1. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვის დონეებია:
ა) სტრატეგიული დონე;
ბ) ოპერატიული დონე;
გ) ტაქტიკური დონე.
2. სტრატეგიული დონე არის სამხედრო სტრატეგიული მიზნის დასახვა, მისი მიღწევის გზების განსაზღვრა და შესაბამისი რესურსების უზრუნველყოფა, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარება, მათი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა და პოლიტიკური გადაწყვეტილების სამხედრო ამოცანად გარდაქმნა.
3. ოპერატიული დონე არის სამხედრო სტრატეგიული ამოცანის შესრულებისთვის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად ღონისძიებისა და სამხედრო ოპერაციის დაგეგმვა, მათი განხორციელების მონიტორინგი და კონტროლი და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნების განსაზღვრა.
4. ტაქტიკური დონე არის ოპერატიულ დონეზე განსაზღვრული დავალებების შესრულება.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №713
წინა რედაქცია (12.10.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვის დონეები 1. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვის დონეებია: ა) სტრატეგიული დონე; ბ) ოპერატიული დონე; გ) ტაქტიკური დონე. 2. სტრატეგიული დონე გულარის ხმობს სამხედრო სტრატეგიული მიზნის დასახვას, მისი მიღწევის გზების განსაზღვრას და შესაბამისი რესურსების უზრუნველყოფას, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას, მათი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფას და პოლიტიკური გადაწყვეტილების სამხედრო ამოცანად გარდაქმნას. 3. ოპერატიული დონე გულარის ხმობს სამხედრო სტრატეგიული ამოცანის შესრულებისთვის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად ღონისძიებისა და სამხედრო ოპერაციის დაგეგმვას, მათი განხორციელების მონიტორინგსაი და კონტროლსი და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნების განსაზღვრას. 4. ტაქტიკური დონე გულარის ხმობს ოპერატიულ დონეზე განსაზღვრული ტდაქტიკური ვამოცანლებების შესრულებას.