1. სამსახურის ბალანსზე რიცხულ ობიექტებზე ყარაულის შეცვლა მიმდინარეობს ყარაულის შეცვლისთვის ამ ინსტრუქციით დადგენილი ზოგადი წესებით, იმ განსხვავებით, რომ არ ხდება იარაღის შემოწმება და ყარაულის უფროსის მითითების შემდეგ, გუშაგები საგუშაგოებზე დამოუკიდებლად გადანაწილდებიან და იცვლებიან.

2. საგუშაგოებზე გუშაგების შეცვლისას აღმოჩენილი გაუმართაობის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებენ ყარაულის უფროსს, რომელიც ვალდებულია ძველი ყარაულის უფროსთან ერთად ადგილზე გაარკვიოს გამოვლენილი ხარვეზი.