1. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვას ახორციელებს და მართვისთვის პასუხისმგებელია თავდაცვის ძალების მეთაური.
2. თავდაცვის ძალების მეთაური ანგარიშვალდებულია მინისტრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
3. თავდაცვის ძალების მეთაურს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე დასანიშნი პირის კანდიდატურას და თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინიციატივას საქართველოს მთავრობას წარუდგენს მინისტრი.
5. თავდაცვის ძალების მეთაური არის ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრი.
6. თავდაცვის ძალების მეთაური:
ა) მართავს თავდაცვის ძალებს, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის ბრძანებების აღსასრულებლად;
ბ) პასუხისმგებელია თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფისთვის, მათი განვითარებისა და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის;
გ) საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად განსაზღვრავს გაერთიანებული ძალების (ერთზე მეტი უწყების კუთვნილი ძალებისგან შემდგარი რამდენიმე ოპერატიული დაჯგუფება, რომლებიც გაერთიანებული ძალების მეთაურობას ექვემდებარებიან) შემადგენლობას, სტრუქტურას, ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის წესს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე) თავდაცვის ძალების მართვის უზრუნველსაყოფად ორგანიზებას უწევს თავდაცვის ძალების დოქტრინების, სამხედრო წესდებებისა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას;
ვ) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №801 – ვებგვერდი, 30.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №801
წინა რედაქცია (12.10.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. თავდაცვის ძალების მეთაური 1. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვას ახორციელებს და მართვისთვის პასუხისმგებელია თავდაცვის ძალების მეთაური. 2. თავდაცვის ძალების მეთაური ანგარიშვალდებულია მინისტრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 3. თავდაცვის ძალების მეთაურს საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 4. თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე დასანიშნი პირის კანდიდატურას და თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინიციატივას საქართველოს მთავრობას წარუდგენს მინისტრი. 5. თავდაცვის ძალების მეთაური არის ეროვნული თავდაცვის საბჭოსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი. 6. თავდაცვის ძალების მეთაური: ა) მართავს თავდაცვის ძალებს, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის ბრძანებების აღსასრულებლად; ბ) პასუხისმგებელია თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფისთვის, მათი განვითარებისა და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის; გ) საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად განსაზღვრავს გაერთიანებული ძალების (ერთზე მეტი უწყების კუთვნილი ძალებისგან შემდგარი რამდენიმე ოპერატიული დაჯგუფება, რომლებიც გაერთიანებული ძალების მეთაურობას ექვემდებარებიან) შემადგენლობას, სტრუქტურას, ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის წესს; დ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) თავდაცვის ძალების მართვის უზრუნველსაყოფად ორგანიზებას უწევს თავდაცვის ძალების დოქტრინების, სამხედრო წესდებებისა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას; ვ) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.