1. სამსახურის ადმინისტრაციულ შენობების ტერიტორიაზე გუშაგი სატრანსპორტო საშუალებას დაუშვებს მხოლოდ განყოფილების/ყარაულის უფროსის მითითებით, რა დროსაც ტერიტორიაზე შესული სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანს ადარებს განყოფილების/ყარაულის უფროსის მიერ მითითებულ სანომრე ნიშანს, ახორციელებს ავტომანქანის გარეგან ვიზუალურ დათვალიერებას და სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის ფაქტს აფიქსირებს დასაცავ ობიექტზე სატრანსპორტო საშუალებების შესვლა-გასვლის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №18).

2. სასაწყობო სამმართველოს სასაწყობო ტერიტორიაზე დაიშვება სასაწყობო სამმართველოს მოსამსახურეზე განპიროვნებული ავტომანქანა, აგრეთვე, სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის ან მისი მოადგილის წერილობითი თანხმობით, პროდუქციის მიღებისა და დასაწყობების მიზნით – მიმწოდებლის ავტოსატრანსპორტო საშუალება და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეზე განპიროვნებული ავტომანქანა ერთეული საქონლის წასაღებად.

თავი VII

გარე დაცვის განხორციელება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებაში