1. უშიშროების გეგმების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

ა) უშიშროების წინააღმდეგ მიმართული შემთხვევები და სრულფასოვანი საპასუხო მოქმედებები/პროცედურები;

ბ) იარაღის და საშიში ნივთების აკრძალვა;

გ) დაშვების პროცედურები;

დ) საევაკუაციო გეგმა/პროცედურები;

ე) უშიშროების თანამშრომლების ვალდებულებები;

ვ) უშიშროების გეგმის პერიოდული გადახედვის, შემოწმების და განახლების პრ ოცედურები;

ზ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების საკონტაქტო ინფორმაცია;

თ) უშიშროების გეგმის დაცვის ზომები;

ი) ტვირთის უშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები;

კ) უშიშროების დონის განსაზღვრის /დადგენის პროცედურები;

ლ) გემის უშიშროების საკომუნიკაციო პროცედურები;

მ) საზოგადოებრივი საფრთხის გამოცხადების პროცედურები;

ნ) გემსა და სანავსადგურე ობიექტს შორის მიმდინარე ოპერაციების უზრუნველყოფის პროცედურები.

2. ნავსადგურში, უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის ტექნიკური საშუალებების, კერძოდ, ვიდეო მეთვალყურეობის და სიგნალიზაციის სისტემების, მათი სერვერების, სამონტაჟო ანძების, ვიდეო მეთვალყურეობის განათების სისტემების, ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვერების, ტურნიკეტების, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების თუ სხვა დამხმარე ტექნიკური მოწყობილობების მომსახურებას ახორციელებენ ის პირები, რომელთაც გააჩნიათ მომსახურების შესაბამისი უფლება, მინიჭებული სარეჟიმო ობიექტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიცია) უფლებამოსილია, განახორციელოს კონტროლი ნავსადგურის ტერიტორიაზე მოქმედი ვიდეო-მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესი