1. სამსახურებრივი ამოცანების შესასრულებლად განყოფილებიდან გამოიყოფა ძალები და საშუალებები.

2. ძალებს განეკუთვნება პირადი შემადგენლობა, რომელიც წარმოადგენს სამმართველოს საქმიანობის განხორციელების მიზნით განყოფილებიდან გამოყოფილ მოსამსახურეთა  ერთობლიობას.

3.  პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი ამოცანების შესასრულებლად გამოიყოფა შემდეგი საშუალებები:

ა) შეიარაღება;

ბ) კავშირგაბმულობის საშუალებები;

გ) სატრანსპორტო საშუალებები;

დ) სპეციალური საშუალებები;

ე) დაცვის ტექნიკური საშუალებები.