მუხლი 399. სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევა
სისხლის სამართლის კოდექსის 399-ე მუხლი · სსკ 399
თავი XLVI — დანაშაული სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ
სამსახურებრივი სარგებლობისათვის მინდობილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სატრანსპორტო საშუალების, სამხედრო ტექნიკის ან სხვა სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია მისი დაკარგვა ან გაუვარგისება, –
ისჯება ჯარიმით ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
მთავარი მონაცემები
სასჯელიჯარიმით ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-202აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.10.2017
…182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 341-ე მუხლით, 397-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 399-ე მუხლით. 3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 აგვისტოს განაჩენით: ვ. ჭ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 399, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-399/