ა) საგუშაგო კოშკურიდან თვალთვალი;

ბ) გარე აკრძალულ ზოლში პატრულირება;

გ) ცალკეული ობიექტების დაცვა გუშაგის გადაადგილების გარეშე.

2. დასაცავი ობიექტების დაცვის ორგანიზებისას ობიექტის ხასიათის, ადგილმდებარეობისა და რელიეფის მიხედვით გუშაგს მოენიშნება 400 მეტრამდე დასაცავი ზოლის მანძილი.

3. პატრულირების მიზანია დასაცავი ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დასაცავ ობიექტზე თავდასხმის აღკვეთა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევისა და მათ მიერ სხვა დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილება, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება, კანონდამრღვევი პირის დაკავება, აკრძალული ნივთების დასაცავ ობიექტზე მოხვედრის დაუშვებლობა, მატერიალური ფასეულობის უსაფრთხოების დაცვა მისი მთლიანობის შენარჩუნების მიზნით.

4. პატრულირება ხორციელდება ქვეითად ან სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით.  პატრულირებებს შორის არსებული შუალედი არ უნდა იყოს ერთ საათზე მეტი. პატრულირების პერიოდულობა აისახება საგუშაგო უწყისში და განისაზღვრება განყოფილების უფროსის მიერ მუდმივად ცვალებადი გრაფიკით, იმგვარად, რომ წინასწარ შეუძლებელი იყოს მისი გაშიფვრა.

5. ქვეითად და ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირება ხორციელდება არანაკლებ ორი გუშაგის შემადგენლობით.

6. თუ დასაცავი ობიექტის პერიმეტრის სიგრძე აღემატება 2 000 მეტრს, მის დასაცავად გამოიყოფა ორი ან მეტი ყარაული, რომლებიც განლაგდებიან ცალ-ცალკე საყარაულო შენობებში.

7. გარე აკრძალულ ზოლში პატრულირებისას გუშაგი უფლებამოსილია ფორმის ტანსაცმელზე,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამაგროს და გამოიყენოს სამხრე ვიდეოკამერა.

8. გუშაგის მიერ ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები ინახება ვიდეოკამერის შიდა მეხსიერების ბარათზე ან ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ტექნიკურ საშუალებაზე. სამხრე ვიდეოკამერების მეშვეობით მოპოვებული მონაცემები ინახება 30 დღის ვადით. სამხრე ვიდეოკამერების მეშვეობით მოპოვებული მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევის აღსაკვეთად ყარაულისთვის დგინდება მოქმედების ზონა გარე აკრძალული ზოლიდან 5 კილომეტრამდე რადიუსით.

10. გაქცევა ჩაითვლება აცილებულად, თუ გაქცევის მცდელობის ჩამდენი პირი შეჩერებულ იქნა გარე დამცავ ზღუდემდე, ხოლო აღკვეთილად, თუ გაქცეული პირი შეჩერებულ იქნა გარე აკრძალულ ზოლში ან ყარაულის მოქმედების ზონაშ