2. ყარაული არის შეიარაღებული ქვედანაყოფი, რომელიც განწესებულია საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად, საბრძოლო დროშების, სამხედრო და სახელმწიფო ობიექტების დაცვისა და თავდაცვისათვის, აგრეთვე ჰაუპტვახტში მყოფ პირთა დასაცავად.
3. აკრძალულია ყარაულში იმ სამხედრო მოსამსახურეთა დანიშვნა, რომლებსაც არ მიუღიათ სამხედრო ფიცი, რომელთა სამსახურებრივი გადაცდომის გამო მიმდინარეობს შესაბამისი საქმისწარმოება, რომელთაც მოსახდელი აქვთ დისციპლინური სასჯელი ან არიან ავად