2. მომნახულებელი პირის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შესვლისას ხდება მისი შემოწმება/დათვალიერება, როგორც წესი, ხელის მეტალმძებნით. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან არ დაიშვება ის პირი, რომელიც უარს განაცხადებს შემოწმებაზე.
3. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მომნახულებელ პირს განზრახული აქვს ექსპერტიზის დაწესებულებაში შეიტანოს აკრძალული ნივთები, განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე, ამ პირს განუცხადებს, რომ მას შესვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის/ფეხსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად აკრძალული ნივთების აღმოჩენისას, განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე, ამ პირს დროებით შეაჩერებს, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და მთავარ სამმართველოს.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეხვედრის მიმდინარეობისას, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, შეხვედრა ხორციელდება განყოფილების მოსამსახურეთა ვიზუალური მეთვალყურეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი