ა) ყარაულის უფროსად – უფროსი ინსპექტორი;
ბ) ყარაულის უფროსის თანაშემწედ – ინსპექტორი;
გ) მოყარაულეები საგუშაგოებისა და ცვლების რაოდენობის მიხედვით – ინსპექტორი/უფროსი ინსპექტორი/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე.
2. განყოფილების უფროსის გადაწყვეტილებით, ყარაულის უფროსად შეიძლება დაინიშნოს განყოფილების ინსპექტორი.
3. ყარაულის შემადგენლობაში არ შეიძლება დაინიშნოს:
ა) მოსამსახურე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;
ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება/სისხლისსამართლებრივი დევნა;
გ) მოსამსახურე, რომელიც სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ჯეროვნად ვერ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.
4. ყარაულის შემადგენლობაში მყოფი პირები ვალდებულნი არიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ატარონ სპეციალური ფორმის ტანსაცმელ