2. არასამუშაო საათებში, როდესაც დადგენილი წესით საშვის დაშვება შეუძლებელია, სამსახურის ბალანსზე რიცხულ ობიექტებზე გარეშე პირთა დაშვება შესაძლებელია კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ სასაშვო-გამშვებ პუნქტში განხორციელებული სატელეფონო ზარის მეშვეობით. გენერალურ დირექტორთან/გენერალური დირექტორის მოადგილესთან ან დირექტორთან გარეშე პირის დაშვების შემთხვევაში, გუშაგთან შესაძლოა პირის დაშვება მოითხოვოს ჩამოთვლილი თანამდებობის პირების თანაშემწეებმაც.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გუშაგი სამსახურის ბალანსზე რიცხულ ობიექტებზე შემსვლელ პირთა აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №19) აღნიშნავს იმ მოსამსახურის სახელს, გვარსა და თანამდებობას, რომელსაც სურს პირის ადმინისტრაციულ შენობაში დაშვება, ასევე, გამოჰკითხავს სტუმრის ადმინისტრაციულ შენობაში დაშვების სავარაუდო ხანგრძლივობას. ამის შემდეგ, გუშაგი შეამოწმებს სტუმრის ვინაობას, დაიტოვებს პირადობის დამადასტურებელ/სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიან დოკუმენტს და სტუმარს შეუშვებს ადმინისტრაციულ შენობაში. თუ ადმინისტრაციულ შენობაში შესულმა სტუმარმა გადაამეტა შენობაში ყოფნის სავარაუდო დროს, გუშაგი უკავშირდება უშუალო უფროსს, რომელიც, თავის მხრივ, დაუკავშირდება ადმინისტრაციულ შენობაში სტუმრის დაშვების ნებართვის გამცემ პირს და იკითხავს დროის გადაცილების მიზეზს.
4. სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მომარაგების სამმართველოს (შემდგომ – მომარაგების სამმართველო) ადმინისტრაციულ შენობაში გარეშე პირები დაიშვებიან პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიანი დოკუმენტის წარდგენისა და სასაწყობო სამმართველოს უფროსის ზეპირი თანხმობის შემდეგ.
5. მომარაგების სამმართველოს საწყობში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლის და გარეშე პირის დასაშვებად დამატებით საჭიროა სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვა, გარდა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთისა და დასავლეთის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის, აგრეთვე, სამსახურის მონიტორინგისა და ეკონომიკური დეპარტამენტების მოსამსახურეებისა, რომლებიც საწყობში დაიშვებიან მხოლოდ სამსახურებრივი მოწმობის წარდგენის საფუძველზ