1.  საყარაულო სამსახურის ან სადღეღამისო განაწესში შემავალი დაცვის სამსახურის წესის დარღვევა, რამაც ყარაულის (ვახტის)/სამხედრო მოსამსახურის დასაცავი ობიექტის დაზიანება გამოიწვია, −

ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. საყარაულო სამსახურის ან სადღეღამისო განაწესში შემავალი დაცვის სამსახურის წესის დარღვევა მისდამი დაუდევარი ან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023