მუხლი 118. საგუშაგოზე გუშაგს უნდა ჰქონდეს იარაღი შეერთებული ხიშტით (ავტომატი დასაკეცი კონდახით ხიშტი-დანის გარეშე, ხიშტი-დანა ქარქაშში წელის ქამარზე); ღამით – დგომელა სროლისათვის მზადყოფნის მდგომარეობაში; დღისით – მდგომარეობაში „ქამარზე“ ან დგომელა სროლისათვის მომარჯვებულ მდგომარეობაში (დანართი №10); შიდა საგუშაგოზე ავტომატები ხის კონდახებით – მდგომარეობაში „ქამარზე“, დასაკეცი კონდახით – „მკერდზე“, კარაბინი – ფეხთან. სავაზნე კოლოფებით (მჭიდებით) დატენილი ჩანთის თავსახური შეკრული უნდა იყოს. ხანძრის ჩაქრობის შემთხვევაში ან სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლისას გუშაგს უფლება აქვს იქონიოს იარაღი მდგომარეობაში – „ზურგზე“. კარაბინით ან შაშხანით შეიარაღებული გუშაგი შეცვლისას იღებს მდგომარეობას – „იარაღი ფეხთან“ (იხ. სამწყობრო წესდება). თუ გუშაგი შეიარაღებულია პისტოლეტით, შეცვლისას იღებს მდგომარეობას „სმენა“ – და პისტოლეტს ზევით ასწევს🔗