მუხლი 126. თუ გუშაგის შეძახილს მოჰყვება პასუხი: „მოდის ყარაულის უფროსი (ყარაულის უფროსის თანაშემწე, ცვლის უფროსი)“, გუშაგი ბრძანებს: „ყარაულის უფროსი (ყარაულის უფროსის თანაშემწე, ცვლის უფროსი) ჩემთან, დანარჩენები ადგილზე!“. თუ აუცილებელია, გუშაგი მოითხოვს, რომ მასთან მიახლოებულმა გაინათოს სახე. როდესაც დარწმუნდება, რომ მოპასუხე ნამდვილად არის ყარაულის უფროსი (ყარაულის უფროსის თანაშემწე, ცვლის უფროსი), გუშაგი მისცემს მიახლოების ნებართვას ყველა მოსულ პირს. თუ მოსული, რომელმაც თავი ყარაულის უფროსად (ყარაულის უფროსის თანაშემწედ, ცვლის უფროსად) წარადგინა, უცნობი აღმოჩნდება, ან მასთან მყოფი პირები არ შეასრულებენ გუშაგის მოთხოვნას – დარჩნენ ადგილზე, იგი აფრთხილებს შეძახილით „სდექ, ვისვრი!“. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, გუშაგი გამოიყენებს იარაღს🔗