1. კომპანიის უშიშროების ოფიცერმა უნდა:
ა) უზრუნველყოს უშიშროების შეფასების აქტის შევსება და პერიოდული შემოწმება;
ბ) უზრუნველყოს გემის უშიშროების სავალდებულო გეგმების შემუშავება, წარდგენა, შესრულება და პერიოდული შემოწმება;
გ) უზრუნველყოს გემის უშიშროების ვარჯიში;
დ) უზრუნველყოს გემის უშიშროების ინსპექტირება;
ე) უზრუნველყოს კომპანიის პერსონალის უშიშროების საკითხებზე ტრეინინგები;
ვ) აწარმოოს და შეინახოს ჩანაწერები ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად;
ზ) აცნობოს შესაბამის უწყებებს და სამაშველო სამსახურებს გემის უშიშროების დარღვევის ფაქტები;
თ) უზრუნველყოს, ამ წესებით განსაზღვრული უშიშროების ყველა ზომის დაცვა.
2. კომპანიის უშიშროების ოფიცერი უფლებამოსილია:
ა) ეწვიოს გემებს ამ წესებით გათვალისწინებული გამოკითხვების, ინსპექტირებისთვის;
ბ) დანერგოს და განახორციელოს უშიშროების ყველა ზომა და წესი, როგორც ამ წესებით არის გათვალისწინებულ