1. სააგენტო ადგენს საქართველოს ნავსადგურებში უშიშროების დონეებს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შესაბამის პირებსა და უწყებებს.
2. უშიშროების დონის განსაზღვრისას, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს ზოგადი და კონკრეტული საფრთხეების შესახებ ინფორმაცია. სააგენტომ უნდა დაადგინოს სამი დონიდან ერთ-ერთი, რომელიც გავრცელდება გემებსა და ნავსადგურზე:
ა) უშიშროების დონე 1: ჩვეულებრივი – დონე, რა პირობებშიც გემი ან ნავსადგური ახორციელებს ჩვეულებრივ საქმიანობას;
ბ) უშიშროების დონე 2: გაძლიერებული – დონე, რომელიც ვრცელდება იმ პერიოდზე, როდესაც უშიშროებასთან დაკავშირებული ინციდენტის დადგომის რისკი მაღალია;
გ) უშიშროების დონე 3: განსაკუთრებული – დონე, რომელიც ვრცელდება იმ პერიოდზე, როდესაც უშიშროებასთან დაკავშირებული ინციდენტის დადგომის რისკი განსაკუთრებით მაღალი ან გარდაუვალია.
3. გემის ან კომპანიის უშიშროების ოფიცერს შეუძლია აამაღლოს გემის უშიშროების დონე, თუ ამას აუცილებლად მიიჩნევს უშიშროებასთან დაკავშირებული ინციდენტის აღსაკვეთად ან უშიშროებაზე შექმნილი საფრთხის საპასუხოდ, ხოლო ნავსადგურის შემთხვევაში უშიშროების დონის ამაღლება ხდება სააგენტოს მიე