მუხლი 109. საგუშაგოზე დადგომისას, გუშაგი ცვლის უფროსის (ყარაულის უფროსის ან მისი თანაშემწის) და შემცვლელი გუშაგის თანდასწრებით პირადად ამოწმებს იმ ყველაფრის არსებობას და გამართულობას, რაც საგუშაგო ტაბელის თანახმად დასაცავად უნდა ჩაიბაროს; გუშაგები შეცვლისას თავიანთ შემცვლელებს და ცვლის უფროსს მიაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერი საეჭვო სიტუაციის შესახებ🔗