ა) საგუშაგოებიდან მიღებული შეტყობინებები შეიტანოს კავშირგაბმულობის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №14);
ბ) ზუსტად დაიცვას სასაშვო-გამშვებ პუნქტზე პირთა და სატრანსპორტო საშუალებათა გატარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები;
გ) შეაჩეროს ყველა პირი, რომელიც ცდილობს დასაცავ ობიექტზე უკანონოდ შეღწევას;
დ) გასასვლელი კარი ან/და შლაგბაუმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გააღოს მხოლოდ ყარაულის უფროსის/ყარაულის უფროსის თანაშემწის ნებართვით, სატრანსპორტო საშუალების შესვლა/გასვლისას;
ე) სატრანსპორტო საშუალების კარიბჭეთაშორის სივრცეში შესვლის/გასვლის შემდეგ დაკეტოს კარები;
ვ) ყარაულის უფროსის/ყარაულის უფროსის თანაშემწის მეთვალყურეობით მძღოლს ჩააქრობინოს ძრავი და შეამოწმოს მძღოლის პირადობის დამადასტურებელი/სხვა საიდენტიფიკაციო, ფოტოსურათიანი დოკუმენტი;
ზ) მძღოლის იდენტიფიკაციის შემდეგ, დაწესებულების უსაფრთხოების შესაბამის მოსამსახურესთან ერთად, დეტალურად დაათვალიეროს ავტოსატრანსპორტო საშუალება აკრძალული ნივთების ამოღებისა და უცხო პირების დასაცავ ობიექტზე შეღწევის თავიდან აცილების მიზნით და შეავსოს დასაცავ ობიექტზე სატრანსპორტო საშუალებების შესვლა-გასვლის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №18); რაიმე საეჭვოს აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახსენოს ყარაულის უფროსს/ყარაულის უფროსის თანაშემწეს და იმოქმედოს მისი მითითების შესაბამისად.
2. სახანძრო და სამაშველო ჯგუფები დასაცავ ობიექტზე შედიან ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებით, მისი სამსახურეობრივი დოკუმენტების წარდგენით და ჯგუფის რიცხობრივი რაოდენობის დაზუსტებით. მათი დასაცავი ობიექტიდან გამოსვლა ხდება ჯგუფის ხელმძღვანელის და ყარაულის უფროსის/ყარაულის უფროსის თანაშემწის თანდასწრებით, ჯგუფის თითოეული წევრის იდენტიფიკაციით და ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებით.
3. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის სატრანსპორტო საშუალება დასაცავი ობიექტის ტერიტორიაზე დაიშვება დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის თანდასწრებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაცავ ობიექტზე მყოფი პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ექმნება რეალური საფრთხე.
დასაცავი ობიექტის დაცვის გაძლიერე