ა) დასაცავი ობიექტის ძირითადი შემოღობვა, აკრძალული და საკვალე ზოლების შემოღობვა;

ბ) საგუშაგოების საზღვრები და დასაცავი ობიექტების დაცვის ხაზი;

გ) საგუშაგო კოშკურების განლაგება და პატრულირების მარშრუტები;

დ) დასაცავი ობიექტის ადმინისტრაციული, საცხოვრებელი, საწარმოო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების განლაგების ზუსტი ადგილები;

ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევისათვის ყველაზე მეტად სავარაუდო ადგილები;

ვ) საგუშაგოების სახიფათო მისადგომები;

ზ) საგუშაგოსთან არსებული მანძილი, რომელთანაც უცხო პირთა დაშვება აკრძალულია.

2. დასაცავი ობიექტების დაცვისა და თავდაცვის სქემაზე ცალკე აღინიშნება:

ა) აკრძალული და საკვალე ზოლების ჭრილი;

ბ) საყარაულო შენობის, სასაშვო-გამშვები და საკონტროლო-გამშვები პუნქტების გეგმა, მასზე დამონტაჟებული გაქცევის საწინააღმდეგო ზღუდეებისა და დაცვის ტექნიკური საშუალებების მოწყობილობების მითითებით;

გ) მიწისქვეშა კომუნიკაციების ჭრილი მასში დაყენებული დაცვის ტექნიკური საშუალებებით;

დ) ცხრილი ყარაულის შემადგენლობის მითითებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების სტანდარტული და გაძლიერებული რეჟიმებისთვის.

3. დასაცავი ობიექტების დაცვისა და თავდაცვის სქემისათვის შემუშავდება განმარტებითი ბარათი, რომელშიც მიეთითება:

ა) დასაცავი ობიექტის პერიმეტრის სიგრძე;

ბ) დასაცავი ობიექტის დაცვის ხერხი და რეჟიმის სახეობა;

გ) დასაცავი ობიექტის დაცვის ორგანიზებისთვის მნიშვნელოვანი სხვა მონაცემები.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მათი გაცნობა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი