განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2018
საქმის ნომერი
100210018002242618
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100210018002242618

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-253-18 07 მაისი 2018 წელი ქ.ქუთისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქა-–აქო საქმეთა პა-–ატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - დ----- ჩ---------ე მ--–----ი ქ---------ე გ-----------–----- ზე-----------–---ის დ--------------- და----–---ის რეგიონული სამმართველო ო---- ქუ-------–--ე

დავის საგანი - გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სა------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, გ-----------–----- ზე-----------–---ის დ--------------- და----–---ის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2017 წლის მარტის თვეში გამოვლენილი იქნა, რომ დ----- ჩ---------ის მიერ, სა------ს რაიონის სოფელ ჭა-–ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრილი იქნა 9 ერთეული თხმელის ჯიშის ხე. აღნიშნული ხე-ტყის უკანონოდ მოჭრით გარემოსათვის მიყენებული იქნა 3120 (სამიათას ასოცი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი. საქმის მასა-–ები გადაგზავნილი იქნა სა------ს რაიონულ პროკურატურაში შემდგომი რეაგირებისთვის, რაზედაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და სა------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის 1/54-2017 განაჩენით დ----- ჩ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ. შესაბამისად, დ----- ჩ---------ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, გარემოსათვის მიყენებული ზიანის - 3120 (სამიათას ასოცი) ლარის ანაზღაურება. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე დ----- ჩ---------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას, სახელმწიფოს ტყის მასივში არ მოუჭრია თხმელის ჯიშის ხე-ტყე, არამედ, საკუთარ მიწის ნაკვეთსა და მეზობლის მიწის ნაკვეთში მოჭრა 9 ძირი მსხლის ჯიშის ხე. აღნიშნულიდან გამომდინარე თვლის, რომ სახელმწიფოსათვის ზიანი არ მიუყენებია.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. მოსარჩელე - გ-----------–----- ზე-----------–---ის დ--------------- და----–--- ცენტრა-–ური სამმართველოს სარჩელი, მოპასუხე დ-----ი ჩ---------ის (პ.ნ.3----------) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხე - დ-----ი ჩ---------ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გარემოსათვის მიყენებული ზიანის - 3120 (სამი ათას ასოცი) ლარის ანაზღაურება. 3. მოპასუხე - დ----- ჩ---------ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 93.60 (ოთხმოცდაცამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება. 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვა-–ისწინებული წესების დაცვით სა------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3). დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1 გ-----------–----- ზე-----------–---ის დ--------------- და----–---ის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2017 წლის 18 მარტს შედგენილი იქნა აქტი, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 15 მარტს, სა------ს რაიონის სოფელ ჭა-–აში მცხოვრები დ----- ჩ---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ნანახი იქნა 57 ერთეული თხმელის ჯიშის მორი, რაზედაც არანაირი დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, გ-----------–----- ზე-----------–---ის დ--------------- და----–---ის რეგიონული სამმართველოს მიერ შედგენილი იქნა გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი 2.2. დ----- ჩ---------ის მიერ, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად განისაზღვრა 3120 ლარი. 2.3. სა------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის 1/54-2017 განაჩენით დ----- ჩ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–ისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. დ----- ჩ---------ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა მასში, რომ 2017 წლის იანვრიდან -2017 წლის მარტის პერიოდის ჩათვლით, სა------ს მ----–----–-------- სოფელ ჭა-–აში, ამავე სოფლის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა 9 ძირი თხმელის ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოზე მიყენებული იქნა 3120 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა ზიანის გაანგარიშების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N260 დადგენილებით განსაზღვრული მეთოდიკაზე, საქართველოს სამოქა-–აქო კოდექსის 317-ე, 408-409-ე, 411-ე 992-ე მუხლებზე, სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 30920-ე, 30921-ე მუხლებზე და განმარტა: დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქა-–აქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვა-–დებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრა-–ი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვა-–დებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვა-–ის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრა-–ეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. 2.5. სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძა-–აში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართა-–დარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართა-–დარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2.6. სა------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის 1/54-2017 განაჩენით დადგენილია, რომ დ----- ჩ---------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–ისწინებული დანაშაული, რითაც გარემოზე მიყენებული იქნა 3120 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ამდენად, სახეზეა დანაშაულით მიყენებული ზიანი. 2.7. გაზიარებული არ იქნა მოპასუხის განმარტება იმის შესახებ, რომ მისი მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია და, რომ ხე-ტყე მოიპოვა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტს, წარმოდგენილი არ ყოფილა. 2.8. იმაზე მითითებით, რომ დ----- ჩ---------ის მიერ, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად განისაზღვრა 3120 ლარით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და სრულად დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი იმის შესახებ, რომ დ----- ჩ---------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ნანახი იქნა 57 ერთეული თხმელის ჯიშის მორი. მას არანაირი თხმელის ჯიშის ხე არ მოუჭრია, არამედ, საკუთარ მიწის ნაკვეთსა და მეზობლის მიწის ნაკვეთში მოჭრა 9 ძირი მსხლის ჯიშის ხე. შესაბამისად, სახელმწიფოსათვის ზიანი არ მიუყენებია. 3.2. გაურკვეველია, სასამართლომ როგორ დაადგინა, რომ გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენდა 3120 ლარს, მაშინ როდესაც, მათი მოთხოვნით ჩატარებული, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის მიერ, 2018 წლის 15 თებერვა-–ს შედგენილი № 09/01 ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დ----- ჩ---------ის მიერ მოჭრილი იქნა მსხლის ჯიშის ხეები. დ----- ჩ---------ის მიერ, რომც ყოფილიყო მოჭრილი თხმელის ჯიშის ხეები, მოსარჩელის მიერ არ ყოფილი წარმოდგენილი იმის დასადასტურებლად მტკიცებულება, თუ რომელი ხარისხის მერქანი გააჩნდა მოჭრილ ხეებს I თუ II ხარისხის, რაც წარმოადგენს ზიანის გაანგარიშების აუცილებელ პირობას. 3.3. განსახილველ შემთხვევაში, არც მოსარჩელის და არც საგამოძიებო ორგანოს მიერ არ ყოფილა ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა ან/და არ განხორციელებულა შესაბამისი სპეცია-–ისტების მოწვევა, რომლითაც დადგინდებოდა თუ რა ჯიშის ხეები მოჭრა დ----- ჩ---------ემ. გარემოს დაცვითი ზე-----------–---ის დ--------------- და----–---ის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მხოლოდ ფოტოსურათები იქნა გადაღებული, რომლებიც 2017 წლის 27 მარტს გამოქვეყნდა გარემოს დაცვის ფეისბუქის გვერდზე, სადაც დ----- ჩ---------ის მიერ მოჭრილ ხის ჯიშად მითითებული იქნა თხმელა. ამდენად, ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება. 3.4. სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად განემარტა გასაჩივრების ვადა და წესი, ვინაიდან, სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია 14 დღე და არა 7 დღე, როგორც გადაწყვეტილებაში იქნა მითითებული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვა-–საზრისით. სამართლებრივი თვა-–საზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პა-–ატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გ-----------–----- ზე-----------–---ის დ--------------- და----–---ის რეგიონული სამმართველოს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, სა------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახა-–ი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პა-–ატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.4-2.8. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანა-–იზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- სამოქა-–აქო კოდექსის 317-ე, 408-409-ე, 411-ე, 992-ე, სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 102-ე, 30920-ე, 30921-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დანაშაულით მიყენებული ზიანიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქა-–აქო კოდექსის 992-ე მუხლში. 4.4. პა-–ატა განმარტავს, რომ სამოქა-–აქო სამართა-–წარმოების წესით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელების განხილვისას, გამოიყენება სსსკ-ის XXXIV3 დადგენილი ნორმები. ამ კატეგორიის საქმეების განხილვის თავისებურება ისაა, რომ კანონიერ ძა-–აში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ (სსსკ-ის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის მთავარი ნორმის, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვა-–ისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრა-–ი („ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძა-–აში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართა-–დარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართა-–დარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“)(იხ. სუსგ ას-866-833-2016, 28/02/2017). 4.5. განსახილველ შემთხვევაში, სა------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის კანონიერ ძა-–აში შესული განაჩენით დადგენილია მოპასუხის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რაც გამოიხატა მასში, რომ მან, 2017 წლის იანვრიდან -2017 წლის მარტის პერიოდის ჩათვლით, სა------ს მ----–----–-------- სოფელ ჭა-–აში, ამავე სოფლის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა 9 ძირი თხმელის ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოზე მიყენებული იქნა 3120 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ვინაიდან, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძა-–აში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების ხელახლა დადგენა არ ხდება, ანუ ისინი შეუდავებელად და დამტკიცებულად მიიჩნევა, ამრიგად, პა-–ატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ვინაიდან განაჩენით დადგენილი იყო ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა-3120 ლარი, სწორად დაადგინა, რომ აღარ არსებობდა ზიანის გაანგარიშების საჭიროება და სახელმწიფოს სასარგებლოდ დ----- ჩ---------ისათვის 3120 ლარის გადახდის დაკისრებით გამოიტანა სწორი სამართლებრივი დასკვნები. 4.6. სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას გასაჩივრების ვადის არასწორად განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან, სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის 30921-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. 4.7. სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახა-– გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვა-–ისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც გ-----------–----- ზე-----------–---ის დ--------------- და----–---ის რეგიონული სამმართველოს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვა-–საზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პა-–ატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პა-–ატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასა-–ები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ დ----- ჩ---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სა------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახა-– გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის დ----- ჩ---------ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-150 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქა-–აქო საქმეთა პა-–ატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. დ----- ჩ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად სა------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსით გათვა-–ისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქა-–აქო საქმეთა პა-–ატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვა-–დებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვა-–ისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე