2. დაწესებულების ოპერატიული მორიგისგან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ან საწარმოო ობიექტზე არყოფნის შესახებ ინფორმაციის მიღებისას ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ განყოფილების უფროსს და გუშაგებს; ორგანიზებას უწევს დაცვის გარე პერიმეტრის შემოწმებას გაქცევის კვალის დადგენის მიზნით; ადგენს როდის, რომელი სატრანსპორტო საშუალება გავიდა დაცული ტერიტორიიდან. კვალის აღმოჩენის შემთხვევაში ყარაულის უფროსი/ყარაულის უფროსის თანაშემწე აგზავნის ერთ-ერთ მოყარაულეს გაქცევის კვალის დასაცავად.
3. გუშაგი, რომელმაც პირველმა შენიშნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა ან მცდელობა, იძლევა სიგნალს – „გაქცევა“ და იღებს ყველა შესაძლო ზომას გაქცეულის შესაჩერებლად. გუშაგი, საჭიროებისამებრ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იყენებს იარაღს.
4. ყარაულის პირად შემადგენლობაზე, დაცვის ობიექტზე ან საყარაულო შენობაზე თავდასხმის შემთხვევაში, ყარაულის უფროსი ორგანიზებას უწევს თავდაცვას. გუშაგი მასზე ან დასაცავ ობიექტზე თავდასხმის შემთხვევაში, იძლევა სიგნალს - „თავდასხმა“ და იღებს ზომებს თავდასხმის აღსაკვეთად.
5. ბრალდებულთა/მსჯავდებულთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის ჯგუფური დარღვევის, მძევლის აყვანის შემთხვევაში გუშაგი დაუყოვნებლივ ატყობინებს ყარაულის უფროსს და მოქმედებს მისი მითითებების შესაბამისად.
6. ხანძრის ან სტიქიური უბედურებების დროს ყარაულის უფროსი ორგანიზებას უწევს დაშავებულთა ევაკუაციას, მათი არსებობის შემთხვევაში, იარაღისა და საბრძოლო მასალების, სამსახურებრივი დოკუმენტაციისა და მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო ადგილზე გატანას. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მათი განთავსების ადგილის დაცვას.
გარე დაცვის განხორციელება სამსახურის ბალანსზე რიცხულ ობიექტებ