო, კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. ამავე მუხლის 13 ქვეპუნქტი აწესებს მხოლოდ თანამდებობაზე დამნიშნავი პირისათვის დისკრეციულ უფლებამოსილებას, მაშინ, როდესაც აძლევს მას შესაძლებლობას განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების დაწესების მიზნით, საკადრო სამხედრო მოსამსახურეს დამატებით გაუფორმოს ასევე კონტრაქტიც. ამდენად, საქართველოს თ-----–--- მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე დანიშნული პირი - ლე------------ წარმოადგენდა საკადრო სამსახურის მოსამსახურეს და შესაბამისად იყო საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტი, როგორიცაა სამხედრო მოსამსახურე. ამასთან, სასამართლომ ლე------------ს მიერ დეზერტირობის ჩადენის შეფასებისას არ გაითვალისწინა, რომ სამხედრო დანაშაულები სპეციალური მართლწინააღმდეგობით ხასიათდება. ყველა სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სამხედრო ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამხედრო სამსახურის გავლის დადგენილ წესს, ხოლო ყველა სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სუბიექტია სამხედრო მოსამსახურე. შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტი არის დაუსაბუთებელი და არასწორად გაგებული. ლე------------ წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს, რასაც ნათლად ადასტურებს ის გარემოება, რომ იგი თანამადებობაზე დანიშნული იყო მინისტრის ბრძანებით და გააჩნდა ყველა ის ვალდებულება, რაც უნდა ჰქონდეს სამხედრო მოსამსახურეს. მათ შორის და უპირველეს ყოვლისა, ის ვალდებულება, რომ დადგენილ დროს გამოცხადებულიყო დადგენილ ადგილზე.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარემ ალტერნატიული მოთხოვნის სახით იშუამდგომლა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბრალდებულ ლე------------ს არ მიიჩნევს საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის სუბიექტად, მისი მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება გადააკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლზე - სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების აღნიშნულ არგუმენტაციებს, ვინაიდან ისინი დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე შა-–---------–---ს ჩვენებით, საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2011 წლის 3 ოქტომბრის, N---- ბრძანებით და მსჯავრდებულის საქართველოდან გამგზავრების დამადასტურებელი დოკუმენტით დგინდება, რომ პოლკოვნიკი ლე------------ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის თ-----–--- ეროვნული აკადემიის მეთაურად. 2011 წლის 18 ოქტომბრიდან 2011 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით იგი მივლინებული იყო ბ--------––-- რა მიზნითაც 2011 წლის 22 ოქტომბერს სსკგ „აეროპორტი თბილისის გავლით“ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და გაემგზავრა გ-------------------–----–----------–---–-, ქ---------–-- ლე------------ საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო 2011 წლის 26 ოქტომბერს, თუმცა სამსახურში არ გამოცხადდა.
სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლე------------ს ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
1. ბრალდების მხარე ლე------------ს ედავება სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, სამსახურში გამოუცხადებლობას და ეყრდნობა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს, რომლის თანახმადაც, სამხედრო სამსახური იყოფა: სავალდებულო, საკონტრაქტო, კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას და აღნიშნავს, რომ იმ პირთა წრეს, ვინც შეიძლება იყოს სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სუბიექტი, ადგენს საქართველოს სსკ-ის 382-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის 2011 წელს მოქმედი რედაქციის თანახმად, სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულად ითვლებოდა სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის კარით გათვალისწინებული ქმედება, მიმართული საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის წესის წინააღმდეგ, ჩადენილი იმ სამხედრო მოსამსახურის მიერ, რომელიც საქართველოს სამხედრო ძალებში მსახურობდა გაწვევით ან კონტრაქტის საფუძველზე, აგრეთვე რეზერვისტის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. აღნიშნული ნორმა ცალსახად მიუთითებს, რომ სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა და მათ შორის დეზერტირობის სუბიექტიც 2011 წლის მდგომარეობით შეიძლება ყოფილიყვნენ მხოლოდ და მხოლოდ გაწვეული სამხედრო მოსამსახურე, კონრტაქტის საფუძველზე მომსახურე პირი ან რეზერვისტი, რომელთაგან არც ერთი სტატუსით ლე------------ არ სარგებლობდა და იგი იყო კადრის სამხედრო მოსამსახურე.
პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის ცნებაში იგულისხმება კადრის ოფიცერიც. ასეთი ვერსიის გაზიარების შემთხვევაში ყოველგვარ აზრს კარგავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 382-ე მუხლის არსებობა. კანონმდებელმა ჩათვალა, რომ უპირველეს ყოვლისა, ცალკე ნორმის სახით წარმოადგინა სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ცნება, რამაც ასახვა ჰპოვა 382-ე მუხლში და მასში კონკრეტულად განისაზღვრა აღნიშნული თავით გათვალისწინებული დანაშაულების სუბიექტთა წრე.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის შენიშვნაზე, რომელიც აფართოებს კონკრეტულად ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირთა წრეს და განსაზღვრავს, რომ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება ასევე შეიძლება ჩადენილი იყოს კადრის სამხედრო მოსამსახურის მიერაც. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლის ნება იქნებოდა, რომ დეზერტირობის სუბიექტში მოაზრებული ყოფილიყო საკადრო სამხედრო მოსამსახურეც, მსგავსი სახის შენიშვნა დაფიქსირებული იქნებოდა სსკ-ის 389-ე მუხლშიც.
იმ ფაქტის უტყუარად მიჩნევისათვის, რომ დეზერტირობის დეფინიციაში მოცემული სამხედრო მოსამსახურე არ მოიცავს საკადრო სამხედრო მოსამსახურეს, ყურადღება უნდა მიექცეს 2018 წლის საკანონონმდებლო ცვლილებასაც, რომლის თანახმადაც, საქართველოს სსკ-ის 382-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულად ითვლება ამ კარით გათვალისწინებული ქმედება, მიმართული სამხედრო სამსახურის წესის წინააღმდეგ, ჩადენილი სამხედრო მოსამსახურის მიერ ან რეზერვისტის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას“. აღნიშნული ცვლილება ნათლად მოწმობს, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა სახის სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები სამხედრო დანაშაულის ჩადენის სუბიექტები გახდნენ მხოლოდ 2018 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ.
ამდენად, ზემოთგანხილული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ საქართველოს თ-----–--- მინისტრის ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის თ-----–--- ეროვნული აკადემიის მეთაურად დანიშნული ლე------------, 2011 წლის მდგომარეობით (ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დროს) არ წარმოადგენდა საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს. რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 13 ქვეპუნქტის თანახმად, კადრის სამხედრო მოსამსახურეს, განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების დაწესების მიზნით, სამხედრო სამსახურის გასავლელად შესაძლებელია გაუფორმდეს კონტრაქტი, აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში ლე------------ს მიმართ გაფორმებული კონტრაქტი არ არის წარმოდგენილი და მისი თანამდებობაზე დანიშვნის დოკუმენტი არის მინისტრის ბრძანება.
სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სუბიექტთან დაკავშირებით ანალოგიურ მსჯელობას ავითარებს საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებაში N12------ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ მაღალი რანგის კადრის სამხედრო მოსამსახურეს მსჯავრი დასდო საქართველოს სსკ-ის 387-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან დადასტურებულად მიიჩნია, რომ მან სამხედრო მოსამსახურეებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდებული საქართველოს სსკ-ის 382-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ წარმოადგენდა სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სუბიექტს, შეცვალა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული კვალიფიკაცია და ბრალდებული დამნაშავედ ცნო ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2011 წლის 31 ოქტომბრის, N---- ბრძანებაზეც, რომლის თანახმადაც, ლე------------ს თ-----–--- ეროვნული აკადემიის მეთაურის თანამდებობიდან გათავისუფლების და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვის საფუძველი რეზერვში გახდა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი - პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ლე------------ს სამსახურიდან დათხოვის საფუძველი არის პირადი განცხადება, გაურკვეველია, თუ რაში მდგომარეობს მისი მხრიდან სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა.
2. ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინა სააპელაციო საჩივრის ალტერნატიული მოთხოვნა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ლე------------ს არ მიიჩნევს საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის სუბიექტად, მის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლზე - სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის ამ მოთხოვნას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 388-ე და 389-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებებს შორის არსებითი განსხვავება მდგომარეობს მათ სუბიექტურ შემადგენლობაში - მოტივსა და მიზანში. დეზერტირობის შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, კერძოდ, სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით.
საქართველოს სსკის 388-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისას კი სამხედრო მოსამსახურე მოქმედებს იმ მიზნით, რომ დროულად არ ბრუნდება სამსახურში და არღვევს მისთვის სამხედრო სამსახურის გარეთ ყოფნის განსაზღვრულ ვადას(მაგალითად, როდესაც სამხედრო მოსამსახურე დროულად არ ბრუნდება შვებულებიდან) და მისი გამოუცხადებლოს მიზეზები არ არის საპატიო.
ლე------------ს ბრალდების მხარე სწორედ „სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით“ ბრძანებით გათვალისწინებულ დანიშნულების ადგილზე გამოუცხადებლობას ედავება და რასაც, თავის მხრივ საქართველოს სსკის 388-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტური შემადგენლობა არ მოიცავს. შესაბამისად, პალატა ვერ გასცდება ლე------------სათვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებს და მის ქმედებას ვერ მისცემს ახალი ბრალდების კვალიფიკაციას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ლე------------ს ქმედებას, როგორც საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდეგნილ ბრალდებებში მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ლე------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ლე------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 2(ორი)წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება.
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და მე-18 მუხლების შესაბამისად, ლე------------ს გაუნახევრდეს დანიშნული ძირითადი/დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1(ერთი)წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება.
4. მსჯავრდებულ ლე-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 დეკემბრიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლე------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აგვისტოს განჩინება და ყადაღა მოეხსნას (გირაოს - 3.000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დადებული) ლე------------სა და გი-------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - ს----------------–-------------–-- ფართი 4504.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 3------------
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
-დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. კაპანაძე
ლ. თევზაძე