თავი VII — გარე დაცვის განხორციელება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებაში
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პალატაში განაწილებამდე, განყოფილების მოსამსახურე ახორციელებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრულ შემოწმება-დათვალიერებას და კუთვნილი ნივთების შემოწმებას.
2. განყოფილების მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს, დადგენილი წესით, ჩამოართმევს აკრძალულ ნივთებს, შეადგენს შესაბამის ოქმს და დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო იმ ნივთებს და ნივთიერებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ინსტრუქციის №23 დანართით, ჩამოერთმევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესანახად გადაეცემა ექსპერტიზის დაწესებულების მორიგე ექთანს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 03.10.2021.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/01/2021.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება