2. სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლამდე გუშაგი გარეშე პირს გამოჰკითხავს,  აქვს თუ არა მას ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღის არსებობის შემთხვევაში, გუშაგი მოახსენებს უშუალო უფროსს, მისი ბრძანებით იარაღს შეინახავს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ სათავსოში და სანაცვლოდ სტუმარს აძლევს სათავსოს გასაღებს. იარაღის მიღება/გაცემა რეგისტრირდება დასაცავ ობიექტზე შემსვლელ პირთა მიერ დატოვებული იარაღის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №4), რომელსაც ხელს აწერს ყარაულის უფროსი.

3. თუ გარეშე პირის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისას გუშაგს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მას შესაძლოა თან ჰქონდეს ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღი, დამატებით შეამოწმებს ხელის მეტალმძებნით და იარაღის აღმოჩენის შემთხვევაში ატყობინებს უშუალო უფროსს.

4. სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში მიმავალი სტუმარი, სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია საგუშაგო-გამსვლელ პუნქტზე, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ სათავსოში, დატოვოს პირადი ნივთები, რაც გუშაგის მიერ აღირიცხება სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში მიმავალი პირის მიერ დატოვებული ნივთების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №20).

5. დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამმართველოსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების  სამმართველოში შემსვლელი პირი ვალდებულია, სამსახურის  მთავარ სამმართველოსთან არსებულ შესაბამის საგუშაგოზე, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ სათავსოში, დატოვოს ინფორმაციის ციფრული მატარებელი, აუდიო-ვიდეო ტექნიკა და ფიქსაციის სხვა საშუალებები, გარდა დეპარტამენტის დირექტორის ან დირექტორის მოადგილის მიერ წინასწარ წერილობით განსაზღვრული პირებისა.

6. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ცენტრალური მართვის ოთახში შემსვლელი პირი ვალდებულია სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტთან არსებულ შესაბამის საგუშაგოზე, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ სათავსოში, აგრეთვე, დატოვოს ინფორმაციის ციფრული მატარებელი, აუდიო-ვიდეო ტექნიკა და ფიქსაციის სხვა საშუალებები, გარდა გენერალური დირექტორის ან დირექტორის მიერ წინასწარ წერილობით განსაზღვრული პირების